მარიამ ნებულიშვილი
02.08.2020

ქართულ პოლიტიკურ სივრცეში რამდენიმე ახალი პარტია გამოჩნადა, რომელიც კარგად ნაცნობი სახეებითაა დაკომპლექტებული. ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა და პარტია „ლელო" დააარსა. ახალი პოლიტიკური გაერთიანება ჩამოაყალიბეს ანა დოლიძემ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან კობერიძემაც. რამდენიმე დღის წინ კი გიორგი ვაშაძემ და თაკო ჩარკვიანმა „გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია"-ს რიგები დატოვეს და ახალი პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი" დააარსეს. „ეს სიმრავლე გამოიწვევს საზოგადოების სერიოზულ დაბნეულობას", - ასე აფასებს ამ საკითხს „რეზონანსთან" საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.

ამბობს, რომ მომავალი პარლამენტი საკმაოდ ჭრელი იქნება, თუმცა როგორ წარიმართება კოალიციის ფორმირების პროცესი, რთული სათქმელია.

„არის რამდენიმე პოლიტიკური პარტია, რომელსაც პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსი აქვს, თუ გავითავლისწინებთ, რომ 18 000-დან 22 000-მდე ხმა არის საჭირო ერთი კაცის გასაყვანად. ეს სიმრავლე გამოიწვევს საზოგადოების სერიოზულ დაბნეულობას, შესაბამისად ძალიან ეკლექტური იქნება შედეგები. შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 7-8 პარტიას აქვს იმის შანსი, რომ პარლამნეტში სხვადასხვა რაოდენობით მოხვდეს.

„იმ შემთხვევაში თუ გადამწვეტი უპირატესობა არ ექნება რომელიმე პარტიას, შეიქმნება კოალიციური ხელისუფლება, რომლის გამოცდილებაც ჩვენ არ გავქვს. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ასევე რთული სათქმელია როგორ წარიმართება თანამშრომლობის პროცესი. პოლიტიკური სპექტრიდან გათვალისწინებით უმრავლესობისთვის მთავარი ძალაუფლებაში ყოფნაა და არა ქვეყნის ბედი", - გვითხრა მამუკა არეშიძემ.

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური გემოვნების ფორმირების პროცესი ახლა მიმდინარეობს და პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის განვითარების სტრატეგია არა აქვთ.

„ფაქტია, რომ ამომრჩეველი ძალიან დაიბნევა, წარმოიდგინეთ ადამიანები, რომლებიც ამ ორი თვის განავლობაში მუდმივად ინტენსიური ინფორმაციული შეტევის რეჟიმში იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან. საქართველოში ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არა პროგრამის, არამედ ლიდერის ქარიზმის მიხედვით და ითვალისწინებს მის ბიოგრაფიასაც. „ლელოს" ხელმძღვანელობის ბიოგრაფია ბევრად უფრო ნაკლიანია ვიდრე, ვთქვათ, იგივე ვაშაძის. პოლიტიკური გემოვნების ჩამოყალიბება საქართველოში ახლა მიმდინარე პროცესია, შესაბამისად რთული სათქმელია, რას გადაწყვეტს მოსახლეობა, რადგან თავად არცერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ იცის, როგორი ტიპის ქვეყანას აშენებს და რაა მისი სტრატეგია", - ამბობს არეშიძე.

„რეზონანსთან" საუბრისას კითხვაზე, რომელ ოპოზიციურ პარტიას აქვს კარგი საარჩევნო სტრატეგია, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს, რომ ასეთად შეიძლება გიორგი ვაშაძე ჩაითვალოს.

„გიორგი ვაშაძე ზოგადად საქმიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ამ ხნის განმავლობაში მისი ამა თუ იმ საარჩევნო პროცესში ჩარევა ურიგო არ იყო. გვახსოვს მერის არჩევნების შედეგ, სადაც ერთ-ერთი კანდიდატი თავად იყო, კალაძეს იმდენად მოეწონა მისი მოსაზრებები, რომ თანამშრომლობაც შესთავაზა, მაგრამ მერე თავად გიორგი ვაშაძემ უთხრა უარი. ეს ფაქტი, რომ ადამიანი, რომელსაც საქმიანი იდეები აქვს, პოლიტიკური მოტივით უარს ამბობს თანამშრომლობაზე, თავისთავად აჩენს აზრს, რომ მისთვის პოლიტიკა უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საქმის კეთება.

„ანალოგიური ეჭვები მის კანდიდატურაზე ჩნდება თაკო ჩარკვიანთან ალიანსის შეკვრით. იმიტომ, რომარ არის ქალბატონი თაკო იმ რესურსის მფლობელი, რომელიც რაიმეს შემატებს ვაშაძეს. ამიტომ, გაუგებარი ნაბიჯი როდესაც იდგმება და ლოგიკას ვერ ხვდება ადამიანი, არალოგიკურ ნაბიჯს ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებს, ეჭვდება თავად პოლიტიკოსში, რომ მას შეუძლია სწორი გათვლების გაკეთება.ჯერ-ჯერობით ეს მომენტები იკვეთება.

„ენერგიული ადამიანი უდავოდაა. აქტიური იყო კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში და ექიმებს აძლევდა რჩევებს იმაზე, თუ რა უნდა გაეკეთებინათ. სიმართლე გითხრათ, ეს ცოტა დამაფრთხობელია, რადგან მას მომავალშიც ექნება იმის ტენდენცია, რომ პროფესიონალებს კი არ დაუჯეროს, არამედ აქეთ დაარიგოს თავის პროფესიაში ჭკუა", - თქვა საყვარელიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×