სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    "აფხაზი სასულიერო პირების განცხადება წვრილი საეკლესიო სექტების საქციელს ჰგავს, ბესარიონ აპლია კი მღვდელმსახურია"
    თამთა ქარჩავა
    18.09.2009

    თუმცა, აქვე აცხადებენ, რომ აფხაზი სასულიერო პირების მიმართვა ყველა მაღალ მარლმადიდებლურ ინსტანციისადმი აღიარების თხოვნით დღემდე პასუხგაუცემელია.
    სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის შეფასებით, აფხაზეთის სასულიერო პირების გადაწყვეტილება არასერიოზული განცხადებაა.
    "ეს განცხადება ჩვენ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ. არავის არ აქვს უფლება გამოაცხადოს დამოუკიდებლობა დედა ეკლესიის გარეშე," - ბრძანა მისმა უწმინდესობამ.
    აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მტკიცებით, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია 1943 წლიდან საქართველოს საპატრიარქოს ექვემდებარებოდა და აფხაზეთის ტერიტორია ქართულ ეკლესიას ძალადობრივად ჰქონდა მიტაცებული. აფხაზი სასულიერო პირები დამოუკიდებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით დახმარებას რუსეთის საპატრიარქოს სთხოვენ.
    აღსანიშნავია, რომ ავტოკეფალიის გამოცხადება საერთო კონსესუსის მიხედვით ხდება, ანუ ყველა ადგილობრივ ეკლესიასთან უნდა იყოს შეთანხმებული. როგორც მინიმუმ 15 მართმადიდებელი ეკლესიის მიერ კონსესუსით მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება ამ ეკლესიის ცნობის თაობაზე.
    როგორც მისი უწმინდესობის პირადი მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, არ არსებობს არანაირი სამართლებლივი მექანიზმები, რაც აფხაზეთის ეკლესიის ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისგან გამოყოფის გადაწყვეტილებას დააკანონებს.
    ე.წ. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებელი, ბესარიონ აპლია აცხადებს, აფხაზურმა ეკლესიამ საქართველოს ეკლესიისაგან გამოყოფით ისტორიული სამართლიანობა აღადგინა. აპლიას თქმით, ეპარქიამ სახელიც გადაირქვა და ამჟამიდან მას "აფხაზური მართლმადიდებელი ეკლესია" ეწოდება.
    აპლია აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება ოთხშაბათს სოხუმის კათედრალურ ტაძარში ყველა ღვთისმსახურის შეკრებაზე იქნა მიღებული. მისივე თქმით, აფხაზეთის სასულიერო პირები აპირებენ მიმართონ მოსკოვის პატრიარქატს და მათ ეპარქიის გამოყოფის საკითხში მხარდაჭერა სთხოვონ.
    "ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან გამოდის. ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ ჩვენ არაერთხელ მივმართეთ უმაღლეს მართლმადიდებლურ ინსტანციებს, მაგრამ ყველა მათგანი დუმდა, რადგან ქართულ ეპარქიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდოდათ.
    "ცხუმ-აფხაზეთის ეპარქია 1943 წლიდან საქართველოს კათოლიკოსს ექვემდებარებოდა და აფხაზეთის ტერიტორია ძალადობრივად გადასცეს საქართველოს ეკლესიას. დღეს ჩვენი დამოუკიდებლობის შესახებ შეგვიძლია განვაცხადოთ. აფხაზურ ეკლესიაში იქნება ბიჭვინთისა და სოხუმის ეპარქიები," - აღნიშნა ბესარიონ აპლიამ.
    ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის ე.წ. წინამძღოლის მოვალეობის შემსრულებლის, ბესარიონ აპლიას განცხადებით, "აფხაზურმა ეკლესიამ" დამოუკიდებლობის გამოცხადებით "ისტორიული სიტუაცია" აღადგინა. მისი მტკიცებით, აფხაზური ეკლესია არასოდეს არ ექვემდებარებოდა საქართველოს საპატრიაქროს და ეს მხოლოდ კომუნისტური რეჟიმის დროს ძალადობრივად მიხდა.
    "ჩვენ სრულიად მართლები ვართ. შეგიძლიათ, ისტორიას გადახედოთ. ჩვენ ისტორიული სიტუაცია აღვადგინეთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დახმარებისთვის მივმართავთ რუსეთის საპატრიარქოს, რომ დაგვიცვან. მათ შეუძლიათ, ჩამოვიდნენ აფხაზეთში და დარწმუნდნენ ჩვენს სიმართლეში. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის საპტარიარქო დაგვეხმარება და ჩვენს სიმართლეს საქართველოს ეკლესიაც აღიარებს," - განაცხადა აპლიამ.
    მისივე თქმით, აფხაზური ეკლესია აპირებს დახმარებისთვის მოსკოვის პატრიარქს მიმართოს. გარდა ამისა, აპლია აცხადებს, რომ აფხაზური ეკლესია აპირებს, რომ მომავალში რუსეთის საპატრიარქოს შეერთების თხოვნითაც მიმართოს.
    "ამ ეტაპზე საუბარია მხოლოდ ავტონომიური უფლებების აღდგენაზე და არ ვსაუბრობთ ავტოკეფალიაზე, რადგან იმისთვის, რომ ეკლესიამ ავტოკაფალიას მიაღწიოს, ჯერ უნდა გაიზარდოს. მომავალში კი ვაპირებთ რუსეთის ეკლესიას შეერთების თხოვნითაც მივმართოთ. სიმართლის სახლი იყო აფხაზეთში. ეს სახლი დაანგრიეს და არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ ჩვენ ამ სახლის აღდგენა გვინდა," - აცხადებს ბესარიონ აპლია.
    საქართველოს საპატრიარქო აფხაზი სასულიერო პირების მიერ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის გაუქმებასა და აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადებას სეპარატიზმის გაგრძელებად მიიჩნევს და აფხაზური ეკლესიის წინამძღოლის - ბესარიონ აპლიას განცხადებას აბსურდულს უწოდებს. როგორც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა მამა დავით შარაშენიძემ აღნიშნა, ეს არის ბესარიონ აპლიას პირადი ინიციატივა, რომელსაც არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს.
    "აფხაზი სასულიერო პირების განცხადება წვრილი საეკლესიო სექტების საქციელს ჰგავს, ბესარიონ აპლია კი მღვდელმსახურია. აქედანაც ჩანს აფხაზეთის ე.წ. ეპარქიის არსებობის აბსურდულობა. ეს არის ჯგუფი, რომელსაც კანონიკურ ეკლესიასთან კავშირი არ აქვს. ეს არის თვითმარქვია ჯგუფი, რომელიც თავის თავს აფხაზეთის ეპარქიას უწოდებს. არ შეიძლება, რომ მისი განცხადება რომელიმე ეკლესიამ სერიოზულად მიიღოს.
    "თვით რუსეთის საპატრიარქოც კი არ აპირებს ამ განცხადების მხარდაჭერას და ლეგიტიმაციას. რუსეთის ეკლესიამ ცალსახად და მკაფიოდ განაცხადა მისი დამოკიდებულება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ ტერიტორიასთან მიმართებაში. ბესარიონ აპლიას განცხადება ჩვეულებრივი აგრესიული სეპარატიზმის გაგრძელებაა. საეკლესიო თვალსაზრისით, ამას არანაირი პერსპექტივა არ აქვს," - აღნიშნა მამა დავით შარაშენიძემ.
    მამა მიქაელ ბოტკოველი აცხადებს, არ არსებობს არანაირი სამართლებლივი მექანიზმები, რაც აფხაზეთის ეკლესიის ქართული მართლმადიდებლური ეკლესიისგან გამოყოფის გადაწყვეტილებას დააკანონებს.
    "ამას სჭირდება როგორც მინიმუმ 15 მართმადიდებელი ეკლესიის მიერ კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილება. იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკურად ცნო რუსეთმა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, თვითონ რუსეთის ეკლესია აცხადებს, რომ ისინი ცნობენ საქართველოს ეკლესიის იურიდიულ საზღვრებს და იმ იურიდიულ საზღვრებში შედის როგორც აფხაზეთის, ასევე სამაჩაბლოს რეგიონი, რა დამოუკიდებლობაზე შეიძლება იყოს საუბარი. ამ ე.წ. კრების გადაწყვეტილებას არც ერთი ეკლესია არ ცნობს.
    "რა დამოუკიდებლობა უნდა ჰქონდეთ მათ, ან ვინ უნდა ცნოს ეს ეკლესია? ეპისკოპოსიც არაა. სად გაგონილა ეკლესია ეპისკოპოსის გარეშე?! ეპისკოპოსი არის თბილისში იძულებით წამოსული აფხაზეთიდან. აფხაზეთი ცნო ვენესუელამ, ნიკარაგუამ და რუსეთმა. ამ შემთხვევაში, საეკლესიო კანონიკედან გამომდინარე, ყველა მართლმადიდებლურმა ავტოკეფალურმა და ავტონომიურმა ეკლესიამ უნდა ცნოს ამ ეკლესიის დამოუკიდებლობა.
    "ცხრა ეკლესიამაც რომ ცნოს, ამას არანაირი საფუძველი არ ექნება. იმიტომ, რომ ავტოკეფალიას იღებს დედა ეკლესიის წარდგინების საფუძველზე, დედა ეკლესია არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამას არასოდეს არ გააკეთებს. მათ რაც არ უნდა აცხადონ, ამას არანაირი საფუძველი არ ექნება საერთაშორისო დონეზე. აქამდეც ასე არ იყო? ჩვენ იქით არ გვიშვებდნენ და რას აკეთებდნენ, კაცმა არ იცის," - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას მამა მიქაელ ბოტკოველმა.
    აპლიას განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსეთის საპატრიარქო. საგანგებო განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის საპატრიარქოში აფხაზეთის ეპარქიის საქართველოს ეკლესიიდან გამოყოფას არ მიესალმებიან. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ საქართველოს საპატრიარქოს საზღვრების კანონიკურობისადმი პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა.
    "ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებს. აფხაზეთის სასულიერო პირებმა მსგავსი განცხადებები ადრეც გააკეთეს, მოსკოვის საპატრიარქოს პოზიცია კი ამ მხრივ კვლავ უცვლელი რჩება. არსებობს სხვადასხვა მოსაზრებები, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ ჩვენს საქმიანობაში, მაგრამ ამასთან ერთად ეკლესიების საზღვრების კანონიკურობის მთლიანობის პრინციპს ვემხრობით," - აცხადებს მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter