რეზონანსი 04.04.2021

ცხადია, როდესაც საქართველოს პარლამენტის 150-ადგილიან სხდომათა დარბაზში მხოლოდ 90–მდე თანაპარტიელი იკრიბება, ხოლო ამერიკელი „სტრატეგიული პარტნიორებიც“ და „ევროპელი მეგობრებიც“ ცარიელი სადეპუტატო სავარძლების 50–მდე ოპოზიციონერით შევსებას ცდილობენ, არ უნდა ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრი გვეყოლება თუ - 14. მით უმეტეს, რომ ისეთი პრინციპული გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც მაგ., „უვადო უზენაესი მოსამართლის“ კანდიდატურის შერჩევაა, რატომღაც, საბჭოს 11 წევრის ხმაც არის საკმარისი... შესაბამისად, „უზენაესი კანონით“, დეპუტატთა სრული შემადგენლობის მესამედსაც კი შეუძლია კანონის მიღება, ხოლო მოსამართლის უვადოდ გამწესებისთვის „ხალხის რჩეულთა“ ხმების ნახევარიც კმარა... ამასთან, ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, რომლის კონსტიტუცია პარლამენტს აქვს მიღებული და არა - მოქალაქეებს...
|
რეზონანსი 28.03.2021

მედიით ვრცელდება ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნებში კოვიდით ინფიცირებულთა რიცხვის საგრძნობი მატებისა და ქალაქების „ჩაკეტვის“ თაობაზე . ამასთან, ექსპერტები „მესამე ტალღას“ არც საქართველოში გამორიცხავენ. არადა, კიდევ ერთი „ლოქდაუნი“ თვითდასაქმებულ მოქალაქეებს გადარჩენის იმედსაც დაუკარგავს და ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „ლეგიტიმურ რევოლუციასაც“ შეუქმნის სოციალურ საფუძველს. დროა, გამოსავალზე ვიფიქროთ.
|
რეზონანსი 21.03.2021

ცნობილია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედით გარანტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს. შესაბამისად, ევროკავშირში სრულ ინტეგრაციაზე ორიენტირებულ საქართველოში, პირველ რიგში, რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო გვაქვს ჩამოსაყალიბებელი, რისთვისაც „უზენაესი კანონით“ იუსტიციის უმაღლესი საბჭო შევქმენით, რომელიც დანიშნულებას ვერ ამართლებს (კიდევ კარგი, მასაც „უზენაესი“ არ დავარქვით...).
|
ია აბულაშვილი 17.03.2021

ცნობილი კიონრეჟისორი გოგი თორაძე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობიდან გამოსავალს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებაში ხედავს. მისი თქმით, ქართული საზოგადოება დაიღალა პოლიტიკოსთა ბავშვური სიჯიუტით.
|
რეზონანსი 11.03.2021

3 მარტს „საქართველოს რესპუბლიკაში" ჩემი ვრცელი სტატია გამოქვეყნდა სათაურით „კმარა დაპირისპირება!" გულისტკივილით აღვნიშნე, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ „ვიღაც მესამე" სულ ცდილობს საზოგადოების „ამისტებად" და „იმისტებად" დაყოფას (მორის ფოცხიშვილს ჰყავს ლექსში ნახსენები ეს „ვიღაც მესამე", რომელიც მაშინ „ხარობს, როდესაც ძმებს ღალატობენ ძმები", ხოლო გალაკტიონისთვის ეს „ვიღაც მესამე მახინჯია"...). შედეგად, ერთად დგომის ნაცვლად ქართველები 30 წელია, ფაქტობრივად, მხოლოდ „პოლიტიკური შეხედულებებისთვის" ვლანძღავთ და ვასისხლიანებთ ერთმანეთს, ამასთან უკვე სპორტსმენები (ფეხბურთელები, მოჭიდავეები, მკლავჭიდელები, რაგბისტები...) დაუპირისპირდნენ ერთმანეთს...
|
რეზონანსი 10.03.2021

როგორც ფართო საზოგადოებისათვის ცნობილია, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის ჯერ-ჯერობით საბოლოოდ არ არის დადგენილი სახელმწიფო საზღვარი. კერძოდ, ჯერ კიდევ არ არის დემარკირებული სახელმწიფო საზღვრის 40%-ზე მეტი, რაც გარკვეულ ტერიტორიულ თუ სასაზღვრო პრობლემებს წარმოშობს. ეს ფაქტორი კი განსაკუთრებით დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ საკითხებში პოულობს თავის განსახიერებას.
|
მოსაზრება 08.03.2021

1921 წელს ლიდერებისა და ინტელიგენციის დიდი ნაწილი იძულებული იყო, დაეტოვებინა საქართველო და ქვეყანას თითქმის მთელი საუკუნე დასჭირდა, რომ კვლავ მოეპოვებინა რეალური თავისუფლება. მაგრამ დღეს ქართველებს თვალზე თითქოს ბინდი აქვთ გადაკრული ან დაავიწყდათ წარსული, შესაბამისად, ვერ აღიქვამენ რეალობას და იმავე შეცდომებს უშვებენ.
|
რეზონანსი 08.03.2021

ბრეჟნევის დროინდელ „ძირითად კანონში“ შეტანილი პირველივე ცვლილებით ვამცნეთ მსოფლიოს, რომ „საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა“... აღნიშნული ფორმულირება შევარდნაძის დროს მიღებული „უზენესი კანონის“ კობახიძისეულ რედაქციაში აღდგა, რითაც სამომავლო მიზანი ისევ რეალობად წარმოვაჩინეთ. არადა, ხელისუფლებათა რეალური დანაწილება, მართლაც, ჯერ კიდევ 30 წლის წინ უნდა დაგვეწყო, ვინაიდან ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებობის ყველაზე ეფექტურ შემაკავებელს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა დაცვის ქმედით გარანტს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო წარმოადგენს. სწორედ ტოტალიტარიზმისგან განთავისუფლებული საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში რეალური რეფორმის განსახორციელებლად (პირველ რიგში, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველყოფად და მართლმსაჯულების განხორციელების ხარისხის ასამაღლებლად) შეიქმნა კონსტიტუციური ორგანოც – იუსტიციის უმაღლესი საბჭო (კიდევ კარგი, მასაც „უზენაესი“ არ დავარქვით...).
|
რეზონანსი 01.03.2021
კომუნისტებისგან ხელისუფლების მშვიდობიანად გადმობარებისთანავე ბრეჟნევის დროინდელი "ძირითადი კანონის" პირველივე მუხლში შეტანილი ცვლილებით ვამცნეთ მსოფლიოს, რომ საქართველო "დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოა". მოქალაქეების "ურყევი ნება, სამართლებრივი სახელმწიფო დაგვემკვიდრებინა", შევარდნაძის დროს მიღებული "უზენესი კანონის" პრეამბულაში გადავიტანეთ (გონივრული გადაწყვეტილებაა. კონსტიტუციის "უზენაესად" მოხსენიებას კი ვერ გავამართლებ...), ხოლო კობახიძისეულ რედაქციაში, ფაქტობრივად, ისევ გამსახურდიას "უზენაესი საბჭოს" დროინდელი ფორმულირება გადმოვიტანეთ და სამომავლო მიზანი ისევ რეალობად წარმოვაჩინეთ. კი ბატონო, იცოდეს მსოფლიომ, რომ "საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო!" (პუნქტი 4.1), მაგრამ არც მისმა მოქალაქეებმა უნდა დავივიწყოთ, რომ, ფაქტობრივად, უკვე 30 წელია, რაც ხელისუფლებათა დანაწილებისა და კანონის უზენაესობის პრინციპიც ვაღიარეთ, ხოლო ადამიანის უფლებების დაცვა პრიორიტეტულად მივიჩნიეთ.
|
რეზონანსი 24.02.2021

ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, საქართველოს დედაქალაქში საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიის ნაწილები შემოვიდნენ. თბილისში შემოსვლამდე ოკუპანტებმა უკვე დატოვეს სისხლიანი კვალი, დაიღუპნენ გულანთებული ქართველი პატრიოტები. ამასთან, ეს აღმოჩნდა დასაწყისი იმ ენით აღუწერელი სისასტიკისა, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა საბჭოთა ოკუპაციის 70 წლის განმავლობაში. ისტორიამ ნაკლებად იცის უფრო დაუნდობელი და ანტიჰუმანური სახელმწიფო, ვიდრე ბოლშევიკების მიერ შექმნილი საბჭოთა კავშირი. ათიათასობით საქართველოს მოქალაქე დაიღუპა ძალადობრივი სიკვდილით.
|
რეზონანსი 21.02.2021

მიუხედავად თბილისის მერის მცდელობისა, პარლამენტის წინ „რეკრეაციული ზონა“ მოეწყო, როგორც ჩანს, ამჯერადაც მთავარი მოვლენები ისევ ეკლესიის ადგილზე აღმართული შენობის წინ მდებარე „მაიდანზე“ განვითარდება. ვინაიდან მიკროფონს არავინ მანდობს, ვცდილობ, პოლიტიკოსებსა და „ხელისუფლების წყაროს“ (ხალხს, მათ შორის _ „გამარჯვებულებს“...) ამჯერადაც გაზეთის მეშვეობით მივაწვდინო ხმა...
|
პეტრე მამრაძე 21.02.2021

„ეს არის ავადმყოფი ერი, ამათ სანამ არ დაა..ვავ თავზე და დედას არ მოუ..ნავ, ვერ იგებენ ვერაფერს“, - ეუბნება თემურ ალასანია თავის დისშვილს, კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორ მიხეილ სააკაშვილს 2018 წლის ოქტომბრით დათარიღებულ ცნობილ სატელეფონო საუბარში. ალასანია რამდენჯერმე ემოციურად იმეორებს: „ქართველების დედა მოვ..ან მე!“ სააკაშვილი ეთანხმება - „,ეგრე იყო ეს ხალხი მთელი ცხოვრება და ახლა რაა ისეთი?“
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|