ია აბულაშვილი
25.08.2020

„ყველა ერთის წინაღმდეგ“ - ასეთი ფორმულა გამოდგება რევოლუციის დროს, მაგრამ არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ არ გამოდის, რადგან ყველა ყველას კონკურენტია. ეს იყო ხელოვნური რაუნდი ოპოზიციის მოღვაწეობაში, ასეთი დაქუცმაცებულობა და დაპირისპირება კი მიიყვანთ ობიექტურ რეალობამდე - აიღებენ იმ ხმას, რამდენი ამომრჩეველიც ჰყავთ“, - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ოპოზიციაში დაპირისპირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

ოპოზიცია, რომელიც აცხადებდა, რომ გაერთიანების მთავარი მიზანი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და ამ გზით  „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამარცხება იყო, გაერთიანებიდან  დღემდე არჩევნებში ხელისუფლების დასამარცხებელ ენერგიას ერთმანეთთან დაპირისპირებაში ხარჯავს. პირველი ბზარი ოპოზიციის ერთობას მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენამ გაუჩინა. შემდეგ შეთანხმება ვერ მოხდა ერთიან საარჩევნო სიაზე და პრემიერის კანდიდატურაზე.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ პატარა პარტიები იყვნენ როგორც წურბელები, რადგან დამოუკიდებლად ბევრი არაფერი შეუძლიათ. თუ ეს პოლიტიკური ძალა მეტ ხმას აიღებდა, მაშინ პატარა პარტიებისთვის უნდა გაეყო. „ნაციონალების“ სცენარი თავიდან იყო რევოლუციური, რევოლუციას კი სჭირდება ერთობა. რევოლუცია არ გამოვიდა და მოუწიათ არჩევნებში ჩართვა. „ყველა ერთის წინააღმდეგ“ - ასეთი ფორმულა გამოდგებოდა რევოლუციისთვის, მაგრამ არჩევნებში „ძალა ერთობაშია“ არ გამოდის, ყველა ერთიანეთის კონკურენტია და როგორც კონკურენტებმა დაიწყეს ბრძოლა შიგნით.

„ეს იყო ხელოვნური რაუნდი ოპოზიცღიის მოღვაწეობაში. ასეთი დაპირისპირება და დაქსაქსულობა კი მიიყვანთ ობიექტურ რელობამდე - ყველა მიიღებს იმ ხმას, რამდენი ამომრჩეველიც ჰყავთ. 

„ისე, გაერთიანებული იქნებოდა ოპოზიცია თუ ცალცალკე, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიაღწევდნენ, რადგან საზოგადოებაში პოპულარულები არ არიან, ეს არის მათი დიდი პრობლემა.  „ნაციონალური მოძრაობა“ გასაგებია, მიშას დაღმა ადევს. „ევროპულ საქართველოს“ უნდა, რომ ეს დამღა მოიშოროს, მაგრამ არ უნდა ერთი სიტყვა თქვას წარსულზე და ბოდიში მოიხადოს. დანარჩენი პარტიები სერიოზულ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, რომ ხალხმა ხელისუფლება გადააბაროს და ქვეყნის საჭე მიანდოს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ რამაზ საყვარელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ჭორლეონეა   (26.08.2020)
მედეა აი კიდე ერთი მლოკავი


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×