სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    31.01.2014

    ჯემალ (გიორგი) ლაზარიაშვილი

    (ისტორიკოსი)

    XXI საუკუნის გამოწვევები, ევროპული სტანდარტებისადმი განსაკუთრებული ყურადღება, უსაფრთხოება და კეთილდღეობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას უმთავრესი ეროვნული ფასეულობების უარყოფის საფუძვლად.

    მოსაზრება
    27.01.2014

    ნოდარ ნათაძე

    ორიოდე კვირის წინ გაჟღერდა ცნობა, რომ პუტინი ჩაატარებს ცხინვალის ზონაში "რეფერენდუმს" საქართველოს ამ ტერიტორიის რუსების მიერ გამოგონილი და შექმნილი "სამხრეთ ოსეთის" სახელით, რუსეთის ფედერაციასთან შეერთების შესახებ. ეს დიდი ხანია მოსალოდნელი იყო (იხ. ჩვენი პუბლიკაციები გასული ორი წლის მანძილზე): "მკვეთრ მოძრაობებს", თუნდაც შედეგის თვალსაზრისით უპერსპექტივოს, ითხოვს პუტინის პირადი ინტერესებიც რუსეთის შიგ-ნით და, გარკვეულწილად, რუსეთის ინტერესებიც მისი შიდა და გარე მტრების პირისპირ. სახელდობრ:

    თამაზ აქუბარდია
    27.01.2014

    მე-20 საუკუნემ ქართველებს უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა დაგვიტოვა, რომელთა მნიშვნელობა სცილდება საქართველოს (რა ამაყად ჟღერს) ფარგლებს და კაცობრიობის მსოფლიო დონის შენაძენზე აცხადებს სრულიად დამსახურებულ პრეტენზიას. ამ მხრივ გამორჩეულად განებივრებული ლიტერატურით უფრო ვართ, თუმცა ქართული პოეზია, ქართული თეატრი, ქართული ცეკვა, ქართული ფოლკლორი და კიდევ მრავალი სხვა, კაცობრიობის მსოფლიო საგანძურის არანაკლები შენაძენია.

    მოსაზრება
    23.01.2014

    ჩვენი წერილის მიზანია, საქართველოში კოოპერაციის განვითარებით დაინტერესებულ პირებს გავაცნოთ "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონის გარშემო არსებული პრობლემები. ვიდრე თავად კანონზე ვისაუბრებდეთ, მკითხველის ყურადღება გვინდა მივაპყროთ არსებულ რეალობას, რომლის დასაძლევად და ზოგადად საქართველოში კოოპერაციის განვითარებისთვის საჭიროა:

    მოსაზრება
    20.01.2014

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გაფართოებული საერთო კრება ჩვენს ქვეყანაში მეცნიერების ორგანიზაციის სფეროში დღეისათვის შექმნილ ვითარებას აფასებს როგორც უკიდურესად კრიტიკულს და მიზანშეწონილად მიიჩნევს, კონკრეტული წინადადებებით მიმართოს საქართველოს ხელისუფლებას.

    მოსაზრება
    20.01.2014

     (საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის ახალი რედაქციისათვის)

    ავთანდილ დემეტრაშვილი

    სამართლის დოქტორი, თსუ-ის ემერიტუსი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი

    მალხაზ მაცაბერიძე

    პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

    ბექა ქანთარია

    სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

      საქართველოს ახალ და უახლეს კონსტიტუციურ ისტორიაზე თუნდაც ზოგადი დაკვირვების საფუძველზე შეიძლება ერთი კანონზომიერების დანახვა - მიუხედავად მისი, როგორც პოლიტიკურ-სამართლებრივი ნაწარმოების არაერთგვაროვანი შეფასებისა, განვითარების თითქმის ყველა მნიშვნელოვან მონაკვეთზე 1921 წლის კონსტიტუციის თემა ყოველთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი იყო. ვფიქრობთ, არც ამჟამად შექმნილმა კომისიამ უნდა აუაროს მას გვერდი შემდეგი მოსაზრებების გამო.

    მოსაზრება
    17.01.2014

    თეიმურაზ ღლონტი

    მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი

     

    პაატა კოღუაშვილი

    საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრი

    საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია აღრიცხული: კახური - 80, ქართლური - 72, იმერული - 75, რაჭა-ლეჩხუმური - 50, მეგრული - 60, გურული - 53, აჭარული - 52, აფხაზური - 58 და ა.შ. საქართველოში 2.5-ჯერ მეტი ვაზის ჯიშია, ვიდრე აზერბაიჯანში (200), 5.5-ჯერ მეტი, ვიდრე სომხეთში (90), 2.5-ჯერ მეტი, ვიდრე შუა აზიაში (200), 3.5-ჯერ მეტი, ვიდრე დაღესტანში (150).

    მოსაზრება
    15.01.2014

    პაატა გიორგაძე

    ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი, პროფესორი

    ჩვენ არ ვართ ღატაკი ქვეყნის შვილები. ჩვენი ყოფიერება 90-იანი წლების ეკონომიკური ფორმაციული ცვლილებების შედეგებზეა მიბმული, რასაც ხალხის გაღატაკების შეგნებული პოლიტიკა უდევს საფუძვლად. სიღატაკის დაძლევის პროგრამებზე მრავალმა მოითბო ხელი და პირადი გამორჩენის მიზნით ამ სტატუსის ხანგრძლივად დაკანონება მოინდომა, რაც გარკვეული პერიოდით შეძლეს კიდეც. ხოლო სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთა განმსაზღვრელი მეტრი ნაციონალურმა ხელისუფლებამ ადამიანთა (ამომრჩეველთა) მორჩილება-დამონების ტექნოლოგიად აქცია, სამართლებრივი საპროცესო გარიგებების ინჟინერიასთან ერთად. ერთი სიტყვით, დასრულდა 9-წლიანი ვარდოსანთა ეპოქა, პრინციპი "მეტი სარგებელი მეგობრებს, რაც შეიძლება მეტი კანონმორჩილება და პასუხისმგებლობა ხალხს" - უკვე ჩაბარდა წარსულს, მაგრამ მთელ საზოგადოებას ახლა უფრო მეტი სიფრთხილე და სიფხიზლე გვმართებს.

    მოსაზრება
    15.01.2014

    რევაზ გაჩეჩილაძე

    ისრაელში მუშაობა მომიწია იმ პერიოდში (1998-2004), როდესაც იქ სამი პრემიერ-მინისტრი შეიცვალა - ბინიამინ ნეთანიაჰუ, ეჰუდ ბარაკი და არიელ შარონი. თითოეული მათგანი საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავდა, ყველა თავისებურ პოლიტიკას ატარებდა. არიელ შარონი კი ყველასგან განსხვავებული იყო, როგორც პიროვნება და პოლიტიკოსი.

    მოსაზრება
    15.01.2014

    თვალსა და ხელს შუა განვლო წლებმა და დღეს ჩვენ საქართველოს ღირსეული მამულიშვილის - ფრიდონ თოდუას 70 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 70 წელი არც ბევრია და არც ცოტა, მაგრამ თუ ბატონი ფრიდონის განვლილ გზას გადავავლებთ თვალს, მივხვდებით, რომ ეს წლები, ჩვენი ქვეყნისთვის გარდაქმნების და კატაკლიზმების პერიოდი, ურთულესი იყო ყოველი ჩვენგანისთვის და მიუხედავად ამისა, ფრიდონ თოდუამ შეუძლებელი შეძლო. ის დღესაც თავდაუზოგავად შრომობს, მუდმივ ძიებაშია და საკუთარი ღვაწლით წარუშლელ კვალს ტოვებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.

    მოსაზრება
    09.01.2014

    ავთანდილ კახნიაშვილი

    სამართლის დოქტორი

    სულ ახლახან, ბარბარობის დღესასწაულზე, პატრიარქმა ანალიტიკური აზროვნების დეფიციტზე მიგვანიშნა. ილია ||-მ ერთ-ერთ ეპისტოლეშიც ბრძანა, რომ "საერთოდ, უფრო მეტად გვმართებს ანალიტიკური აზროვნების უნარის გამოვლენა, ვიდრე გულის კარნახით სიარული. ჩვენი ყოველი ნაბიჯი აწონილი და გამართლებული უნდა იყოს!"

    მოსაზრება
    09.01.2014

    ანზორ საკანდელიძე

    თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის თავმჯდომარე

    2013 წლის 11 დეკემბერს პარლამენტის სხდომათა თითქმის ცარიელ დარბაზში (დეპუტატებმა არ მოისურვეს ბიუჯეტის მოსმენა!) 2014 წლის ბიუჯეტის შესახებ 15 - წუთიანი მოხსენება გააკეთა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა. პარლამენტმა უპრობლემოდ დაამტკიცა წარმოდგენილი აშკარად პრობლემებიანი ბიუჯეტი.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×