სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    25.07.2013

    პროფესორი

    თამაზ ბაქრაძე

    2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა "ნაციონალურ მოძრაობას" და მის მთავრობას, რომლებიც მიზანმიმართულად და დაუფარავად ატარებდნენ აშკარად გამოკვეთილ ანტიეროვნულ პოლიტიკას და ქვეყანას შეგნებულად მიაქანებდნენ უფსკრულში გადასაჩეხად. აბა სხვა რა ვუწოდოთ სააკაშვილის მიერ ნახევარ მილიონიანი საპორტო ქალაქის "ლაზიკის" მშენებლობის წამოწყებას ანაკლიის სიახლოვეს სახელმწიფო ნაკრძალად გამოცხადებულ დაჭაობებულ ტერიტორიაზე. თანაც, რაც ყველაზე უფრო მიუღებელია, ეს მშენებლობა უნდა განხორციელებულიყო მთლიანად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე.

    მოსაზრება
    25.07.2013

    გურამ ყორანაშვილი

    ქართული ისტორიოგრაფია მატიანის ფორმით, ჩანს, უკვე ძველ ქართლში (იბერიაში) სახელმწიფოებრიობის წარმოშობისთანავე არსებობდა. სხვანაირად წარმოუდგენელია, თუ როგორ აისახა შესაბამისი ისტორიული რეალიები ყ| საუკუნის ისტორიკოსის ლეონტი მროველის თხზულებაში. საბედნიეროდ, ამის შემდგომ სხვა საისტორიო ნაწარმოებებიც გაჩნდა. ჩვენი დიდი ისტორიკოსის, ივანე ჯავახიშვილის შეხედულებით, ყველა ესენი გაერთიანდა ერთ დიდ კრებულში "ქართლის ცხოვრების" სახელწოდებით. ამას ადგილი ჰქონდა ქვეყნის ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლების დროს, კერძოდ, ყ|| საუკუნის პირველ მეოთხედში, ე.ი. საქართველოს უდიდესი მეფის დავით აღმაშენებლის ზეობაში. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი დიდი გონებრივი ინტერესებით გამორჩეული პიროვნებაც გახლდათ, მათ შორის, ცნობილია მისი გამორჩეული ინტერესი ისტორიის მიმართაც. მისთვის ისტორია (ისტორიოგრაფია) ოდენ წარსულის შემეცნების საშუალება კი არ იყო, არამედ საფუძველი, სახელმძღვანელოც პოლიტიკური აქტიურობისათვის. ამიტომ საფიქრებელია, რომ აღნიშნული ღონისძიების ინიციატორი თვითონ დავითიც ყოფილიყო. კრებულში შევიდა დავით აღმაშენებლის ცხოვრება-მოღვაწეობის თაობაზე უცნობი ნიჭიერი ისტორიკოსის მიერ დაწერილი თხზულებაც. მას მოჰყვა ორი ნაწარმოები თამარზე, შემდეგ - ლაშა გიორგის შესახებ.

    ღია წერილი
    24.07.2013

    მიმართვა

    იძულებული ვართ შეგაწუხოთ, რადგან სამშენებლო დარგთან დაკავშირებულ და თვითმცლელი ავტომანქანების საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს გასული წლის ოქტომბრის შემდეგ სამუშაო არ გვაქვს. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან ამ თემაზე დღემდე ვერ მივიღეთ რაიმე დამაიმედებელი პასუხი. ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები მოქალაქეებს არ ხვდებიან და ამ თემაზე ჩვენს განცხადებას არ ღებულობენ, ხოლო სამუშაოს დაწყების თაობაზე დაბალი რანგის მოხელეების ყოველდღიურ დაპირებებში 2013 წლის ნახევარი გავიდა, მაგრამ მათი დაანონსებული პროექტების დაწყების პერსპექტივა არ ჩანს.

    მოსაზრება
    19.07.2013

    დავით წერეთელი

    სამართლის დოქტორი

    კონსტიტუციის ცალკეული მუხლების გადასინჯვა ან თუნდაც ახალი კონსტიტუციის მიღება თავისთავად ორდინალური მოვლენაა კონსტიტუციურ-სამართლებრივ პრაქტიკასა და თეორიაში თუკი მას ობიექტური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარემოებები უდევს საფუძვლად.

    მოსაზრება
    18.07.2013

    მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ახალქალაქის და საერთოდ, თრიალეთის მაცხოვრებლებმა შესანიშნავი საჩუქარი მიიღეს მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზის "ზარზეიმით" გახსნით, მაგრამ სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. პირველმა თოვლმა წერტილი დაუსვა რკინიგზის მუშაობას. შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მას მხოლოდ ზაფხულში უნდა ემოქმედა.

    მოსაზრება
    17.07.2013

    გიორგი თავაძე

    ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი

    დიოგენესთან კამათს არ ვაპირებ, ამიტომ პირდაპირ ვიტყვი, რომ ქონების მფლობელობა ერთ-ერთი უსერიოზულესი საკითხია, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას.

    ადამიანებს ქონების მოპოვებისკენ სწრაფვა დასაბამიდან მოსდგამთ და, შეიძლება ითქვას, გენეტიკაში გადაუვიდათ. ცხოვრების მკაცრი კანონები, შთამომავლობაზე ზრუნვა და გარდაუვალი სიბერე აიძულებს მათ, იფიქრონ მომავალზე, ქონების დაგროვებაზე.

    მოსაზრება
    15.07.2013

    როინ მეტრეველი

    მე გაზეთ "რეზონანსის" მკითხველი გახლავართ. ვაფასებ მის პროფესიულ დონეს, ინფორმაციულობას; ამიტომ გულგრილი ვერ ვიქნები მასში დაბეჭდილი მასალების მიმართ. მინდა მოგახსენოთ ჩემი დამოკიდებულების შესახებ 2013 წლის 3 ივლისის ნომერში გამოქვეყნებულ მ. ოთარაშვილის პუბლიკაციაზე.

    წერილი
    15.07.2013

    ეროვნული უნივერსიტეტის იდეა - ეს არის გასული ორი საუკუნის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ფაქტორი; ამ იდეას დაუკავშირდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის, იატორიული დიდების დაბრუნების, ევროპულ ცივილიზაციასთან უშუალოდ დაკავშირების საუკუნოვანი იმედი. ამიტომაც დიდი ივანე ჯავახიშვილისა და მის ბრწყინვალე თანამოსაგრეთა მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება თავისი მნიშვნელობით თითქმის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას გაუთანაბრდა.

    მოსაზრება
    15.07.2013

    თამაზ აქუბარდია

    პირველი და ყველაზე უფრო თვალნათლივი, რაც საბაზრო სისტემამ თბილისელებს, და არა მარტო თბილისელებს, მოგვიტანა, ისაა, რომ არა მარტო ყველა ეზოში თუ კორპუსთან, არამედ პრაქტიკულად ყველგან, სადაც კი ეს შესაძლებელი იყო, ერთი სავაჭრო ობიექტი, ანუ, როგორც მას რატომღაც დღეს "მარკეტს" ეძახიან, მაინც დაიდგა.

    ნოდარ ნათაძე
    13.07.2013

    ბატონებო, თქვენს მოვალეობად მიმაჩნია, ცალ-ცალკე და ერთობლივად, რომ გადადგათ რეალური ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მცოცავი აგრესიის აღსაკვეთად. საამისო საშუალებები საქართველოს აქვს.

    მოსაზრება
    11.07.2013

    ამბროსი გრიშიკაშვილი

    კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში სხვადასხვა ხალხი მრავალგვარი მიზეზით გამუდმებით იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს. ეს ზოგჯერ ომების, ქვეყნების დაპყრობის გზით, ზოგჯერაც მშვიდობიანად ხდებოდა. ემიგრაცია მათთვისაც სასარგებლო იყო, ვინც სამშობლოს ტოვებდა და იმ ქვეყნისთვისაც, სადაც ისინი საცხოვრებლად და სამუშაოდ გადადიოდნენ. ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად, აშშ, კანადა, ახალი ზელანდია, ავსტრალია ემიგრანტების გარეშე ასე ვერ განვითარდა. აღსანიშნავია, რომ ამერიკელ ნობელიანტთა, განსაკუთრებით ეკონომიკის დარგში, დიდი ნაწილი სწორედ მათი რიგებიდანაა.

    მოსაზრება
    10.07.2013

    ზურაბ კიკნაძე

    უნივერსიტეტის შემდგომი ბედის გარშემო გაცხოველებული კამათი, აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა პარლამენტში შესული განათლების კანონ-პროექტის შესახებ, რისი მოწმეც არის დღეს საქართველოს საზოგადოება, აწ გარდასული "ნაციონალური" რეჟიმის პირობებში სრულიად წარმოუდგენელი იყო. დღეს ეს შესაძლებელი შეიქნა, რაც უთუოდ ჩვენი, შეიძლება ითქვას, ახლადფეხადგმული დემოკრატიისა და, ასე განსაჯეთ (თუნდაც მილევადი) კოჰაბიტაციის საიმედო ნიშანია და, რაც კვლავ იმედით გვავსებს, ახალი უმრავლესობაც "ნაციონალურად" ერთსულოვანი არ არის.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×