მარიამ ნებულიშვილი
02.09.2020

„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნიდ პროპორციული სიის პირველ ოცეულს უახლოს 10 დღეში წარადგენს. მანამდე, პარტიის წევრების განცხადებებიდან გამომდინარე, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი სიას აგვისტოს ბოლოსთვის წარადგენდა. „მოქმედი პოლიტიკოსების და ახალი სახეების ოპტიმალური ნაზავი იქნება", - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს პოლიტოლოგი ზაალ ანჯაფარიძე მმართველი პარტიის პროპორციულ სიასთან დაკავშირებით „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, „ქართული ოცნება" შეეცდება ისეთი პირები დააყენოს სიის სათავეში, რომელთაც მაღალი ელექოტრსლური ნდობა ექნებათ. ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ სიაში რამდენიმე პირი საზოგადოების სიყვარულითა და სოციალური კაპიტალის მიხედვითაც აარჩიონ.

„არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონიუქტურიდან, იქიდან თუ რა მოლოდინები აქვს ამომრჩეველს და იმის გათვალისწინებით თუ როგორი იყო მმართველი გუნდის საარჩევნო სია წინათ, ყველაფერთან შედარებით ახალი საარჩევნო სია უნდა იყოს წინანდელთან შედარებით უკეთესი, რომ ამომრჩევლის ნდობას იწვევდეს.

„რა თქმა უნდა, პირველ ოცეულში იქნებიან მთავარი საკვანძო ფიგურები. მე ასე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ პირველ ოცეულში იქნება ახალი სახეები, რომლებზედაც თავად „ქართული ოცნების" ლიდერები საუბრობდნენ. ეს ახალი სახეები წესით უნდა იყვნენ ისეთი პირები, რომლებიც „ქართული ოცნების" ელექტორატს მოიზიდავენ. მათ შორის გადაუწყვეტელ ელექტორატსაც.

„ჩემი აზრით, მოქმედი პოლიტიკოსების და ახალი სახეების ოპტიმალური ნაზავი იქნება, თუ შეიძლება ასე ითქვას. ყველა პოლიტიკური პარტია ფიქრობს, რომ პირველ ოცეულში ჰყავდეს ისეთი პირები, რომელთაც გარკვეული ელექტორალური მიმზიდველიბა ექნება. თუმცა შეიძლება იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ზურგს უკან აქვთ სოციალური კაპიტალი, არის საზოგადოებისთვის საყვარელი სახე. ჩვენი ქართული მენტალობიდან გამომდინარე არც ესაა გამორიცხული", - ამბობს ანჯაფარიძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება" ჯერჯერობით არ არის ჩამოყალიბებული იმაზე თუ ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ საზოგადოების ნდობის მაჩვენებლიდან გამომდინარე, მმართველი გუნის სიის სათავეში შესაძლოა მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიხილოთ.

„გიორგი გახარია, შეიძლება იყოს სიის პირველი ნომერი, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს საზოგადოების მაღალი ნდობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად იქნებაა სიის სათავეში", - აღნიშნა ზაალ ანჯაფარიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
--   (03.09.2020)
ჩაკუჭე 1500 ლარი?

ჭორლეონე   (02.09.2020)
აი კიდევ ერთი მლოკავი, შავი სალაროს ჭია.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×