მარიამ ნებულიშვილი
11.09.2020

„ძალიან მკაფიო შეტყობინება იყო ქართული საზოგადოებისთვის, რომ არაფერი არ შეიცვლება, დარჩება ყველაფერი ისე, როგორც იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში," - ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" საუბრისას „ქართული ოცნების" პროპორციული სიის პირველ ოცეულს.

ქართულმა ოცნებამ პროპორციული სიის პირველი ოცეული 10 სექტემბერს დაასახელა. განახლებულ პროპორციულ სიაში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. მათ შორის პირველ ოცეულში ყოფილი სპორტსმენებიც არიან.

პრემიერობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა. მეორე ნომრად პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დაასახელეს.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" ამბობს, სიის ოცეულმა აჩვენა, რომ მმართველ გუნდს სიახლეები არ ექნება.

„არ გამოკვეთილა ახალი სახეები, გამოიკვეთა სხვა რამ. ძალიან მკაფიო შეტყობინება იყო ქართული საზოგადოებისთვის, რომ არაფერი არ შეიცვლება, დარჩება ყველაფერი ისე, როგორც იყო ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. ვისაც მოგწონდათ, მიიღეთ, ვისაც არ მოგწონდათ - უკაცრავად, სხვა არაფერი არ იქნება. არავითარ ახალ პოლიტიკას ეს ვერ შექმნის, იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტები, გზები, გვირაბები, ხიდები - რაც კარგია, მაგრამ გზები დემოკრატია არ ყოფილა არასდროს. საქართველო საბჭოთა კავშირში იყო, მაშინაც შენდებოდა გზები, გვირაბები და ა.შ. ამას აკეთებდა ყველა ავტორიტარი მმართველი - სტალინიც, ბერიაც, მუსოლინიც, ჰიტლერიც და ყველა. გზაბის მშენებლობა სახელმწიფოს მშენებლობას არ ნიშნავს, ეს უნდა დავიმახსოვროთ ყველამ", - ამბობს ზაქარეიშილი.

ზაქარეიშვილი ასევე სიაში ბიძინა ივანიშვილის არყოფნასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, ამით მმართველი გუნდი საკუთარი ძალების დემონსტრირებას შეეცადა.

„ქართულმა ოცნებამ" მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ ვიმარჯვებთ 100%-ით, ივანიშვილიც კი არ გვჭირდება და სიაში არ შეიყვანეს. ეს ძალიან თამამი ნაბიჯია, ე.ი. იმედები აქვთ, რომ გავლენ ივანიშვილის გარეშე. ივანიშვილის სიაში ყოფნა იმდენად არ გააძლიერებდა გუნდს, რამდენადაც შეასუსტებს მისი არყოფნა. ისინი დემონსტრირებას ახდნენ, ჩვენ ივანიშილი არ გვჭირდება ისედაც გავიმარჯვებთო. ყველაზე შეაშფოთებელი არის ის, რომ პირველ ხუთეულში, პირველ რვაში არის პარტიის საყრდენი, იგივე ხალხი - კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე, ეს იმას ნიშნავს, რომ ივანიშილმა იპოვნა თვის ხალხი. მან მრავალი ექსპერიმენტების შედეგად „თავისუფალი დემოკრატები", რესპუბლიკური პარტია, მარგველაშვილი, კვირიკაშვილი და ა.შ. გამოსცადა. ექსპერიმენტების მთელი სია ჰქონდა ივანიშვილს, ვერავინ ვერ გაუმართლა და გაუმართლა კობახიძის ამ ჯგუფმა პირობითად. ახლა კი წამოვიდა შეტყობინება, რომ სიის სათავეში მყოფი პირები არიან სახე „ქართული ოცნებისა". გახარიას გამოკლებით, ის არ იქნება პარლამენტში, ისაა პრემიერ-მინისტრი და მათთან ვერ იქნება. ეს ხალხი იქნება საყრდენი პარლამენტში, რომელსაც მათი გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტსაც ვერ დავარქმევთ, ეს იქნება სანოტარო კანტორა. ივანიშვილიდან წამოსული მოსაზრებების დამტკიცება იქნება, მეტი არაფერი. გახარია მიდის სერიოზულ ფრონტზე, პრემიერ-მინისტრი იქნება, მას მოუწევს ბევრი გამოწვევების გამკლავება", - თქვა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება თეა წულუკიანის მეოთხე ადგილას ყოფნას, ზაქარეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია თუ რა თანამდებობას დაიკავებს მოქმედი იუსტიციის მინისტრი პარლამენტში. ამით გამოიკვეთება თუ როგორია მისი პარტიული წონა.

„წულუკიანი მეოთხე ნომრად მოხვდა კვოტის გამო. კვოტა არსებობდა და ერთ-ერთი ლიდერი ქალი უნდა ყოფილიყო და ლიდერი ქალი მართლაც არის წულუკიანი. უკვე ითქვა, რომ თალაკვაძე იქნება პარლამენტის თავმჯდომარე ანუ წულუკიანი არ იქნება. შიგნით იქნება კონკურენცია, თუ წულუკიანმა არ მიიღო რაიმე მაღალი პარტიული თანამდებობა, ეს იმას ნიშნავს, რომ კობახიძის გუნდი არის წამყვანი „ქართულ ოცნებაში". ამიტომ, წულუკიანმა შეიძლება მიიღოს პარლამენტისთვის მნიშნელოვანი, მაგრამ პარტიისთვის უმნიშვნელო თანამდებობები, როგორიცაა, მაგალითად იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობა. მე მაინც მგონია, რომ მას მაინც უფრთხიან პარტიაში და ვერ ხედავენ „ქართული ოცნების" ლიდერს და უფრო მეტად მისცემენ საპარლამენტო თანამდებობას", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ზაქარეიშვილმა სიაში მორაგბე დავით კაჭარავას და კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძის შეყვანაზე „რეზონანსს" უთხრა, რომ მისი აზრით ისინი პარტიას, რომელიმე ფრაქციისთვის სჭირდება.

„დამაფიქრებელია რაში დასჭირდა მმართველ გუნდს სპორტსმენების გამოჩენა, ამან გაიჟღერა ცინიკურად, ახალი სახეები გვეყოლებაო და პირველი ახალი საახეები სპორტსემენბი არიან. აშკარად, რაღაც შიდა გუნდურ თამაშთან გავქვს ადგილი და რომელიმე ფრაქციას სჭირდებოდა სპორტსმენები.

„ეს ძალიან ცუდად გამოჩნდა, იმიტომ, რომ ყოვლთვის ყველა ამბობს, რომ პარლამენტში უნდა იყოს რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი, წამყავნ ოცეულში კი არის ორი სპორტსმენი, რომელიც არანაირად არ გამოირჩენოდნენ პოლიტიკით. რომ ავითოთ იგივე კახა კალაძე, სანამ გახდებოდა სტატუსიანი პოლიტიკოსი, აქტიურად გამოდიოდა პოლიტიკაში. ესენი უცებ ციდან ჩამოვარდნენ. თვალშისაცემია ის, რომ „ქართული ოცნება" პოლიტიკაზე მეტად წინ შიდა კლანურობას აყენებს. კარგი სპორტსმენები არიან, მაგრამ პოლიტიკასთან მათ საერთო არაფერი არ აქვთ", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება სიას, მმართველი გუნდის პროპორციული სიის პირველი ოცეული ასე გამოიყურება:

გიორგი გახარია; არჩილ თალაკვაძე; ირაკლი კობახიძე; თეა წულუკიანი; მამუკა მდინარაძე; კახა კუჭავა; გიორგი კახიანი; მარიამ ქვრივიშვილი; მიხეილ სარჯველაძე; მაია ბითაძე; მიხეილ დაოშვილი; გიორგი ამილახვარი; ვიქტორ სანიკიძე; მაკა ბოჭორიშვილი; შალვა პაპუაშვილი; დავით კაჭარავა; ნიკოლოზ სამხარაძე; გიორგი ხელაშვილი; მარიამ ლაშხი; ბექა დავითულიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (12.09.2020)
დემოკრატიას "ზემოდან" ვერ ააშენებ - ხალხში უნდა გქონდეს საფუძველი. როცა სხვას აკრიტიკებ, ჯერ სარკეში უნდა ჩაიხედო. ხართ თავად დემოკრატიული ღირებულების მატარებელი? უნდა იყო კიდევ პოლიტიკაში. ე.წ. "რესპუბლიკელებს" შიდა პარტიული დემოკრატია არა აქვთ და ქვეყანაში დემოკრატიას როგორ ააშენებენ. ძმები ბერძენიშვილები და მისი ამალა ამ ჯეელის ჩათვლით დიდი ხანია უნდა იყვნენ წასულები ქართული პოლიტიკიდან. ეს ეხება დანარჩენ "პარტიებსაც" უკვდავი ბელად შალიკო და მიშადან დაწყებული და ბურჯანაშვილ, თარხანა და ირმათ დამთავრებული. ასე რომ რაც ალხანაა ის ჩალხანაა. ჯერ შიდა პარტიული დემოკრატია დაამყარონ და მერე დაიჯერებს ხალხი რომ დემოკრატია სურთ და "დასავლურები" არიან. რა დემოკრატიაზე საუბარი ქვეყნის ერთერთ ყველაზე დიდ რეგიონში მისჯილი ბელადის ცოლის და დედის მეტი კანდიდატი ვერ მოუძებნია ნაც მოძრაობას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×