ია აბულაშვილი
24.08.2020

„კოალიცია ბელადის გარეშე“ მხოლოდ ფსევდო-თეორიული განაცხადია, რომელიც ვერ იმუშავებს, რადგან, სამწუხაროდ, საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც ჯერ კიდევ ერთ ლიდერს მიჰყვება“, - ასე ეხმაურება კულტუროლოგი ლელა ფირალიშვილი ოპოზიციის განაცხადს, კოალიციური მთავრობის მოწოდებით ბელადის გარეშე.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, რათა ქვეყანაში დასრულდეს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა, ამის ალტარნატივა კი არის „კოალიცია ბელადის გარეშე“.

„პოლიტიკური სპექტრი დღეს ღრმა კრიზისშია შესული, როგორც იდეურად, ისე პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრითი. ისევ ისმის პოპულისტური განცხადებები, ამომრჩევლეს კი ვერცერთი პარტია უკეთესი მომავლის გეგმას ვერ სთავაზობს. რაც შეეხება კონკრეტულად ოპოზიციის ამ განაცხადს, კოლიციური მთავრობის მოწოდებას „ბელადის გარეშე“, ეს არის მხოლოდ ფსევდო-თეორიული განაცხადი, რომელიც ვერ იმუშავებს, რადგან, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ საქართველოში ერთ ლიდერს მიჰყვებიან. ასეთი რეალობა გვაქვს დღეს.  

„თანაც, ასეთი საეჭვო ტიპის ლოზუნგებით ძნელია ამომრჩეველი დააჯრო, რომ ოპოზიცია ლიდერთა გუნდს შექმნის; ანუ უგულავა, ბურჯანაძე, სამადაშვილი, ნათელაშვილი, ოქრუაშვილი და სხვები იდეოლოგიურად გამართულ ერთ პოლიტიკურ პლათფორმაზე შეთანხდებიან“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ლელა ფირალიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×