თამთა ჩაჩანიძე
11.09.2020

როგორია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური ველი და რამდენად შესაძლებელია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გადამწყვეტ ბრძოლაში მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშა დაკარგოს - ამ საკითხზე საუბრისას პოლიტოლოგების აზრი ორად იყოფა, ნაწილი თანხმდება იმაზე, რომ პარტიას სტაბილური ელექტორატი ჰყავს, რა რესურსითაც თავის პოზიციაზე დარჩება, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მომავალი წლიდან ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე კარდინალური ცვლილებები დაიწყება და ოპოზიცია „ნაციონალური" შეფერილობის" აღარ იქნება.

როგორც ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, „ნაციონალური მოძრაობა" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მთავარი ოპოზიციური პარტიის ნიშას დაკარგავს, რადგან „ამას არაერთი სოციოლოგიური კვლევა გვეუბნება".

„ჩემი შეფასებით, დიდი ალბათობით დაკარგავს, იმიტომ, რომ ამას არაერთი სოციოლოგიური კვლევა გვეუბნება. ჩემი აზრით, მომავალი წლიდან ოპოზიციის ველზე ალბათ კარდინალური ცვლილებები დაიწყება იმ მხრივ, რომ საქართველოში ოპოზიცია უნდა გაჯანსაღდეს და არსებული ოპოზიცია, რომელიც „ნაციონალური" შეფერილობისაა, საქართველოს ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ კონსტრუქციული და საქმიანი ოპოზიცია გვჭირდება, რომელიც ნებისმიერ მმართველ პარტიასთან არსობრივ კამათში იქნება.

„ახალ ამის თქმა რთულია თუ ოპოზიციური პარტიები როგორ გადაჯგუფდებიან, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, რომ ჩვენ 200-მდე პარტია გვყავს, კარგი ადამიანები და კარგი პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიებში გაბნეულები არიან, მე პირადად იმედი და სურვილი მაქვს, რომ ეს კარგი ჯანსაღი პოლიტიკოსები, რომლებსაც „ქართული ოცნება" არ მოწონთ და ეს მათი არჩევანია, ერთად გაერთიანდებიან, და არსობრივად და შინაარსობრივად მმართველ პარტიას დაუპირისპირდნენ, რომელიც სახელმწიფოსთვის ჯანსაღი პროცესი იქნება."- განაცხადა აბაშიძემ.

განსხვავებული აზრისაა პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, იგი „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ „ნაციონბალური მოძრაობა" სტაბილური ელექტორატის წყალობით, ისევ თავის პოზიციაზე იქნება.

„სიმართლე რომ გითხრათ, ეს ნაკლებად სავარაუდოა, მათ შესაძლოა ძალიან დიდი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ელექტორატი არ ჰყავთ, მაგრამ მათ ძალიან სტაბილური ელექტორატი ჰყავთ და ჯერ მისი თანაზომადი ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები არ ჩანს, ძალიან ცოტა დროა დარჩენილი, რომ ეს კონიუქტურა შეიცვალოს," - განაცხადა ხუხაშვილმა.

კონფლიქტოლოგი და „ქართული ოცნების" ხელისუფლების შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი კი „რეზონანასთან" „ნაციონალური მოძრაობას" მთავარ ოპოზიციურ ძალად ყოფნას 2024 წლამდე პროგნოზირებს.

„მგონია, რომ „ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლამდე მთავარი ოპოზიციური პარტია იქნება, მათ ჯერ კიდევ ბევრი მომხრე ჰყავთ და მგონია, რომ სააკაშვილი, როგორც ქარიზმატული ლიდერი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მოსწონს, რომელიც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა და მიმაჩნია, რომ ეს ნორმალური სულაც არაა, მაგრამ მოსახელობის გარკვეულ ნაწილს ბელადის სახით ლიდერი სჭირდება, ისინი ბევრნი არ არიან, მაგრამ ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით მათ მეტი ხმები აქვთ.

„ამიტომ მგონია, რომ ქარიზმატული ლიდერის მოთხოვნა ვისაც აქვს, ისინი რაღაც გარკვეულ რესურსს სააკაშვილში ხედავენ და მიაჩნიათ, რომ ის რაღაცას გააკეთებს, ძალიან გულდასაწყვეტია, მაგრამ ეს ფაქტია.

„უკვე შესულ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" გარეშე რაიმე სერიოზული გაერთიანება ვერ შეიქმნება, ეს პარტია ან დაბლოკავს, ან მის გარეშე ვერავინ ვერაფერს ვერ გააკეთებს, თუ გაერთიანებას შეძლებენ, ორი წამყვანი ძალა იქნება, „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო", სხვები მათ უნდა მიემატონ, თუ ერთერთი გამოეყოფა, ვერანაირი ერთობა ვერ შედგება," - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
სტატუს ქუო   (12.09.2020)
ა მათ ვისაც სურათზე ვხედავთ, სამივე გაცვეთილი განდონია.

😱   (12.09.2020)
ნაცებს მოხნიათ პატრინი თავიანთ ბელადიანად!!!

ჭორლეონე   (11.09.2020)
კოჭებში ეტყობა რეზონანსს, მაყუთის სუნი იგრძნო.

sergo   (11.09.2020)
nac-qocebs panchuri ukanalshi, sakmarisia qveyanas rac ziani miayenes sakutari ketildxeobisatvis.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×