ია აბულაშვილი
25.08.2020

„პარლამენტის 1/5-ს, მთავრობას ან პრეზიდენტს შუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პარტიის საქმიანობა არაკონსტიტუციურია, ის იღებს გადაწყვტილებას პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ. რეგისტრაციის გაუქმება ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პარტია სცენიდან გაქრება და პოლიტიკური პარტია აღარ არსებობს“, - ასეთ განმარტებას აკეთებს კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი ოპოზიცის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ მოიხსნას საარჩევნო რეგისტრაციიდან.

„რუსული ფული ქართულ არჩევნებში, როგორ ერევა კრემლი მეზობლის შიდა პოლიტიკაში“ - ამ სათაურით რუსული სააგენტო „დოსიემ“ საგამოძიებო სტატია გამოაქვეყნა, სადაც წერია, რომ კრემლმა თავისი რჩეულები უკვე დაასახელა და საქართველოში ოქტომბრის არჩევნებზე ეს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი არიან.

„დოსიეს“ ინფორმაციით, მოსკოვმა უკვე გამოჰყო 8 მილიონი იმისთვის, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ პიარ-კამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს და რომ კრემლმა უკვე დაიქირავა სერგეი მიხეევი, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო კამპანიას გაუძღვეს.

რუსული მედიის ცნობით, სერგეი მიხეევი წლებია აქტიურად მონაწილეობს კავკასიის რეგიონში სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში პრორუსული ძალების დასახმარებლად.

ოპოზიცია „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიიდან მოხსნას და მისი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე აუდიტთან ერთად პროკურატურაც დაინტერესდებოდა. „ევროპული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია კი აპირებს განცხადებით მიმართოს პროკურატურას.

„პოლიტიკური პარტია, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ღიად იყო ასოცირებული „ქართულ ოცნებასთან“ და რომელიც ღიად მოიაზრებს თავის კოალიციურ პარტნიორად, ფინანსდბა რუსეთიდან. ეს არის საფუძველი არა მარტო ინაშვილის არჩევნებიდან მოხსნის, არამედ იმის გააზრების, თუ რა ამოცანები აქვს „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში“, - აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე.

„პატრიოტთა ალიანისი“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსული სააგენტოს ინფორმაციას აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, „პატრიოტათა ალიანსს“ კონსულტაციებს უწევს ოთხი ამერიკული, ორი ებრაული და მხოლოდ ერთი რუსული კომპანია.

„ჯერ პარტიებს რეგიტრაცია არ დაწყებულა და ამიტომ ვერცერით პარტია რეგისტრაციიდან ვერ მოიხსნება. რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვენი კანონმდებლობა კრძალავს უცხო ქვეყნიდან დაფინანსებას, ამიტომ შეიძლება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

„თუ ეს რუსეთს ეხება, ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისად, მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ასევე პარლამენტის 1/5-ს, მთავრობას, ან პრეზიდენტს შეუძლია მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს წარდგინებით პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ პარტიის საქმიანობა არაკონსტიტუციურია, ის იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

„რეგისტრაციის გაუქმება არის პოლიტიკური სცენიდან გაქრობა, პოლიტიკური პარტია ის აღარ იქნება. რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე შეუძლია ამ პარტიის მიერ წარდგინებით არჩეულ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტოს.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჯერ დასამტკიცებულია სხვა სახელმწიფო აფინანსებს თუ არა. მეორე, დაიწყება იმის გამოძიებაც, თუ ვინ აფინანსებს სხვა პარტიებს. „პატრიოტთა ალიანსი“ და მისი ლიდერი ირმა ინაშვილი არ გაჩერდება და მოითხოვს, რომ სხვა პარტიების დაფინანსებაც იქნას გამოძიებული, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე პარტიის მაინც“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ავთანდილ დემეტრაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ასეა ეს   (25.08.2020)
კიდევაც რომც ფინანსდებოდეს მაინც არავინ არაფერს არ გაარკვევს, მოჩვენებით ილაპარაკებენ რაღაცეებს და მაგით მორჩება ყველაფერი. ასეა ეს.

mechta   (25.08.2020)
Tu ruseti afinansebs mashin amati gamkidveli dedebi movtkan

eka   (25.08.2020)
უნდა გამოძიებულ იქნას ყველა პარტიის დაფინანსების წყარო,თითოეული კაპიკი.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×