სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.09.2013

    გენადი მესხია დოქტორი

    საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი

    მეცნიერება კაპიტალდაბანდებათა ყველაზე მომგებიანი დარგია. მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტურობა 4-ჯერ უფრო დიდია სხვა სფეროებში გაწეულ კაპიტალდაბანდებებთან შედარებით. (მაგალითად, თანამედროვე დონის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გაღებული 1 ლარის უკუგება 3 ლარს შეადგენს).

    მოსაზრება
    25.09.2013

    გურამ ყორანაშვილი

    ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ყოფილი პარლამენტარი

    გასული წლის "რეზონანსის" 26 დეკემბრის ნომერში მე მივმართავდი პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ივანე კიღურაძესა და განათლებისა და მეცნიერების აწ უკვე ექსმინისტრს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს თხოვნით, მოგვეწყო დისკუსია ქართული ისტორიოგრაფიის დღევანდელი სავალალო მდგომარეობის თაობაზე და აქედან გამომდინარე პრაქტიკულადაც რაიმე გვეღონა (და, ეს რომ ასეა, ამ გარემოებას ხაზგასმით აღნიშნავდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თავის 2012 წლის საშობაო ეპისტოლეში. მეტიც, როგორც იქნა, ამასვე აცნობიერებს რამდენიმე ისტორიკოსიც.)

    მოსაზრება
    19.09.2013

    ავთანდილ დემეტრაშვილი, ვახტანგ ჟვანია

     

    ა(ა)იპ "კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონალური ცენტრი"

    მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში (მათ შორის, გაზეთ "რეზონანსში"), ექსპერტების, პოლიტიკოსების, პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ვრცელდება ფრაგმენტული და არცთუ იშვიათად მცდარი ინფორმაცია კონსტიტუციის ახალი რედაქციით განსაზღვრული პრეზიდენტის ინსტიტუტის სტატუსის, ფუნქციების, უფლებამოსილებებისა და, შესაბამისად, სახელმწიფო ორგანიზაციაში მისი როლის შესახებ.

    მოსაზრება
    18.09.2013

    17 და 19 სექტემბერს ხაიშსა და თბილისში დანიშნულია ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ, იხ. გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდი) საჯარო განხილვა. საქართველოს ენერგოპოლიტიკის შესახებ ჩვენ ადრეც ვწერდით "რეზონანსში" (იხ. მ.წ. 25 აპრილის, "ენერგეტიკული პოლიტიკა-საფრთხე ეკოლოგიურ-სოციალური გარემოსათვის. თეზისები მდგრადი ელექტროენერგეტიკისათვის").

    ღია წერილი
    18.09.2013

    ძალიან იშვიათად გამომითქვამს ხმამაღლა ჩემი აზრები ფეხბურთზე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. ვფიქრობ, უთქმელობამ და არწყენის პოლიტიკამ მთლიანად ჩაძირა ქართული ფეხბურთი.

    მოსაზრება
    16.09.2013

    გიორგი თავაძე

    ბოლო ოცი-ოცდახუთი წლის განმავლობაში იმდენი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური თუ ყოფითი პრობლემა დაგროვდა ჩვენი ერთი ციდა სამშობლოს წინაშე, რამდენიმე ქვეყანას ეყოფოდა წლების განმავლობაში თავის სამტვრევად.

    მოსაზრება
    14.09.2013

    ლევან გვაზავა პროფესორი

    ბიბლიიდან ცნობილია, რომ ღმერთმა ტყე სამყაროს შექმნის მესამე დღეს მოავლინა და ყველა უნაყოფო ხესთან ცული მიაყუდაო. ამით მან ადამიანს წინასწარ მოუმზადა სიცოცხლისა და არსებობისთვის აუცილებელი კოსმიურ-ეკოლოგიურ-ეკონომიკური გარემო.

    წერილი
    13.09.2013

    თქვენ კარგად იცნობთ სვანეთს, მის ისტორიას, ენას, ეთნოგრაფიასა და ხუროთმოძღვრებას, პოლიფონიასა და ქორეოგრაფიას, სვანურ სამართალსა და სხვა უნიკალურ დამახასიათებელ ნიშნებს, რაც სვანეთს საქართველოს სხვა კუთხეებისაგან განასხვავებს, მაგრამ ამავე დროს ამდიდრებს და ავსებს ზოგად ქართულ კულტურას. ყოველივე ეს დღეს საფრთხის წინაშე დგას.

    წერილი
    13.09.2013

    აღმაშფოთებელი, სავალალო, შემაძრწუნებელი, კატასტროფული!... ასეთია მეცნიერთა და სპეციალისტთა შეფასება გურიაში შექმნილი მდგომარეობის გამო.

    მოსაზრება
    11.09.2013

    ამ საკითხით დავინტერესდი მას შემდეგ, რაც ივანიშვილის 2012 წლის საარჩევნო კამპანიის ტაქტიკაში ე.წ. ღია სისტემებში მოქმედი პრინციპების გამოყენება შევნიშნე. ეს პრინციპები ჩამოაყალიბა და მერე ევოლუციის კანონის სახით მეცნიერებაში დაამკვიდრა ბელგიელმა ფიზიკოსმა ილია პრიგოჟინმა (1977 წლის ნობელიანტი). პირველად, კანონი ფიზიკურ სფეროს ეხებოდა, მერე კი მისი ჭეშმარიტება მსგავსი სულიერი და უსულო სისტემებისთვის დამტკიცდა. წარმოიშვა "იზომორფიზმის" ცნება: ცდომილების ფარგლებში პროცესები ყველა მსგავს ღია სისტემაში ერთნაირად ვითარდება. ამგვარი მიდგომა სისტემური ანალიზისთვის დიდად მნიშვნელოვანია.

    ნოდარ ნათაძე
    09.09.2013

    დღევანდელი ცესკო-ს სტრუქტურა და "სამუშაო" ბაზა, რომელიც არასანდო საარჩევნიო სიებს ემყარება და ხმათა დათვლის არასანდო მეთოდებით ხასიათდება, შეიქმნა 1994-95 წლებში, როცა შენდებოდა შევარდნაძის პარტია "მოქალაქეთა კავშირი" და მზადდებოდა 1995 წლის არჩევნების ტოტალური გაყალბება. მას შემდეგ ამ კომისიის "კვალიფიკაციისა" და მისი "სამუშაო" ბაზის ეს ნაკლოვანებები განუხრელი გაღრმავების და სრულყოფის პროცესშია. არც პროკურატურის თვალი, არც პოლიციის ხელბორკილი მის არცერთ "მოღვაწეს" არ შეხებია. ეს, მოქალაქის თვალში იმის ნათელი მოწმობაა, რომ გაყალბების ამ მძლავრ მანქანას ახალი შემკვეთი და მუშტარი არ აკლია.

    ღია წერილი
    04.09.2013

    საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს

    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ქალბატონ თამარ სანიკიძეს

    კიდევ ერთხელ მივესალმებით 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, ვიმედოვნებდით და დღესაც ვიმედოვნებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მთავრობისა და პარლამენტის ხელშეწყობით შეძლებს პროფესიული განათლების სისტემაში არსებული ჯერ კიდევ მრავალი პრობლემის სწორად დანახვას, მათი აღმოფხვრისათვის სტრატეგიის შემუშავებას და ვითარების კარდინალურად შემოტრიალებას.

    ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ახალგაზრდობის, ზრდასრულთა ინტერესების დაკმაყოფილებას, მათ შეექმნებათ შესაძლებლობა თავიანთი საცხოვრებელი ადგილმდებარეობის მიხედვით მიიღონ მაღალი დონის პროფესიული განათლება, დასაქმდნენ და არჩინონ თავიანთი თავი და ოჯახიც.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×