ია აბულაშვილი
28.08.2020

„მართლა თუ ჩამოდის და ესენი უკვე ჩემოდნებს აწყობენ, მაშინ მიშა მაგარი ყოფილა; მაგრამ მიშა ისე ჩამოვა თბილისში, როგორც მე წავალ ჩინეთში. ის აქ ჩამომსვლელი არ არის, ამ კურდღლებს და კურდღლების „პამოშნიკებს" აშინებს, შიშის ზარს სცემს" - ასე ეხმაურება მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

„მე ვბრუნდები", ასეთი მიმართვა გაავრცელა საქართვლოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვლმა, სადაც იმ შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც მისი მმართველობის დროს იქნა დაშვებული და საქართველოს მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, ამ მიმართვიდან პარტიამ დაინახა, რა პრიორიტეტები აქვს მიხეილ სააკაშვილს და ლოგიკურად მიიჩნევენ, „ნაციონალური მოძრაობა" თუ მას პრემიერობის კანდიდატად მოიაზრებს.

გავრცელებული ინფორმაციით, 7 სექტემბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მაჟორიტარ კანდიდატებს წარადგენს და ასევე პოლიტსაბჭოს მხარდაჭერით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილს დაასახალებენ.

„როგორ მიიღებს საზოგადოება ან ოპოზიცია სააკაშვილს, ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ჩვენ საზოგადოება არ გვყავს. ჩვენ გვყავს მიყიდული და დროებით მიყიდული საზოგადოება, რომელიც როგორც მომენტი ჩავარდება ისე იმოქმედებს. რაც შეეხება ოპოზიციას, ეს რა ოპოზიციაა, ბოკერიას სული აქვს მიყიდული ერთ კაცზე. უგულავა ოპოზიცია რომ იყოს, გარეთ იქნებოდა? ყველანი ბიძინას შვილობილები არიან და დროა გვარი გადაიკეთონ. ნათელაშვილიც ისეთი ოპოზიციაა, როგორც მე ვარ კოსმონავტი. ჟირნოვსკის მაგონებს, ოღონდ ერთი განსხვავებით, ჟირინოვსკი მილიარდელია, ნათელაშვილი კი მილიონერი. რა გინდათ, კაცი კარგად იყენებს თავის ოპოზიცონერობას და დეპუტატიც გახდება, დამიჯერეთ. მოკლედ კომედიანტების ქვეყანაში ტრაგიზმი ტრიალებს. არც ოპოზიციას უყვარს სამშობლო და არც პოზიციას, ყველა თავის კეთილდღეობაზე ზრუნავს, მიდის ვაჭრობა „კამუ ბოლშე", ამიტომაც ვართ ამ დღეში. ამას ამბობს კაცი, რომელსაც ეჯავრება ოპოზიციაც და პოზიციაც.

რაც შეეხება სააკაშვილს, მიშა კაი ტიპია, ძალიან მომწონს, სულ ვამბობ რომ ჭკვიანი კაცია, მაგრამ ისე ჩამოვა საქართველოში, როგორც მე წავალ ჩინეთში. ის აქ ჩამომსვლელი არ არის, ამ კურდღლებს და კურდღლების „პამოშნიკებს" აშინებს, შიშის ზარს სცემს. თუ მართლა ჩამოდის და ესენი უკვე ჩემოდნებს ალაგებენ, მაშინ მიშა მაგარი ყოფილა. ბიძინა ჩემი მეგობარი არ არის და ვინც მტერი მყავს ყველა მაგის გერშემოა, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, ბიძინა უკვდავია, სახეზე ნერვი არ უთამაშებს; მამალი მგლის არ ეშინია და მიშა შეაშინებს? ეგენი ბიძინას ვერ მოუგებენ," - აცხადებს „რეზონანსთან" გივი სიხარულიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონე   (29.08.2020)
ცდები კლიზმა, ცდები. არც ხიხოს და არც მის ხროვას მშვიდი ძილი არააქვთ. ალბათ დაგავიწყდა კალოშიანის სახე, ხალხს რომ ეხვეწებოდა ახლა მიშველეთ და მერე მე ვიციო.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×