მარიამ ნებულიშვილი
02.09.2020

„მელას რაც ელანდებოდაო - ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს. მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი", - ასე აფასებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე „რეზონანსთან" საუბრისას „სტრატეგია აღამაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ პროდასავლური კოალიციის მოლოდინი აქვს, რომლის პრემიერ0მინისტრობის კანდიდატიც თავად იქნება.

საყვარელიძის შეფასებით, ანეკდოტური სიტუაცია იქმენა, როდესაც პოლიტიკური პარტიები წინასწარ მსგავს ანცხადებებს აკეთებენ.

„ანეკდოტური სიტუაციაა და ამ ანეკტოდურობას ქმნიან თვითონ, თავიანთი განცხადებებით, ჯერ გაიმარჯვონ, გამარჯვების შემდეგ თუ აღმოჩნდება, რომ მათ ვინმე ჰკითხავს პრემიერობის ამბავს, შემდეგ გადაწყვიტონ ვინ იქნება პრემიერი. მე მეეჭვება, რომ მაინც და მაინც ვაშაძე იყოს, რადგან ვაშაძის მიმართ თვითონ ოპოზიციაში საკმაოდ მკვეთრი დამოკიდებულებაა. მიუღებელია ის „ნაციონალური მოძრაობისტის", რომელსაც წამყვანი პოზიცია აქვს ოპოზიციურ სპექტრში.

„რაც შეეხება ზოგად შეფასებას, რომ დასავლური ორიენტაციის მქონე პარტიებმა შექმნან კოალიცია, ეგეც ანალიტიკოსების მხრიდან ღიმილის მომგვრელია, იმიტომ რომ ის პარტია, რომელმაც თავის დროზე დაუკანონა დამატებითი ტერიტრიოები აფხაზეთი და ცხინვალის არსებულ ხელისუფლებს, რომელმაც წამოიწყო ომი და შემდეგ ფაქტიურად დათმო, რომელმაც მთელი საკვანძო ობიექტები რუსეთს გადასაცა, არაა აღქმული, როგორც რუსეთისთის ცუდის გამკეთებელი პარტია", - ამბობს საყვარელძე.

მისი თქმით, ვაშაძე ვერ იქნება ოპოზიციური პარტიების გამაერთიანებელი ფიგურა, რადგან მას „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერა არ აქვს.

„ლაპარაკი არის, ოპოზიციური პარტიების გარკვეულ ჯგუფზე, ე.წ. „ნათელაშვილის ფანჩატურის" პარტიებზე, რომლებიც ერთმანეთს არ ინდობენ მაჟორიტარულ ოლქებში და პრემიერობის კანდიდატურაზე დაუთმობენ ერთმანეთს რამეს?

„მელას რაც ელანდებოდაო - ასეთი რამე გამოსდის ვაშაძეს. მისი ფიგურა ნამდვილად არ იქნება გამაერთიანებელი", - თქვა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
ისე   (03.09.2020)
ნობელის პრემიაზეა წარსადგენი, რა სერიუზული სახე და ჭკვიან აზრს გამოთქვამს :) მაგარი ანალიტიკოსები ჰყავს თბილის :) ფულის გამო ყველა ტრაკს იძლევა :)))))

ჭორლეონე   (02.09.2020)
მონა, დაგაჯვი ტუჩებზე.

--   (02.09.2020)
ხო აგვისტოს თვის ხელფასი!!! :)

--   (02.09.2020)
ჩაკუჭე 1500 ლარი ?


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×