თამთა ჩაჩანიძე
01.08.2020

„დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ოპოზიციას მინიმალური შანსი აქვს, ორ სამ დღეში რომ არჩევნები ტარდებოდეს, მაღალი ალბათობით უმრავლესობას დღევანდელი ხელისუფლება მიიღებს, დღეს ასეა, არჩევნები სამ თვეშია, ეს დრო კი საქართველოსთვის ძალიან დიდი დროა."- ასე აფასებს „რეზონანსთან" ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის შანსებს.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას" უმრავლესობაში მოსვლის დიდი შანსი აქვს, თუმცა მისი თქმით, არჩევნებამდე სამი თვეა დარჩენილი.

„ამ პერიოდში ოპოზიციური პარტიები პროცენტულ რეიტინგს ალბათ შეცვლიან, მაგრამ ეს რამდენად საკმარისი იქნება იმისთვის, რომ უმრავლესობაში მოვიდნენ საკითხავია, ოპოზიცია პროცენტულ რეიტინგს გაზრდის, მაგრამ იგივეს გაზრდის „ქართული ოცნებაც" და საკმარისია „ოცნებამ" 41-42% აიღოს, რომ მას არავის დახმარება არ დასჭირდება და ყოველგვარი კოალიციის გარეშე აღმასრულებელ ხელისუფლებას შექმნის, რეალობა და კანონი ასეთია.

„ოპოზიცია ყოველ დღე შეცდომას უშვებს, ამას პოლიტიკური სიბეცე უფრო ჰქვია, ვიდრე შეცდომების დაშვება, მათ თუ უნდათ, რომ მართლა რაღაც შედეგს მიაღწიონ,(არა უმრავლესობით მოვიდნენ, მაგრამ სერიოზულ შედეგს მიაღწიონ) საკმაოდ რადიკალური ნაბიჯების გადადგმა მოუწევთ, მაგრამ ამისთვის მზად არ არიან, არც იმისთვის, რომ რეგიონებში რამეზე შეთანხმდნენ, არც იმისთვის, რომ თუნდაც გამარჯვების შემთხვევაში ჩრდილოვანი კაბინეტი მაინც გაახმაურონ და აბა ისე რა შანსები უნდა ჰქონდეთ საინტერესოა."- განაცხადა ძაბირაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „მთავარი არხის" ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუას შეწყალებაზე უარი თქვა, ამ თემაზე საუბრისას ძაბირაძე ამბობს, რომ რურუას არ შეწყალების მოტივი მისთვის გაუგებარია.

„როგორც ადრე პრეზიდენტმა უგულავაზე და ოქრუაშილზე თქვა, ორი დამნაშავე შეიწყალა, იმიტომ რომ ამით ხელი შეუწყო, რომ სტაბილური გარემო ყოფილიყო და ამასთანავე საერთაშორისო პარტნიორების შეშფოთება გაითვალისწინა, რაც შეეხება რურუას, პრეზიდენტმა თქვა, რომ მას არ შეიწყალებს და ამათ შორის განსხვავება რაშია ვერ გეტყვით.

„ესენი (უგულავა, ოქრუაშვილი) კი ბატონო პოლიტიკოსები იყვნენ, მაგრამ პრეზიდენტი ხომ დამნაშავედ რურუასაც თვლის, ხოლო პრეზიდენტს კონსტიტუციით იმის უფლებამოსილება აქვს რომ შეიწყალოს ის ვისაც საჭიროდ ჩათვლის."-განაცხადა ძაბირაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
ჩაწერა სახელი
1234   (01.08.2020)
განსხვავება ის არის რურუა განგსტერია და მკვლელობშია და ტერორისტულ აქტებშია ეჭვმიტანილი, და ერთი პერიოდი წითელი ცირკულარით იძებნებოდა. სააკამ რომ ეს საქმეები ჩაფარცხა, ეს იმას არ ნიშნავს რომ ხალხს არ ახსოვს და ამის ჩანაწერები არ არსებობს ინტერპოლში და იგივე ამერიკაში. ეს განსგტერული ჯგუფები და "საძმოები" გამოიყენა რუსეთმა ეროვნული მოძრაობის მოსაკლავად, ადგილობრივმა კგბეშნიკებმა და მათმა შთამომავლებამ ხალხის ქონების მისატაცებლად. ასე მივეღეთ ახალი ქართველი მილიონრები: ჩხარტიშვილები, ლეკიშვილები, სააკ-ალასანიები, რამიშვილები, რურუები, ჭყონიები, ჟორდანიები და სხვა მრავალი. ამიტომ იყო სააკას "ანტიკორუფციულმა" და "ეროვნულმა" მთავრობამ ხელი არ დააკარა ამ განგსტერებს, რუსეთის ღია აგენტებს: კიტოვანს, და სიგუას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×