თამთა ჩაჩანიძე
03.09.2020

„არ ვთვლი რომ ამჟამად მდგომარეობა ისეა გაუარესებული, რომ ამან უკვე დაგეგმილ სასწავლო წლის დაწყებას ხელი შეუშალოს. სკოლებში დისტანციურად სწავლება ძალიან რთულია, ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია კი, ჩემი აზრით, არ ქმნის იმ გარემოს, რომ სასწავლო წლის დაწყება გადაიდოს, თუმცა დინამიკას უნდა დავაკვირდეთ, ვნახოთ შემდეგო ერთი კვიროს განმავლობაში თუ როგორი ეპიდსიტუაცია იქნება." - ასე აფასებს „რეზონანსთან" ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა სასწავლო წლის დაწყების გადადების შესაძლებლობას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ოთხშაბათს კორონავირუსის ბოლო პერიოდის რეკორდული რაოდენობა, 38 შემთხვევა დაფიქსირდა. ხუთშაბათს იყო 20. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, სასწავლო წლის დაწყების თარიღი არ შეიცვლება და საჯარო სკოლებში სწავლება 15 სექტემბერს დაიწყება.

როგორც გოგინავა ამბობს, ეპიდსიტუაცია საყურადღებოა თუმცა ბოლო ორი დღის მონაცემები სწავლის გადადების საფუძველს არ იძლევა.

„ზოგადად რისკი ყველაფერზე არსებობს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენს რეგიონში ეპიდსიტუაცია საკმაოდ საყურადღებოა, ხოლო რაც შეეხება საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციას, ბოლო ორი დღის მონაცემებით დასკვნების გაკეთება ცოტა არ იყოს რთულია. ამიტომ, არ ვთვლი რომ ამჟამად მდგომარეობა ისეთი გაუარესებულია, რომ ამან უკვე დაგეგმილ სასწავლო წლის დაწყებას ხელი შეუშალოს. სკოლებში დისტანციურად სწავლება ძალიან რთულია. ამ ეტაპზე არსებული ეპიდსიტუაცია კი, ჩემი აზრით, არ ქმნის იმ გარემოს, რომ სასწავლო წლის დაწყება გადაიდოს. თუმცა დინამიკას უნდა დავაკვირდეთ, ვნახოთ შემდეგო კვირა როგორი ეპიდსიტუაცია იქნება," - განაცხადა მან.

ოთხშაბათს ბათუმში ეპიდსიტუაცია გაუარესდა. 2 სექტემბერს კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 22 შემთხვევა საკონდიტრო „დონას" კლასტერს უკავშირდება, 3 სექტემბერს კი შემთხვევათა რაოდენობა 6-ია. ამასთან პრემიერმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ შემთხვევების მატების მიუხედავად, ბათუმის ჩაკეტვა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ბათუმში შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება არ იგეგმება, თუმცა კონტროლი რეგულაციების შესრულებაზე გაიზრდება.

გოგინავა ამბობს, რომ ბათუმიდან წამოსულ ყველა დამსვენებლის იზოლაციაზე სახელმწიფო ვერ იზრუნებს, რადგან ეს დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული.

„ვინც აჭარის რეგიონიდან წამოვა, თვითონ ყოველგვარი დამატებითი რეკომენდაციების გარეშე თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ და თუ მათ რაიმე სიმპტომი ან დაავადების რაიმე ნიშანი აღმოაჩნდათ, აუცილებლად შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ, რითაც რისკებს შევამცირებთ.

„სახელმწიფო ამ ადამიანებს ყურადღება უნდა მიაქციოს, მაგრამ ეს მოქალაქეობრივი თვითშეგნებაა. ცხადია, ვინ აჭარაში იყო, სახელმწიფო ყველას ვერ გააკონტროლებს, ეს ძალიან დიდ რესურსებთანაა დაკავშირებული და მთელ მსოფლიოში არსად არ ხდება თუ იმ მომენტისთვის რაღაც განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი არაა. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც რეგიონს დატოვებენ, თვითონ თვითიზოლაციაში უნდა გადავიდნენ, რა თქმა უნდა რაღაც კონტროლის ბერკეტიც იქნება, მაგრამ სრულფასოვანი კონტროლის ბერკეტი, რომ ყველა გააკონტროლონ, ეს არცერთ სახელწიფოს არ შეუძლია. ამიტომ ჩვენი საზოგადოების შეგნებაზე ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული თუ ამ მდგომარეობას სერიოზულად რამდენად აღიქვამენ და რეკომენდაციებს რამდენად გაითვალისწინებენ, რასაც სპეციალისტები იძლევიან," - განაცხადა გოგინავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×