მოსაზრება
27.05.2015

პაატა კოღუაშვილი

სტუ პროფესორი

კანონპროექტმა "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" ქართველი საზოგადოების ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასება დაიმსახურა. მასზე არც ერთი დადებითი გამოხმაურება არ ყოფილა საჯარო სივრცეში, რის გამოც პროექტის ავტორებმა ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე თითქოსდა "ალტერნატიული ვარიანტი" შექმნეს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ მათგანში არსად ჩანს მთავრობის ხედვა და სტრატეგია სასოფლო-სამეურნეო მიწის მიმართ. კანონპროექტი უნდა ემსახურებოდეს ხედვას, სტრატეგიას და დასახული მიზნის განხორციელებას. ამიტომ წარმოგიდგენთ საკუთარ ხედვას თითოეულ მათგანზე.

მოსაზრება
26.05.2015

ლევან ქისტაური

ეკონომიკის დოქტორი, სრული პროფესორი

მაისის დასაწყისისათვის საქართველოს ეკონომიკაში შემდეგი სურათი გამოკვეთა: ერთი მხრივ, სახეზეა სავალუტო კრიზისი, 30%-იანი დევალვაცია და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუსო რყევები კიდევ გრძელდება; მეორე მხრივ კი, 2015 წლის ოთხი თვის შედეგებით, ეკონომიკის რეალური ზრდა 3.5%-ის ფარგლებშია (2015 წლის გეგმური მაჩვენებელი - 5%), ინფლაცია - 2.5%-ია (2015 წლის მიზნობრივი მაჩვენებელი - 5%), რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

მოსაზრება
23.05.2015

დევნილი ჩინელი მწერალი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს, 2000 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. "სტოკლჰოლმში ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიალზე მეცამეტედ აფრიალდება საფრანგეთის დროშა", - აღფრთოვანებით იუწყებოდნენ ფრანგული გაზეთები, რომლებიც მკითხველებს ჩინელი მწერლის გაო სინცზიანის ტრიუმფის შესახებ აუწყებდნენ. უმაღლესი ლიტერატურული პრემია მიენიჭა საკუთარ სამშობლოში უარყოფილ სამოცი წლის მწერალს, რომელმაც ორი წლით ადრე საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო. ცხადია, ლაურეატის სამშობლოში ჯილდოს შესახებ კრინტიც არ დაძრულა.

წერილი
21.05.2015

ა. წ. ბოლო 7 თვის განმავლობაში კინოსტუდია "ქართული ფილმის" ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გვაიძულა მიგვემართა პროკურატურისთვის. ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრები სიტყვიერი დაპირებებით თითქოს აგვარებდნენ კინოსტუდიის პრობლემებს, მოჩვენებითი კომპრომისით ერთგვარად აწყნარებდნენ მეტად მათ მიერვე შექმნილ დაძაბულ სიტუაციას, სინამდვილეში კი, უბრალოდ, გვატყუებდნენ! შეცდომაშია შეყვანილი პრემიერ-მინისტრი და მთავრობა. როგორც ირკვევა, მთავრობა ფლობს სულ სხვა ინფორმაციას, რეალური სურათი კი სულ სხვაგვარია. ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მოქმედებენ შეთანხმებულად და, მთავრობაზე აპელირებით, აპირებენ კინოსტუდია "ქართული ფილმის" 100% აქციების გასხვისებას.


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×