ია აბულაშვილი
23.08.2020

„კვირიკაშვილის ფრთაც გაძლიერდა, მაგრამ როგორ დაამთავრა - ვნახეთ. ამიტომ, თუ ვინმე ამას ფიქრობს, ვურჩევდი, ეს იქნება ჩემი უფასო რჩევა, ფრთხილად, მოზომილად იმოქმედოს და შეუფარდოს მოსახლეობაში ივანიშვილის მიმართ განწყობებს“, - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, წინასაარჩევნო მზადების პარალელურად, „ოცნების“ შიგნით დიდი გადაადგილებები დაიწყო და კალაძე-კობახიძის ფრთა ძლიერდება.

„არ ვიცი რა ხდება „ოცნების“ კულუარებში და ეს არც არის ჩემი ინტერესის სფერო, მაგრამ, თუ მოვლენებს მივყვებით, იმ 30 მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც „ოცნებამ“ უკვე წარადგინა თავის კანდიდატები, ვერცერთზე ვერ იტყვი, რომ კალაძე-კობახიძის შერჩეულები არიან; ისინი შეარჩია ივანიშვილმა. 

„მთავარი არის ვინ ადგენს საარჩევნო სიას და ვინ მოხვდება ამ სიაში. აქედან შეიძლება ზოგადად განისაზღვროს ვინ იღებს სადავეებს ხელში. მაგრამ დასკვნითი ეტაპი მაინც ივანიშვილი იქნება. შეიძლება არ ჩანს, მაგრამ „სკაიპით“ გამოჩნდება თუ წერილებს გააგზავნის, მნიშვნელობა არ აქვს.

„ამიტომ, დიდი გადაადგილებები ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის რეიტინგი არ არის ის, რაც იყო 2012 წელს, მაგრამ პარტიაშიც და საზოგადოებაშიც მისი ფაქტორი მნივშნელოვანია. 

„სხვა ფიგურანტებისაც მესმის - როცა პოლიტიკაში ხარ, გაქვს მწვერვალისკენ ლტოლვა, ეს ბუნებრივია, მაგრამ ჯერ ივანიშვილის პენსიაზე გაშვების დრო არ დამდგარა.

„კვირიკაშვილის ფრთაც გაძლიერდა და ვნახეთ როგორ დაამთავრა. ამიტომ, თუ ვინმე ამას ფიქრობს, ვურჩევდი, ეს იქნება ჩემი უფასო რჩევა, მოზომილად, ფრთხილად იმოქმედოს და შეუფარდოს მოსახლოებაში ივანიშვილის მიმართ განწყობებს“, - განაცხადა „რეზონანსთან“ ვახტანგ ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×