ია აბულაშვილი
27.08.2020

„ამ პატარა ეპიზოდმა ბევრი შრეები წარმოაჩინა ქართულ- აფხაზურ და აფხაზურ-რუსულ ურთიერობებში. ვერც რუსეთმა და ვერც „პატრიოტთა ალიანსმა" ვერ გათვალა, რამდენად მიუღებელია აფხაზეთის საზოგადოების ნაწილში საიდუმლო მოლაპარაკებები საქართველოსთან" - ასე აფასებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტს აფხაზეთში.

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერების ვიზიტის გამო, დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თანაშემწე ლაშა საქანია თანამდებობიდან გადადგა. გადაგომის მიზეზად, მან აფხაზურ საზოგადოებაში შესაძლო მღელვარების თავიდან აცილება დაასახელა. „პატრიოტთა ალიანსის" ოკუპირებულ რეგიონში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით აფხაზეთის ომის ვეტერათა ორგანიზაია „არუაამ" დე ფაქტო ხელისუფლებისგან ინფორმაციის გასაჯაროვება მოითხოვა. განცხადებაში ნათქვამია, რომ 18 აგვისტოს აფხაზეთში, გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანშემწე ლაშა საქანიასთან „პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლებმა ფარული შეხვედრები გამართეს.

აფხაზურ მედიასთან გაკეთებულ განცხადებაში ლაშა საქანიამ განაცხადა, რომ პატრიოტთა ალიანის ლიდერებს „ჰუმანიტარული მისიით" შეხვდა. შეხევედრის მიზანი კი, რომელიც „რუსი მეგობრების" მხარდაჭერით დაიგეგმა, დავით თარხან-მოურავისგან ოჩამჩირეში მდებარე ილორის ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატის გადაცემა იყო. ლაშა საქანიას განმარტებით, მან შეხვედრის შესახებ შეგნებულად არ ჩააყენა საქმის კურსში არც გალის რაიონის ადმინისტრაცია, და არც დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო, რათა შეხვედრას რაიმე სახის ოფიციალური სახე არ მისცემოდა.

„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ვიზიტის მიზანი ოკუპირებულ რეგიონში ხატის ჩატანა იყო და ეკლესიის მოსალოცად ჩავიდა.

„კანონით არავის ეკრძალება და ყველას შეუძლია გადავიდეს, მეც და თქვენც. „პატრიოტთა ალიანსის" იქ შესვლა იყო რუსების დამსახურება. ლაშა საქანიამ ჯერ მოიტყუა, მერე თქვა, რომ რუსებმა თხოვეს, პირადად მას კავშირი არ ჰქონია, რუსებმა დამირეკესო. რუსებისთვის ეს იყო „პატრიოტთა ალიანსისთვის" წინასაარჩევნოდ ქულები ჩაეწერათ, მაგრამ ვერ გათვალა ვერც რუსეთმა და ვერც „პატრიოტთა ალიანსმა", რომ აფხაზური საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელია საიდუმლო მოლაპარკებები საქართველოსთან. პირადი კონტაქტები კი, მაგრამ საიდუმოლო მოლაპარკებები გამაღიზიანებულია. ბჟანიასთვისაც ეს იყო მარცხი, ფაქტიურად მისი განცხადებები საქართველოსთან მოლაპრაკების დაწყებაზე ეჭვქვეშ დააყენა, ნახა, რამდენად ძლიერი ოპოზიცია ჰყავს. ბჟანიამ ვერც ის გათვალა, რომ „პატრიოტთა ალიანსთან" მოლაპრაკება არაფერს მოუტანდა, რადგან ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში არ არის. ეს არის სიგნალი, რომ აფხაზეთში ყველაფერს ვერ მართავს რუსეთი. ამ ერთმა პატარა ეპიზოდმა ბევრი შრეები წარმოაჩინა ქართულ-აფხაზურ და აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებში," - განაცხადა „რეზონანსთან" პაატა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
Robi   (29.08.2020)
Ruseti unda daishalos martiv mamravlebad da apxazeti daubrundeba saqartvelos.aravitari nato shmato ar gvishvelis da arc apirebs shvelas...

Geo   (27.08.2020)
Rusetis gareshe apxazeti aris bazris rbo.,yvelam icis ori shanci gvaqvs rusetis dashla an dzalit amojujva vitom apxazebis gadareko unda tavis istoriul adigeshi an chergetshi magram amis dzala ar gvaq,dro gvanaxebs tu ruseti daishala mzat unda viyot.aravin sochaze pretenzias ar ayenebs,esec xo saqartveloze cartmeuli teritoria sad ariam partiebi da ratom arapers idzaxian .pretenzia mainc wauyenot.

Geo   (27.08.2020)
Rusetis gareshe apxazeti aris bazris rbo.,yvelam icis ori shanci gvaqvs rusetis dashla an dzalit amojujva vitom apxazebis gadareko unda tavis istoriul adigeshi an chergetshi magram amis dzala ar gvaq,dro gvanaxebs tu ruseti daishala mzat unda viyot.aravin sochaze pretenzias ar ayenebs,esec xo saqartveloze cartmeuli teritoria sad ariam partiebi da ratom arapers idzaxian .pretenzia mainc wauyenot.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×