სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ეკატერინე ბასილაია
    23.07.2019

     დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტში პირველ გამავრცელებლად შს სამინისტრომ ორი ადამიანი დაასახელა, ერთი სომხეთის ციხეში სასჯელს იხდის, მეორე - რუსეთის მოქალაქეა. ორივეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

    თამარ შუკვანი
    23.07.2019

     „ის, რომ აშშ-ს, ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოში დღემდე ელჩი არ ჰყავს, ცუდი ფაქტია, რადგან ეს ორი ქვეყნის ურთიერთობაში დღის წესრიგში არსებულ ძალიან ბევრ საკითხს აჩერებს," - აცხადებს „რეზონანსთან" „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია საქართველოში აშშ-ის ელჩის დღემდე არდანიშვნის შესახებ საუბრისას.

    ია აბულაშვილი
    23.07.2019

     "როგორც ბოლო მოვლენებმა დაგვანახა, "რუსთავის 2"-ის ამ ახალ თაობას შესწევს უნარი წინ იაროს, ნაცვლად იმისა, რომ იძახონ გვიშველეთო, აქეთ ამშვიდებენ თავის მაყურებელს.

    ია აბულაშვილი
    23.07.2019

     "დღეს ყველაზე პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხი არის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ამისთვის უნდა დაირაზმოს საზოგადოება და ოპოზიციაც, რომ ივანიშვილი და მისი გუნდი პროპორციულ საარჩევნო სისტემისკენ წაიყვანოს.

    თამარ შუკვანი
    23.07.2019

     „აშშ-ს შეუძლია ეს გამოსახლება დაიწყოს სასამართლოს გვერდის ავლით. სანამ უშუალოდ სასამართლო მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას, ტრამპს სურს, რომ სასამართლოს დაასწროს, რაც კიდევ უფრო გაართულებს ამერიკის ურთიერთობას ლათინური ამერიკის სახელმწიფოებთან.

    თამთა ჩაჩანიძე
    23.07.2019

     საქართველოში, დაცლილი და დაცლის პირას მყოფი სოფლების რიცხვი ყოველწლიურად მატულობს - სად და რატომ მიდის სოფლის მოსახლეობა, რატომ ტოვებს მამა-პაპისეულ ადგილს, რაზე აისახება სოფლების დაცლა, რა შემთხვევაში დაბრუნდებიან ისინი იქ და რას აკეთებს ამისათვის სახელმწიფო.

    ია აბულაშვილი
    22.07.2019

     "რუსთავი 2"-ის პირველი დამფუძნებლების შემდეგ, მისი მფლობელების საკითხი ბნელით არის მოცული და ამ დავის კონტექსტში რა არის სამართლიანობა, ძნელი სათქმელია, თუ მთელი ტრაექტორია "რუსთავი 2"- ში მფლობელების მოძრაობისა გაშიფრული არ იქნება"- ასე ეხმაურება ექსპერტი და ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

    ეკატერინე ბასილაია
    22.07.2019

     ყოფილი თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც „რუსთავი 2"-ის მფლობელობაზე პრეტენზიას აცხადებს, 2014 წელს მიცემულ ცრუ ჩვენებაზე ალაპარაკდა. ოქრუაშვილის თქმით, 2014 წელს ჩვენება, სადაც საუბრობს იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2" დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს წაართვეს, ბიძინა ივანიშვილის თხოვნით მისცა გორის მერობისთვის არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ და ამ გარიგების შუამავალი პარლამენტის იმდროინდელი სპიკერი დავით უსუფაშვილი იყო.

    თამარ შუკვანი
    22.07.2019

     „დღევანდელი პრობლემების გათვალისწინებით არაა გამორიცხული, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი ერთდროულად შეიარაღებული კონფლიქტის ზონაში აღმოჩნდეს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია როგორ მოხდება კოორდინირება ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე," - აცხადებს „რეზონანსთან" ჟურნალ „არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი საქართველოში სამხედრო სწავლება „მტკიცე სული 2019"-ის ჩატარების შესახებ საუბრისას.

    ეკატერინე ბასილაია
    22.07.2019

     „რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკა აუცილებლად შეიცვლება, ეს ისედაც არსებული მოლოდინი ახალმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა უკვე დაანონსა კიდეც და ახლა უკვე დროის საკითხია, როდის მოხდება ეს - როდის იშოვის და დანიშნავს ხალვაში ახალ მმართველს - „ევროპელ თუ ამერიკელ მედია-მენეჯერს".

    ია აბულაშვილი
    22.07.2019

     "ივანიშვილის მთავარი გეგმა არის, არ გაიგონოს იმ ხალხის კრიტიკა, რომლებიც განსაკუთრებით უშლიან ხელს, მაგრამ ვიდრე სტრასბურგში გასაჩივრების ვადა არ ამოიწურება, არ ჩქარობს, მაგრამ, როგორც ჩანს ნერვიულობს, ხალვაშის განცხადებაც ამაზე მიანიშნებს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი "რუსთავი 2"-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved