მარიამ ნებულიშვილი
25.08.2020

გაერთიანებულმა ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ თბილისის ყველა ოლქში დაასახელა საკუთარი მაჟორიტარობის კანიდატები და მიაღწია შეთანხმებას. თუმცა ორ ოლქში პრობლემაა. „ნაციონალური მოძრაობა" მხარს არ უჭერს საბურათალოს ოლქში ირაკლი ოქრუაშვილის კანდიდატურას, თუმცა არც კონკურენტ კანდიდატურას არ უყენებს და ისნის ოლქში საერთო შეთანხმებით დასახელებული გიორგი ვაშაძისთვის კონკურენტი კანიდატის დაყენებას გეგმავს.

როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან" ამბობს, სიტუაცია არ შეცვლილი - გიორგი ვაშაძემ დაარღვია შეთანხმება დ პარტიამაც შესაბამის ზომებს მიმართა.

„ჩვენ ოქრუაშვილს მხარს არ ვუჭერთ, თუმცა არც ვუყენებთ კონკურენტ კანდიდატს. შეთანხმება დაიღვა ორჯერ „ახალი საქართველოს" მხრიდან - როდესაც იგი გავიდა გაერთიანებული ოპოზიციიდან და შემდეგ, ჩვენთან შეუთანხმებლად დააყენა კანდიდატი; და მერე, როდესაც შეიქმნა „სტრატეგია აღმაშენებელი".

„მე ვფიქრობ, რომ ახლადელი სიტუაცია არის გარკვეული უხერხულობა, თუმცა ერთადერთი არა, რადგან შეთანხმება დარღვეულია ჯერ კიდევ გიორგის მხრიდან ჩვენი გაერთიანების დატოვების შედეგ. თუ ვიმსჯელებთ ლოგიკურად და ჩვენი გაერთიანების წესებს გადავხედავთ, ეს დადასტურდება.

„ჩვენ ვსჯელობთ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატზე, კონსულტაციები გვაქვს შტაბებთან და სხვადასხვა პარტიებთანაც. დავაყენებთ ჩვენი პარტიის ღირსეულ წარმომადგენელს", - თქვა დეკანოიძემ.

„ევროპული საქართველო" და ირაკლი ოქრუაშვილი ამბობდნენ, რომ პრობლემის მოგვარება სხვა გზითაც შეიძლება, მაგალითად, თუ თაკო ჩარკვიანი საბურთალოს ოლქში „სტრატეგია აღამაშენებლის" სახელით არ იყრის კენჭს.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" სხვა ოლქებში შეთანხმებას არ არღვევს და სწორედ ამიტომ უყენებს კონკურენტ კანდიდატს მაინც და მაინც გიორგი ვაშაძეს.

„ჩვენ არ დაგვირღვევია ის შეთანხმება, რომელიც გულისხმობდა საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქებს. ჩვენ რაც ვთქვით, იმის ერთგული ვრჩებით და ვუჭერთ მხარს ოპოზიციას.

„რაც შეეხება ისნის ოლქს, აქ პირველი დარღვევა იყო გიორგი ვაშაძის მხრიდან. პრობლემა ისაა, რომ ვაშაძე არა გაერთიანებული ოპოზიციის, არამედ უკვე თავის ბლოკის კანდიდატია", - ამბობს ხატია დეკანოიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

გიორგი ვაშაძემ „ძალა ერთობაშია" 27 ივლისს დატოვა და თაკო ჩარკვიანთან ერთად ახალი პოლიტიკური გაერთიანება „სტრატეგია აღმაშენებელი" დაარსა. ამის შემდეგ ის არაერთხელ გახდა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან საჯარო კრიტიკის ობიექტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×