რეზონანსი
14.02.2021

ჩვენ, საქართველოში მოქმედ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, როგორც ახალგაზრდულ სფეროში მუშაობის სოლიდური გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის მქონე დაინტერესებულ მხარეს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ახალგაზრდული სააგენტოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში დატოვება და ვთვლით, რომ იგი არ უნდა იქცეს ახლად შესაქმნელი კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეუწყებად!

რეზონანსი
09.02.2021

ევროპელმა კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედება რომ შეძლოს და მისი ძირითადი უფლებები არ იქნას ხელყოფილი, პარლამენტისა თუ მთავრობის მიერ დადგენილი ნებისმიერი რეგულაცია, პირველ რიგში, გონივრული და გასაგები („განჭვრეტადი”) უნდა იყოს, ხოლო, ბუნდოვნობის შემთხვევაში,მათი გონივრული განმარტება და სწორად შეფარდება უნდა ხდებოდეს.

რეზონანსი
02.02.2021

მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის ჩასწორებასა და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაში ნამდვილად მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, ხოლო საქართველოს „უზენაესი კანონით“ მოქალაქეებს სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და ევროპულ კავშირში სრული ინტეგრაცია გვაქვს დეკლარირებული, ფაქტია, დამოუკიდებლობის აღდგენიდან განვლილი 30 წლის განმავლობაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი ე. წ. ზოგადი უნარების ცოდნაში, ჯერჯერობით, მოვიკოჭლებთ. შესაბამისად, „რევოლუციური თემატიკაც “ პერიოდულად აქტიურდება... 

რეზონანსი
02.02.2021

 პანდემიის დაწყებამდე პოლონეთის ეკონომიკური მაჩვენებლები ჩინებული იყო: ცხოვრების დონე სწრაფად უახლოვდებოდა OECD- ის ყველაზე მოწინავე ქვეყნების დონეს, ხოლო უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები ისტორიულად დაბალ დონემდე დაიწია და OECD-ს საშუალო მაჩვენებელზე დაბალი იყო.

რეზონანსი
31.01.2021

ბატონო გიორგი,

გვსურს, გამოვეხმაუროთ 2021 წლის 28 იანვარს საქართველოს მთავრობის სხდომაზე თქვენ  მიერ გაჟღერებულ განცხადებას – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შექმნასა და ახალგაზრდობის სააგენტოს მასში გაერთიანებასთან დაკავშირებით.

რეზონანსი
27.01.2021

პირველ ყოვლისა, თავად „უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს“ სტატუსია დასადგენი. ფაქტობრივად,მხოლოდ საკონსულტაციო ორგანოა, თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სამართლდამცავები სავაჭრო ობიექტების დაკეტვას მანამდე იწყებენ, სანამ მთავრობა შესაბამის დადგენილებას გამოსცემს. არადა, შესაძლებელია, საბჭოს რეკომენდაციებსა და ნორმატიულ აქტებში მკაფიოდ ისიც კი არ იყოს განსაზღვრული, თუ ვის და როდიდან ეკრძალება საქმიანობა... 

რეზონანსი
27.01.2021

 გასული 2020 წლის მანძილზე, ჩინეთ-საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების ტენდენცია შენარჩუნდა. ჩვენმა ქვეყნებმა ყველაფერი იღონეს ეპიდემიით გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის დასაძლევად და სხვადასხვა სფეროში კვლავაც თვალსაჩინო შედეგებს მიაღწიეს.

რეზონანსი
26.01.2021

 ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის რეგიონალური ინიციატივა აზერბაიჯანში, რუსეთში, სომხეთში, საქართველოსა და ბოლოს, თურქეთში ვიზიტებით ხორციელდება. აღნიშნული ვიზიტი მრავალმხრივი, უმნიშვნელოვანესიდა სტრატეგიული კონსულტაციებით, კავკასიის ყველა რეგიონალური და ადგილობრივი აქტორისა და მოთამაშის ტერიტორიაზემიმდინარეობს და მან შესაძლოა გარდატეხა შეიტანოს მნიშვნელოვანი პროცესების განვითარებაში რეგიონში მშვიდობის დამყარების და განმტკიცების მიმართულებით.


Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×