ტატა შოშიაშვილი
02.08.2020

რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გახსნის შემდეგ, 24 საათის განმავლობაში „საზღვარი" 7,5 ათასმა ადამიანმა გადაკვეთა. მათ შორის რუსეთიდან აფხაზეთში 5 ათასზე მეტი ადამიანი შევიდა, ხოლო საპირისპირო მიმართულებით კი 2,5 ათასამდე გადავიდა. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასსი" იუწყება სოჭის საბაჟოს განცხადებაზე დაყრდნობით.

რაც შეეხება ავტომობილებს, საზღვრის გახსნიდან პირველი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვის მოხსნით 1907-მა სატრანსპორტო საშუალებამ ისარგებლა.

კორონავირუსის ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ მოქმედმა ოპერატიუოლმა შტაბმა 31 ივლისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, 1 აგვისტოდან რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკას შორის ე.წ. სახელმწიფო საზღვარი გაიხსნებოდა.

შაბათს აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა, მიხეილ მიშუსტინმა მოაწერა ხელი, რის შემდეგაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრე ანქვაბმა დაადასტურა „საზღვრის" გახსნის მზაობა აფხაზეთის „მხრიდან".

მიუხედავად იმისა, რომ სეპარატისტული აფხაზეთის „პრეზიდენტმა" მზადყოფნა გამოაცხადა რუსი ტურიუსტების მისაღებად, აფხაზეთის „რესპუბლიკის" ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლი თანახმადაც იმ შემთხვევაში, თუ შემოსულ ტურისტებს დაუდასტურდებათ კორონავირუსი, პირველად დახმარებას მათ გაუწევენ აადგილობრივი ექიმები, მაგრამ მკურნალობას სამშობლოში გააგრძელებენ.

ივლისის ბოლოს გამოქვეყნებული ოფიცილური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აფაზეთის სეპარატისტულ რესპუბლიკაში კორონავირუსით 81 ადამიანი დაავადდა, მათგან 37 უკვე გამოჯანრმთელდა, ხოლო 2 კი გარდაიცვალა.

ამჟამად მკურნალობას 42 ადამიანი გადის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×