თამთა ჩაჩანიძე
11.09.2020

„ქართულ ოცნებას" უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ მან პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა, როგორც ეს ადრე ხდებოდა ხოლმე, ასე შეაფასა „რეზონანსთან" ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ ხუთშაბათს „ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი პროპორციული სიის ოცეული.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის „ქართული ოცნების" პროპორციულ სიის პირველ ოცეულში მოხვდნენ როგორც ძველი, ისე ახალი სახეები, სიაში ასევე ცნობილი სპორტსნმენებიც არიან.

როგორც ანჯაფარიძემ პროპორციული ოცეულის შეფასებისას განაცხადა, ძველი სახეების რეიტინგები საზოგადოების უკვე ცნობილია, ხოლო რაც შეეხება ახალ სახეებს, მათ საბჭოთა წარსულთან არანაირი ბმა არ აქვთ, რაც დასავლელი პარტნიორებისთვის ერთგვარი გზავნილიცაა.

„იმ პოლიტიკოსებს, ვისაც საზოგადოება წლებია ძალიან კარგად იცნობს, მგონია, რომ მათი შეფასება ზედმეტიც არის. მათი პოლიტიკური წარსული, საქმიანობა ყველამ იცის, ასე რომ ეს პოლიტიკური ფიგურები არაერთხელ არიან შეფასებულები და მათი რეიტინგებიც ცნობილია.

„რაც შეეხება სიაში ახალ სახეებს, „რეზონანსის" ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ვთქვი, რომ „ქართული ოცნება" შეეცდებოდა, სიის პირველი ოცეული უკვე ცნობილი და ახალი სახეების ნაზავი ყოფილიყო, პრინციპში ასეც გამოვიდა, ეს ჩვენი ქართული პოლიტიკური კულტურისა და რეალობისთვის ერთგვარ ტრადიციად იქცა, რომ სიის პირველ ოცეულში ორი-სამი ადამიანი მაინც უნდა იყოს, რომლებიც პოლიტიკიდან შორს დგანან - სპორტის ან ხელოვნების წარმომადგენელი.

„ამ შემთხვევაში მოხდა ისე, რომ „ოცნებამ" სიაში სპორტსმენები შემოიყვანა, რომლებიც სპორტული მიღწევების გამო ყველას გვიყვარს. ესეც ალბათ ერთგვარი ელექტორალური მოსაზრებით გაკეთდა, რადგან ცხადია, მათზე აუგს არავინ არ იტყვის.

„რაც შეეხება სიაში არსებულ დანარჩენ ახალ სახეებს, მე პირადად მათ ახლოს არ ვიცნობ, მათი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ისინი თუ შეიძლება ასე ითქვას ახალი ფორმაციის მქონე სახელმწიფო მოხელეები არიან, მათი ასაკიდან გამომდინარე. ეს ის ხალხია, რომლებსაც საბჭოურ წარსულთან აღარანაირი ბმა არა აქვთ, ძალიან მნიშვნელოვანია, რონ ყველა მათგანს განათლება დასავლეთში აქვს მიღებული და ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას" უკვე ვერავინ ვერ წამოაძახებს, რომ მან პირველ ოცეულში საბჭოური წარსულით დამძიმებული ადამიანები შეიყვანა, როგორც ეს ადრე ხდებოდა-ხოლმე.

„გარდა ამისა, ეს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისათვის ერთგვარი მესიჯია, „ქართული ოცნების" საგარეო და საშინაო პოლიტიკური ორიენტირების კუთხით, რომ პროდასავლური კურსი შენარჩუნდება და გაგრძელდება.

„ადამიანები, რომლებიც ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებაში იყვნენ დასაქმებული და ფართო თვალისგან მოშორებულ სამოხელეო საქმიანობას ეწეოდნენ, საჯარო პოლიტიკაში როგორები იქნებიან, ამას ჩვენ მას შემდეგ ვნახავთ, როცა ამ მუშაობას შეუდგებიან და ალბათ მნიშვნელოვანი იქნება კიდევ ერთი გარემოება, რომ როდსესაც ისინი პარლამეტში მოხვდებიან, თავისუფლების რა არეალს მისცემენ, ისინი თავიანთი ხედვებისა და საკანონმდებლო ინიციატივების თუ მოსაქზრებების რეალიზებას შეძლებენ თუ არა," - განაცხადა ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (13.09.2020)
აი კაცი კაცური. 2 ლარიანი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×