მარიამ ნებულიშვილი
25.08.2020

შატილში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, ქვეყანაში არსებული რამდენიმე პრობლემა კიდევ ერთხელ გამოიკვეთა. საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა თუ სხვადასხვა ორგანიზაციებმა დაიწყეს საუბარი გზების უსაფრთხოებაზე, ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის გარკვეული ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე, მოძრაობის წესები გამკაცრებაზე და ასევე ტურიზმის სექტორში სახელმწიფოს მიერ გარკვეული ახალი რეგულაციის შემოღების აუციელებლობაზე.

თავად ტურისტულ სფეროში დასაქმებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ბოლო წლების ტურისტული ბუმის პარალელურად ამ სექტორიში სრული განუკითხაობაა. შესაბამისი ოფიციალური სტანდარტებისა და რეგულაციების არასებობის გამო, პრაქტიკულად ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ სფეროში საქმიანობა, სხვადასხვა ტურების ორგანიზება, მიკორავტობუსის დაქირავება და ა.შ. ეს არაფრით არ კონტროლდება, რითაც ზოგიერთები სარგებლობენ - ქირაობენ შედარებით იაფად, ამა თუ იმ კონკრეტული მარშრუტისთვის შეუფერებელ ტრანსპორტს, არ იცავენ უსაფრთხოების და სხვა წესებს.

აქედან გამომდინარე მომხდარ ტრაგედიაში ისინი ნაწილობრივ მთავრობასაც ადანაშაულებენ და აქვთ მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ ტურიზმის სექტორს დაუწესოს გარკვეული სტანდარტები და რეგულაციები. თუმცა, მეორეს მხრივ, ამ სტანდარტების დაწესება შეიძლება აღქმული იქნეს ბიზნესის შეზღუდვად და მასზე ზეწოლად და ეს მთავრობის კრიტიკის ახალი საბაბი გახდება.

ამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტთა მოსაზრებაც ორად გაიყო. ერთი ნაწილი რეგულაციების დაწესებაში ხედავს გამოსავალას, მეორე კი მიიჩნევს, რომ რეგულაციები, პირიქით, პრობლემიდან გაქცევა უფროა, ვიდრე მისი პრევენცია.

როგორც პოლიტოლოგი და ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძე „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, სწორად შერჩეული რეგულაციები გამოსავალია მსგავსი ტიპის პრობლემების მოსაგვარებლად. მისი თქმით, გარკვეული ტიპის რეგულაციების დაწესება სულაც არ არის ბიზნესში ჩარევა.

„ეს ყველაფეირ არის ცნებების აღრევა ერთმანეთში სრულიად გასაგები პოლიტიკური მიზნების გამო. რეგულაცია არის საღი კანონები. ბიზნესში ჩარევა არის, როდესაც მთავრობა კონკრეტულ ფირმას უწესებს რა უნდა გააკეთოს. ამიტომ კანონების შემოღება, მოძრაობის წესები იქნება ეს თუ უსაფრთხოება, არ არის ის, რაც ზღუდავს ბიზნესს. 

„ბიზნესს ზღუდავს საქართველოში ველური პირობები და ლიბერალური წარმოდგენები, რომ თურმე ბაზარში არ უნდა ჩაერიო, ბაზარი თვითონ არეგულირებს. ამის მთქმელი ყველა არის არაპროფესიონალი. იმიტომ, რომ ეს არის მეთოდოლოგია, იდეალური სქემა, რომელიც სჭირდება მეცნიერებას და ამის გადმოატანა რეალობაში არის არასწორი.

„ასე რომ, რეგულაცია, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ბიზნესის სამეურნეო-ფინანსურ საქმიანობაში ჩაერევით. მაგრამ ის, რაც საზოგადო ინტერესია, ის, რაც ადამიანის უსაფრთხოების ეხება, არ შეიძლება არ იყოს რეგულირებული.

„საქართველოში არ არის ბევრი რეგულაცია, მაგრამ რაც არის - არასწორია და ბევრი რეგულაცია აკლია, რომელიც ბიზნესს მისცემს მკაცრი თამაშის წესების ფარგლებში თავისი საქმიანობის განხორციელების საშუალებას. ეს იცის ლობირებულმა ბიზნესმა, მთავრობასან დაახლოებულმა ე.წ. ბიზნესმა და შერჩევითი სამართალის არსებობამ. 

„თუ სახელმწიფო აწესებს რაიმეს, მაშინ მას უნდა ჰქონდეს გონიერი და არაძვირადღირებული მექანიზმი, რომელიც გაკონტროლების საშუალებას იძლევა. ესაა ოპტიმალური ვარიანტი, რადგან მთავრობის მიერ მიღებული რაიმე რეგულაცია, რომელსაც საკანონმდებლო ფორმა არ აქვს, მაგრამ არის ქვემდებარე აქტი, ან პარლამენტის მიერ მიღებული კანონი თუ რეგულაცია, არის დისკრედიტაცია მთლიანად სახელმწიფოსი“, - ამბობს დემურ გიორხელიძე „რეზონანსთან“.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი მიიჩნევს, რომ გამოსავალი არა რეგულაციების დაწესებაში, არამედ საზოგადოების და ტურიზმის სექტორი ინფორმირებულობაშია. მისი თქმით, პრობლემა კომპლექსურია და მისი გადაჭრა რეგულაციების დაწესებით ვერ მოხდება.

„ზოგადად არ ვემხრობი რეგულაციების შემოღებას, ყოველ შემთხვევაში, რეგულაციების შემოღებაზე საუბარის დაწყებას ყოველი კონკრეტული ტრაგედიის შემდეგ. პრობლემა გაცილებით უფრო კომპლექსური და რთულია, რასაც რაღაც ხელოვნური ჩარევით, ხელოვნური რეგულაციებით ვერ ვუშველით. ასე მარტივი არ არის - იაფფასიანი მომსახურების სერვისები, ამორტიზებული ტექნიკა და ა.შ. რეგულაციებით ვერ გადაიჭრება. ცხადია, ბიზნესისთვის ეს დიდი ტვირთი იქნება.

„გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ალბათ დაიწყებენ ამ ყველაფრის მათი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდიანრე გამოყენებას. ჩვენ გვაქვს ტურიზმის სააგენტო და მსგავსი რაღაც სტურუქტურები, რომლებიც ინფორმაციას უნდა ავრცელებდეს რა არის საჭირო, დავუშვათ, ტყეში თუ მთაში სიარულისთვის. აგრეთვე, ტურისტულ კონპანიებს ერთიან საინფორმაციო ბაზას უქმნიდეს, პლუს გზების უსაფრთხოებაც მისახედია, უბრალოდ ძალიან ძვირი ჯდება ეს ყველაფერი. ასე მარტივი გასაკეთებელი არაა გზები.

„საზოგადოებისთვის და ტურისული სექტორისთვის მუდმივი ინფორმაციის მიწოდება და სტრატეგიის არსებობა, ერთგვარი სოციალური კამპანიების არსებობა არის გამოსავალი. ეს კარგად ჩანს ამ კონკრეტული ტრაგედიის შემთხვევაშიც, რომ ერთ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია შატილში ასვლა-ჩამოსვლა, მძღოლმა უნდა გამოიძინოს და კიდევ ბევრი ფაქტორია. 

„ეს ყველაფერი რეგულაციებით ვერ გადაიჭრება. მომხმარებელს რომ მეტი ინფორმაცია ჰქონდეს, ამის უზრუნველყოფა მთავრობას შეუძლია“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას.

შატილში ავტოსაგზაო შემთხვევა 23 აგვისტოს მოხდა, ტურისტული მიკოავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რის შედეგადაც 17 აადამიანი გარდაცვალა 3-ის მდგომარეობა კი  მძიმეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (25.08.2020)
ამ ბერიკაშვილს ეტყობა მარტო "საბაზრო/მგლური" ეკონომიკა ასწავლეს სკოლაში. რეგულაციები აუცილებელია და ლინცენზიცებიც აუცილებელია. ყველა კომერციულ გადამყვანს უნდა ჰქონდეს შესაბამისი ლიცენზია. საქართველოს სპეციპიკიდან გამომიდინარე კი ყველა ასეთ სატრანსპორტო საშუალებაზე სიჩქარის კოტროლიორი უნდა იყოს დაყენებული გლობალური მდებარეობის სერვისის გადამცემით (გპს რომ ეძახიან) აღჭურვილი და პოლიციაზე მიერთებული, როგორ უცხოეთში სკოლის ავტობუსებს აქვს. სხვანაირად არ გამოვა. საზოგადოება ჭკუას მარტო ხვერწნა მუდარით არ ისწავლის. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. წესების ყველა დიდი დამრღვევი ისევ ეს "მარშუტკებია". უცხოეთში არა მარტო ის კომპანია არ მოხვდებოდა სასამართლოში არამედ სახელმწიფოც რომ მოქალაქეეების სიცოცხლე ვერ დაიცვა. ოჯახებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს - პატრულს და ტურიზმის სააგენტოს და მოითხოვონ მრავალმილიონიანი კომპენსაცია. ასე მაინც დაიძვრება საქმე მკვდარი ადგილიდან. ასევე პატრულის რეფორმა არის გასატარებული. დამალული პოსტები უნდა აღდგეს სიჩქარის საზომებით.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×