ია აბულაშვილი
26.08.2020

„ამ არჩევნებს მოიგებს ივანიშვილი, გახარი და კონორიუსი. გამორიცხულია, რომ არჩევნები მოიგოს ბოკერიამ, უგულავამ, ბოკუჩავამ, ხოშტარიამ, სამადაშვილმა, ოქრუაშვილმა და სხვებმა, რადგან ოპოზიციის კედელი მორყეულია; ამიტომ ჯობია ტლიკინს თავი დაანებონ და მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის" - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა არჩევნებში პოლიტიკურ პარტიათა გამარჯვების შანსებზე საუბრისას.

ოქტომბრის არჩევნებმადე სულ ორი თვე რჩება. ოპოზიცია, რომელიც აცხადებდა, რომ გაერთიანების მთავარი მიზანი პროპორციულ საარჩევთნო სისტემაზე გადასვლა და ამ გზით „ქართული ოცნების" დამარცხება იყო, ხელისუფლების დასამარცხებელ ენერგიას ერთმანეთთან დაპირისპირებაში ხარჯავს. ერთობა ვერ შეთანხმდა, ვერც ერთიან მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით და ვერც ერთიან პარტიულ სიაზე.

„ქართული ოცნება" კი, რომელმაც ყველა მაჟორიტარ ოლქში თავისი კანდიდატები დააყენა, პარტიული სიის გამოქვეყნებას აგვისტოს ბოლოს გეგმავს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, პარტიულ სიაში ბევრი ახალი სახე იქნება და „ოცნება" ამომრჩეველს ძალიან სერიოზულ, სტრატეგიულ პროგრამას შესთავაზებს.

„დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ არ გვყავს ოპოზიცია. ძალაუფლების ხელში აღებას სჭირდება სხვადასხვა მეთოდები, ფორმები და პოლიტიკური გზა. ოპოზიციის პოლიტიკური გზა მოძველდა, მოძველდა მათი ლოზუნგები და ბრძოლის მეთოდები. ოპოზიციის კედელი მოირყა, რაზედაც გული მწყდება, რადგან მე თვითონ ვარ ოპოზიციაში, მაგრამ ვარ კონსტრუქციული.

ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ან აგრესიულია, ან იმის მოლოდინშია, ვინ რას გადაუგდებს. ამ ფონზე ყველაზე ძლიერი ისევ „ნაციონალური მოძრაობაა", რომლიც შევა პარლამენტში, მაგრამ ხელისუფლებაში ვერ მოვა. დაუოკებელი ლტოლვა კი აქვთ ხელისუფბაში მოსვლის, ამბობენ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ხელისუფლებაში, გვქონდა იდეები და ეს იდეები ბოლომდე უნდა მივიყვანოთო, მაგრამ მე მათ მოქმედებაში შედეგს ვერ ვხედავ. შედეგი არის ყაყანი, ამიტომ ტლიკინს თავი დაანებონ და მოემზადონ 2024 წლის არჩევნებისთვის.

ამ არჩევნებს მოიგებს ივანიშვილი, გახარია და კორონავირუსი, გამორიცხულია, რომ უგულავამ, ბოკერიამ, სამადაშვილმა, ოქრუაშვილმა, ბოკუჩავამ, ხოშატრიამ ეს არჩევნები მოიგონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. ვერც „ოცნება" დარჩება მუდმივად ხელისუფლებაში, ბევრი ცვლილებები მოხდება, როგორც ამ არჩევნებზე, ასევე 2024 წლის არჩევნებში. მაგრამ „ქართულმა ოცნებამ" ახალვე უნდა მიხედოს საქმეს. მარტო გზები და ტურიზმი ვერ უშველის ქვეყანას. ჩვენი ეკონომიკა დაყრდნობილი უნდა იყოს მსუბუქ მრეწველობაზე, ამ მიმართულებით უნდა დაიწყოს საქმიანობა და არა ბურტყუნი. 4 წლის განმავლობაში რას გააკეთებს ქვეყნისთვის სასიკეთოს, ეს უნდა წარმოადგინოს თავის პროგრამაში და გააცნოს ამომრჩეველს, რომ ხმა მისცეს," - განაცხადა „რეზონანსთან" იგორ კვესელავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ასეა ეს   (27.08.2020)
დიახ დიახ, სწორია, და თქვენი საყვარელი სტალინიც საფლავიდან ადგება!

რუსეთი ოკუპანტია   (27.08.2020)
იქნებ ინაშვილმა და თარხან რუსეთ მოურავმა მოიგოს ჰა სიქიმ :-)) ?

ჭორლეონე   (26.08.2020)
ეს ყლექუდა ცოცხალია? მე ედიკას გვერდით მეგონა დასაფლავებული.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×