მარიამ ნებულიშვილი
24.08.2020

არჩევნებამდე ორ თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი, მმართველი გუნდი მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროპორციული სია ბევრი ახალი სახით იქნება დაკომპლექტებული. როგორც მმართველი გუნდის დეპუტატები ამბობენ, სიის შემადგენლობაში სისტემური ცვლილებებია მოსალოდნელი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია „რეზონანსთან" ამბობს, რომ თავად პოლიტიკაში დარჩება, მაგრამ მმართველ გუნდში საკმაოდ ბევრი საინტერესო ცვლილებაა მოსალოდნელი.

„მე ვრჩები ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების" თანამოაზრედ. ვიქნები ასევე პარტიის წევრი. მემგონი საკმაოდ საინტერესო იქნება ახალი სახეების წილი. რას და როგორ გააკეთებენ, უკვე პროცესში გამოჩნდება. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ახალი სახეების წილი დიდი იქნება. დანარჩენს უკვე დრო გვიჩვენებს", - ამბობს ნუკრი ქანთარია.

„ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრის, რევაზ არველაძის თქმით, დიდი ალბათობით თავად პოლიტიკაში აღარ იქნება. მისი შეფასებით, მმართველ გუნდში ბევრი ახალი სახის ყოფნა რამდენიმე მიზეზით იქნება განპირობებული, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კვოტირებაა.

„მე ნამდვილად არ ვიცი, სხვები რას და როგორ აპირებენ. მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს ჩემი კი არა, პარტიის გადაწყვეტილება იქნება. მე ალბათ სიაში აღარ შემიყვანენ. თუ შემომთავაზებენ, უარს არ ვიტყვი. მე ვთვლი, რომ ალბათ აღარ ვიქნები, ასე განვაცხადე კიდეც.

„ძირითადად მგონია, რომ ეს ყველაფერი ასაკთან იქნება დაკავშრებული. პარტიამ გამოაცხადა, რომ ახალი სახეები ბევრი იქნება. ბევრი გამოდის მაინც ისედაც, 120-კაციანი სია თუ გამზადდა, ყოველი მეოთხე ქალი უნდა იყოს, ე.ი. 30 ქალი იქნება ეს თავისთავად ცხადია, უკვე საკმაოდ სისტემური განახლება იქნება. დღევანდელ მოქმედ პარლამენტში სტატისტების როლში ბევრი იყო და ალბათ მათაც შეცვლიან", - ამბობს რევაზ არველაძე „რეზონანსთან".

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს შერეული სისტემით 120/30-ზე და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, სადაც 120 დეპუტატი პროპორციული ხოლო 30 მაჟორიტარული წესით იქნება არჩეული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
ჩაწერა სახელი
ოცნების მხარდამჭერი ვასო   (25.08.2020)
არ წახვიდე არ დაგვტოვო ჭირიმე!!!

სოსო   (25.08.2020)
დაიძახე და ხალხი გამოვა, გამოვა მთელი საქართველო თქვენს გამო, დიდი დამსახურება გაქვთ იჯექით და არც არაფერს აკეთებდი და არც აშავებდი!!!

პატრიოტი   (24.08.2020)
სადამდე გინდა ტყუილად იჯდე პარლამენტში არ დაიღალე უსაქმურად ჯდომით?წადი აიღე თოხი და ბარი და ბოსტნეული მოიყვანე ეგ უფრო სასარგებლოა შენთვის.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×