მარიამ ნებულიშვილი
03.09.2020

„ველოდებით პასუხებს და პასუხის მიხედვით დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს. მივიღებთ გადაწყვტილებას კლინიკის დაკეტვასთან დაკავშირებით თუ არა", - განაცხადა „ავერსის" კლინიკების დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.

„ავერსის" კლინიკების ქსელის რუსთავის ფილიალში კორონავირუსი 2 ექიმს დაუდასტურდა, რის შემდეგაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კლინიკის ყველა თანამშრომელმა ჩაიტაროს ტესტი კორონავირუსზე.

„კორონავირუსის ახალი შემთხვევები ძირითადად „ავერსის" კლინიკასთან არის დაკავშირებული და აღნიშნულ კლინიკას დამატებითი რეკომენდაციები მიეცა. დღევანდელი მდგომარეობით „ავერსის" კლინიკის ქსელის ყველა თანამშრომელი იტარებს ტესტირებას და ეს პროცესი მიმდინარეობს როგორც მინისტრის, ასევე პრემიერ-მინისტრის კონტროლის ქვეშ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, მაღაზიებთან დაკავშირებით საგანგაშო მდგომარეობა არ არის და დღესდღეობით საყურადღებოა „ავერსის" კლინიკა.

როგორც ქსელის დირექტორი „რეზონანსთან" ამბობს, ტესტირება უკვე ჩაუტარდა კლინიკის ყველა თანამშრომელს დამიღებული პასუხების მიხედვით გადაწყდება დაიკეტება თუ არა კლინიკა.

„საუბარი არ არის ავერსის ყველა კლინიკაზე, საუბარია კონცენტრირებულად რუსთავის ფილიალზე. რუსთავის ფილიალის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს ჩაბარებული აქვს ტესტი კორონავირუსზე. მიუხედავად იმისა, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში უკვე დაინფიცირებულ პირთან. ველოდებით პასუხებს და პასუხის მიხედვით დავგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს. მივიღებთ გადაწყვტილებას კლინიკის დაკეტვასთან დაკავშირებით თუ არა.

„პაციენტების სხვა კლინიკებში გადაყვანა არ დგას დღის წესრიგში. ეს არ არის სტაციონარი, ეს არის ამბოლატორიული კლინიკა, ასე რომ, არ გვყავს ისეთი პაციენტები, ვისაც შეიძლება გადაყვანა დასჭირდეთ", - ამბობს დიმიტრი ჯორბენაძე „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×