მარიამ ნებულიშვილი
23.08.2020

„მიმაჩნია, რომ თუ იდეურად თანაუგრძნობ იმ პარტიას, მასთან უნდა იყო ნებისმიერ მომენტში, ეს პარტია გაჭირვებაში იქნება თუ დალხინებაში", - ასე აფასებს „ქართული ოცნების" დეპუტატი რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას იმ ფაქტს, რომ წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, რომელმაც „ქართული ოცნება" დატოვა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პარტია დააფუძნა, ექს-პრემიერ ვანო მერაბიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის" წევრებს, მათ შორის დიმიტრი შაშკის შეხვდა.

არველაძის თქმით, ოქრიაშვილის გადაწყვეტილება უცნაური არაა, რადგანაც ხშირად იცვლიან დეპუტატები პარტიებს.

„თვითონ შეაფასა ალბათ ოქრიაშვილმა თავისი შანსები სხვა პარტიებთან და ეს გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი ადამიანები ცოტა არ არის, რომლებიც ერთი პარტიიდან მეორეში გადადიან და გადმოდიან.

„მიმაჩნია, რომ თუ იდეურად თანაუგრძნობ იმ პარტიას, მასთან უნდა იყო ნებისმიერ მომენტში, ეს პარტია გაჭირვებაში იქნება თუ დალხინებაში. ხდება ხოლმე, რომ როდესაც ხარ პარტიაში, მაგრამ პარტია მხოლოდ დანაპირებებს კი ვეღარ ასრულებს, არამედ იმ ხაზს ვეღარ მიჰყვება, რომელიც ჰქონდა არჩეული, მაშინ შეიძლება გაამართლო კიდეც ვინმეს წასვლა ამ პარტიიდან. მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ მაინც და მაინც დიდი შეცდომები დაეშვა „ქართულ ოცნებას" გარდა იმისა, რომ ბოლომდე ვერ მოერია „ნაციონალურ მძრაობას", - თქვა არველაძემ.

რაც შეეხება თავად არველაძის პოლიტიკურ გეგმებს, მისი თქმით ის პოლიტიკიდან მიდის.

„მე აღარ მგონია, რომ საერთოდ ვიყო პოლიტიკაში. პოლიტიკიდან მივდივარ", - ამბობს რევაზ არველაძე „რეზონანსთან" საუბრისას.

თავად კახა ოქრიაშვილის თქმით, ის შეხვედრებს ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ატარებს, რათა არ დაუყენონ მას კონკურენტი კანდიდატები. ის ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას აპირებს.

„მოგეხსენებათ, ჩვენ - მე და ჩემმა მეგობრებმა - შევქმენით ახალი პოლიტიკური პარტია „პროგრესი და თავისუფლება" და ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითანამშრომლოთ აბსოლუტურად ყველა პარტიასთან. მიზანი გვაქვს, რომ გავიმარჯვოთ რამდენიმე ოლქში. დიდი შანსები გვაქვს დმანისი-წალკა-თეთრიწყარო-ბოლნისის ოლქში. თუ ძალიან დიდი კონკურენცია არ იქნება, ვფიქრობთ, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებთ. აქედან გამომდიანრე ვხვდები ყველა პოლიტიკურ პარტიას. ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია.

„მოცემულობა დღეს ქვეყანაში ასეთია რეიტინგებით თუ წინა არჩევნების შედეგებით - „ნაციონალურმა მოძრაობამ" საპარლამენტო არჩევნებში 27% აიღო, ლეიბორისტულმა პარტიამ 3-5%. ესაა ჩვენი პოლიტიკური მოცემულობა და ვისაც აქვს თუნდაც ერთი პროცენტი, ჩვენ ყველასთან გვსურს თანამშრომლობა.

„ამჟამად ოპოზიიციასთან მხოლოდ და მხოლოდ საერთო კანდიდატზეა საუბარი. შემდეგ თანამშრომლობას კი წინ არაფერი უდგას", - ამბობს კახა ოქრიაშვილი.

გარდა ამისა, ოქრიაშვილი ამბობს, რომ მზად არის ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, არც ერთი ხელმომწერი საარჩევნო სუბიექტი, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, „ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს კოალიციას არ შეუქმნის.

„ჩვენდეკლარაციას ხელს მოვაწერთ", - თქვა მან.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას ოქრიაშილთან თანამშრომლობაზე, დიმიტრი შაშკინის თქმით, ყველა შეკითხვას მალე გაეცემა პასუხი.

„ნაციონალური მოძრაობა" არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 31 ოქტომბერს ეს ქვეყნისთვის დამაქცეველი რეჟიმი დავასრულოთ. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, ყველაფერს აქვს თავისი ადგილი, თავისი დრო და აუცილებლად, როდესაც ეს დრო მოვა, ყველა შეკითხვას გაეცემა პასუხი", - ამბობს შაშკინი.

კახა ოქრიაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნებში ის „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოქრიაშვილმა პირველივე ტურში გამარჯვება მოიპოვა. ის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულ ოცნებას" კანდიდატად არ დაუსახელებია.

ოქრიაშვილი როპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მოწინააღმდეგეთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დეპუტატი იყო.

ამის შემდეგ ოქროაშვილმა ცეზარ ჩოჩელთან ერთად ახალი პოლიტიკური მარტია „პროგრესი და თავისუფლება" დააარსა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
ჩაწერა სახელი
1234   (23.08.2020)
ოქრიაშვილები და აფთიაქების კარტელი სააკაშვილმა შექმნა. არავითარი რეგულაციები ფასებზე. 500-800% მოგების მარჟაზე სხედან ბიჭები. დაუბრუნდა თავის შემქმნელ ნაცებს. დღემდე ძარცვავენ ქვეყნის უღარიბეს ფენას - პენსიონერებს, ქრონიკული დაავადების მქონე პირებს. არ პოციზიცია და არც ოპოზიცია ყურს არ იბერტყავს. გადმოიღონ თურქეთის მოდელი და დაიცვან მოსახლეობა ამ "მტაცებელი" ბიზნესებისგან და "ბიზნესმებისგან" რომლებიც პარლამენტში თავიანთი ბიზნესების "კრიშის" შესაქმნელად სხედან !

ჭორლეონე   (23.08.2020)
სუყველას მოგიტყანთ დედის მუტლები თქვე ღორებო


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×