მარიამ ნებულიშვილი
01.09.2020

გამოცემა „დოსიემ" „პატრიტთა ალიანსისა" და კრემლის კავშირებზე ჩატარებული საკუთარი გამოძიების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა. მათი ცნობით, წარმოადგენს „პატრიოტებისა" და რუსულ საკონსულტაციო ფირმა „პოლიტსეკრეტის" თანამშრომლების მიმოწერას და ასევე იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც, მოსკოვის მითითებით, „პატრიოტთა ალიანსმა" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში უნდა ჩაატაროს.

როგორც „რეზონანსს" „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა, აქ ჩამოთვლილი ღონისძიებების ჩატარება პარტიას საერთოდ არ აქვს გეგმაში. თუმცა, თავად დოსიეს ინფორმაციით, „პატრიოტთა ალიანსი" ხშირად ეკამათება თავის მოსკოველ კურატორებს, არ უჯერებს მათ და უარს ამბობს მითითებების შესრულებაზე.

მაგალითად, „დისიეს" მიერ გამოქვეყნებულ ტექსტში ლაპარაკია იმაზე, რომ „პატრიოტთა ალიანსმა" სექტემბრის დასაწყისში უნდა მოაწყოს აქცია - „მოამზადე ბავშვი სკოლისთვის". აქციის ფარგლებში „პატრიოტების" მაჟორიტარობის კანდიდატებმა თავის რეგიონებში უნდა სოციალურად დაუცველ ბავშვებს უნდა უყიდონ სასკოლო ჩანთები, რვეულები, ახალი ტანსაცმელი და ა.შ.

გოჩა თევდორაძის თქმით, წინასაარჩევნოდ სხვადასხვა აქტივობები მართლაც დაგეგმილია, თუმცა ამ დასახელების ან ამ შინაარსის აქცია მათ გეგმებშჳ არ შედის.

„არის გარკვეული აქტივობები, რომლებიც დაგეგმილია რეგიონების მიხედვით. ოღონდ ეს არ ითვალისწინებს ფულის შეგროვებას ან აქციებს. დღს მაგალითად ბაგრატის ტაძრის ტერიტორიაზე ვხვდებით ახალგაზრდებს, საუბარი იქნება აფხაზეთზე, ცხინვალზე, ზოგადად პარტიის მიზნებზე", - თქვა თევდორაძემ.

გარდა ამისა, „დოსიეს" მონაცემებით, 8 სექტემბერს თბილისში უნდა ჩატარდეს ჟურნალისტთა კონფერენცია სახელწოდებით „სიმართლისა და ობიექტურობისათვის", სადაც მთავარი სტუმარი იქნება დავით თარხან-მოურავი. თევდორაძე ამბობს, რომ 8 სექტემბერს ჟურნალისტთა კონფერენცია კი არა, პარტიის საარჩევნო სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა პრეზენტაციაა დაგეგმილი, სადაც თარხან-მოურავი, როგორც პარტიის თავმჯდომარე აუცილებლად იქნება.

„8 სექტემბერს ჩვენ გვექნებ აქცია-შეკრება თბილისის ზღვის ტერიტორიაზე, სადაც გაიმართება პარტიის პრეზენტაცია, სადაც ჩვენ დავასახელებთ სიის ნაწილს, გარდა ამისა, წარვადგენთ მაჟორიტარებს და პარტიის წინასაარჩევნო პროგრამას. შემდეგ მაჟორიტარებთან ერთად გვექნება ცალკეულ რეგიონებში შეხვედრები და მოსახლეობასთან გარკვეული აქტივობები, მაგალითად, შევთავაზებთ პრობლემების გადაჭრის ჩვენეულ ხედვას", - თქვა თევდორაძემ.

„დოსიეს" დოკუმენტების თანახმად, „პატრიოტთა ალიანსმა" პარლამენტში უნდა შეიტანოს კანონპროექტი და მოითხოვოს რუსეთის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების გახსნა, რათა იქ მცხოვრებ ქართველებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცეთ. თევდორაძე ამბობს, რომ ახლა უკვე პარტიას აღარ შეუძლია ინიციატივის შეტანა, რადგან არჩევნების თარიღი უკვე დანიშნულია. თუმცა, ის არ აკონკრეტებს, ჰქონდა თუ არა პარტიას ამ თემაზე განხილვა, ან აპირებნენ თუ არა მსაგავსი ინიციატივის შეტანას.

„არავითარი ინიციატივა პარლამენტში ახლა არ იქნება. იმიტომ, რომ არჩევნებთან დაკავშრებით ახლა არანაირი ცვლილების განხორციელება არაა შესაძლებელი. არჩევნების თარიღი უკვე გამოცხადებულია", - განაცხადა გოჩა თევდორაძემ.

„დოსიე" თავის გამოძიებაში ასევე აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსი", მიუხედავად სოლიდური დაფინანსებისა, ხშირად რუსი პოლიტ-ტექნოლოგების დავალებებს ვერ ან არ ასრულებს. მაგალითად, 2008 წლის ომის წლისთავზე ისინი ალიანსს ოპოზიციური მიტინგის ჩატარებას სთხოვდნენ.

„დოსიე" „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელისა და რუსი პიარტექნოლოგის მიმოწერასაც ასაჯაროვებს:

„აგვისტოს ომთან დაკავშირებით გადაცემები ირმასა და დავითის მონაწილეოებით იყო 6, 7 და 10 აგვისტოს. 8 აგვისტოს მხოლოდ კლიპები გადიოდა და ამ კლიპებზე მიხეილ სააკაშვილს უკვე ჰქონდა რეაგირება. ხოლო ამ დღეს მიტინგების მოწყობა - ნიშნავს საერთოდ არ გესმოდეს სიტუაცია, რომელიც ამ დროს არისა თბილისში", - წერს „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი რუს პიარტექნოლოგს.

„ადამიანები იღებენ ამ სიმართლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ამაზე საუბრობენ თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი. თუმცა, თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ თუ ჩვენ ამ თემაზე ჩავატარებთ მიტინგს, ჩვენც კი არ გვაპატიებენ ადამიანები ამას. აგვისტოს თემას კვირაში ერთხელ სხვადასახვა გადაცემაში ირმა და დავითი, ასევე, ლომია, ნიკოლაიშვილი მუდმივად გაახმოვანებენ არჩევნებამდე", - წერს რუს პიარტექნოლოგს „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი.

გოჩა თევდორაძე ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ამბობს, რომ უმჯობესია საზოგადოებამ ყურადღება იმაზე გაამახვილოს, რომ 8 აგვისტოს „პატრიოტთა ალიანსმა" მიტინგი არ ჩაატარა.

„ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურმე 8 აგვისტოს კრემლის დაკვეთით „პატრიოტთა ალიანსს" უნდა ჩაეტარებინა მიტინგი. მაგრამ რატომ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ „პატრიოტთა ალიანსმა" მიტინგი არ ჩააატარა? ჯობია ამაზე გავამახვილოთ ყურადღება", - თქვა თევდორაძემ.

გარდა ამისა, „დოსიეს" ცნობით, მოსკოველი კურატორები „პატრიოტთა ალიანსისაგან" ე.წ. „პასპორტიზაციას" ითხოვენ, რაშიც შედის მინიმუმ ისეთი მონაცემები, როგორებიცაა მოქალაქის მისამართი, სართულებისა და სადარბაზოების რაოდენობა ყოველ საცხოვრებელ სახლში. გამოქვეყნებული მიმოწერიდან ჩანს, რომ თავად „პატრიოტთა ალიანსს" ამის გაკეთება ზედმეტად მიაჩნია.

გოჩა თევდორაძე „დოსიეს" მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებს „სრულ ბოდვას" უწოდებს. მისი თქმით, ეს ბოკერია-სააკაშილის სამეგობროს მერ შექმნილი საქმეა.

„დოსიეს" მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები არის სრული ბოდვა, რომელზედაც თავად ეს „დოსიე" წერს, რომ ინფორმაციის სიზუსტეზე, წყაროზე, გზებზე პასუხისმგებელი არ არის. გარდა ამისა, ეს არის ბოკერია-სააკაშვილის სამეგობროს მიერ დამოძღვრილი და შექმნილი საქმე.

„რანაირი დოკუმენტია ეს?.. არც ბეჭედი, არც ხელმოწერა, არც რეგისტრაციის ნომერი... რატომაა უთუოდ „პატრიოტთა ალიანსის", - აღნიშნა გოჩა თევდრაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (01.09.2020)
თქვენი დედებს შევთხარე თქვე მანქურთებო. ნაბოზვრებო. მალე მოგიტყნავთ დედის მუტელს


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×