მარიამ ნებულიშვილი
23.08.2020

„ქართული ოცნების" ყოფილი წევრები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებისათვის თავისი პროპორციული სიის დასახელების პროცესს სპეციალურად აჭიანურებს, რათა მათი დეპუტატების ნაწილი ოპოზიციაში არ გადავიდეს. „რეალურად ცდილობენ, რომ სატყუარა გაათამაშონ, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნონ და თავის სიაში აღარ ჩაწერონ", - ამბობს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

მისი თქმით, მმართველი გუნდი, მაჟორიტარების ნაწილს მაღალ თანამდებობებს შესთავაზებს, რათა არ გამოთქვან პრეტენზია „ქართული ოცნების" საიში ვერმოხვედრის შემთხვევაში.

„ქართული ოცნება" მაქსიმალურად შეეცდება ბოლომდე გაწელოს სიის გამოცხადება, რომ ხალხი ოპოზიციაში არ გაექცეს და ის ადამიანები ვეღარსად ვეღარ მოხვდნენ. ასეთი ვერაგი გეგმები აქვს „ქართულ ოცნებას". რეალურად ცდილობენ, რომ სატყუარა გაათამაშონ, ადამიანები მაქსიმალურად შეინარჩუნონ და თავის სიაში აღარ ჩაწერონ.

„შემდეგ მათ თანამდებობებს ჰპირდებიან, ზოგს რას და ზოგს - რას. მაჟორიტარებს განსაკუთრებით. ეს მეამბოხე მაჟორიტარები, რომლებიც ჰყავდათ, რატომღაც არ დააყენეს მოჟორიტარებად, ალბათ სხვა მაღალ თანამდებობებს მისცემენ მათ.

„ოქრიაშვილმა, მაგალითად, პარტია შემქნა და წავიდა, მერე „ნაცმოძრაობას" ჩაბარდა. ეგ ადამიანები ყოველთვის ეძებენ პატრონს. „ქართული ოცნება", როგორც ჩანს, დაიღალა მათი პატრონობით, ან მაგათ აღარ მოსწონთ იმათი პატრონობა და წავიდნენ ახლა სხვა მიმართულებით.

„ღიად ბევრი ვერ დაუპირისპირდება „ქართულ ოცნებას", ალბათ არჩევნების შემდეგ უფრო გამოჩნდება ეგ ამბავი. ზოგადად, მე ვფიქრობ, რომ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, პოლიტიკოსები განსაკუთრებით, საერთოდ პოლიტიკას უნდა ჩამოშორდნენ, იმიტომ, რომ ხალხის ინტერესების დაცვას როცა ამჯობინებ საკუთარი ინტერესების დაცვას, შენი საქმე პარლამენტში და ზოგადად ქართულ პოლიტიკაში აღარ უნდა იყოს", - ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ოპოზიციურად განწყობილ დეპუტატებთან კონსულტაციები არ მიმდინარეობს, თუმცა „ტრიბუნას" კარი მათთვის ღია იქნება.

„კონკრეტულ პირებთან კონსულტაციები ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. მაგრამ ყველა ადამიანისთვის ჩვენი კარი ღიაა, ვინც ხალხის ინტერესებს დაიცავს", - აღნიშნა ჭიჭინაძემ „რეზონანსთან".

ამასვე იმეორებს, დამოუკიდებელი დეპუტატი და პარტია „სამართლიანობისთვის" გენერალური მდივანი გედევან ფოფხაძე.

„მე არანაირი ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ მაქვს. მე საერთოდ მგონია, რომ სანამ სია არ გამოქვეყნდება, მანამდე ბოლომდე გარკვეული არ იქნება ვის რას უპირებენ", - ამბობს გედევან ფოფხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
ქართველი   (24.08.2020)
ოცნებამ მაშინ გაწელა შენნაირი მოღალატეები რომ წამოსხა პარლამენტში.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×