სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მიმართვა
    24.09.2010

      მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რათა საქართველოს პატრიოტული სულისკვეთებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა და ორგანიზაციებმა შეაერთონ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს გადასარჩენად.

    წერილი
    22.09.2010

    მართვის ტვირთის მექანიკური გადატანა პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე ნამდვილად არ შეიძლება განხილული იქნეს ქვეყნის დემოკრატიზაციად კონსტიტუციური რეფორმის გზით. შესაბამისად, გაჭირდება კონსტიტუციის არსებითად ახალი ტექსტის განხილვა და გათავისება ქვეყნის დემოკრატიზაციის ნორმატიულ ინსტრუმენტად.

    წერილი
    20.09.2010

    თავდაპირველი და კლასიკური (მონისტური) პარლამენტარიზმის უმთავრესი ნაკლის - სამთავრობო არასტაბილურობის შედეგებმა მთელი რიგი ქვეყნები აიძულა ახალი ძალისხმევით დაფიქრებულიყვნენ ამ პრობლემის გადაჭრაზე. მისი "მალამო" არაერთ ქვეყანაში აღმოჩნდა ყყ საუკუნის კონსტიტუციონალიზმის ერთგვარი მონაპოვარი - უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი. ეს პროცედურა სწორედაც რომ მიგნებული იქნა როგორც სამთავრობო არასტაბილურობის საწინააღმდეგო მექანიზმი. ის ნამდვილად ეფექტურად იცავს მთავრობას ყოველდღიური რყევებისაგან.

    წერილი
    09.09.2010

      დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველ მოსწავლეთა ნაკრებმა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. აქამდე ოქროს მედალი კიდევ ერთ ქართველ მოსწავლეს, გიორგი დათუაშვილს ჰქონდა მოპოვებული 1990 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, რაც არანაკლებ საამაყოა.

    ღია წერილი
    13.08.2010

      ღია წერილი საქართველოს 
      პრეზიდენტს
       
      ბატონ მიხეილ სააკაშვილს
      ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!
       

      ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ თქვენი განკარგულების გამო, რომელიც ითვალისწინებს თბილისში "კავკასიური სახლის" შენობის "სმირნოვების მუზეუმისთვის" გადაცემას, რაც, ფაქტობრივად, მისი მუშაობის შეწყვეტას ნიშნავს. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოურ სივრცეში კვლავ დამკვიდრდა კულტურული ინსტიტუციების დაშინება-შევიწროების სავალალო ტრადიცია, რაც სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს.

    მიმართვა
    13.08.2010

      საქართველო პრეზიდენტს, 
      მიხეილ სააკაშვილს
       
      ძვირფასო ბატონო პრეზიდენტო,
       
      ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რომ საქართველოში უძველესი სამშვიდობო ორგანიზაციის "კავკასიური სახლის" შენობა, რომელიც 1998-2000 წლებში ფონდი "ჰორიზონტის" მიერ იქნა აღდგენილი, გადაეცეს სხვა ორგანიზაციებს.

    წერილი
    13.08.2010

    კაპიტალისტურმა ქვეყნებმა უმძაფრეს კონკურენციაში მიაღწიეს განვითარების დღევანდელ დონეს.
      მე ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არა იმდენად გეოპოლიტიკა, რამდენადაც განათლებაა უპირველესი პრიორიტეტი და ხსნა. საქმე საქმეზე რომ მიდგა, ქმედითი დახმარება ვერავინ ვერ გაგვიწია. ჰუმანიტარული ტვირთებით მოგებული ომისა კი რა მოგახსენოთ. "ჩვენს დროში მიღებული არ არის ანგარიშის გაწევა სუსტებისათვის, ანგარიშს უწევენ მხოლოდ ძლიერებს". ი. სტალინი. ამიტომ არ გვიწევს რუსეთი ანგარიშს. "დღეს მძლეთამძლეა ის, ვინც მცდელია და ბეჯითია სულითა და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა", - ილია ჭავჭავაძე.

    განცხადება
    06.08.2010

      ვაცხადებთ პროტესტს კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის "კავკასიური სახლის" გაუქმებისა და კულტურის სამინისტროს მხრიდან მისთვის იმ შენობის წართმევის მცდელობის გამო, რომელიც ამ ორგანიზაციამ მეგობარი ევროპული ფონდების დახმარებით გადაარჩინა დანგრევას, აღადგინა და გადააქცია მულტიეთნიკური საქართველოს კულტურული ცხოვრების კერად, განათლებისა და კავკასიური სამშვიდობო პოლიტიკის ცენტრად.

    წერილი
    06.08.2010

    როსტომ ჩხეიძე 

    ბოლო ხანს, თუ რაიმე გახმაურდა ჩვენს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში, უპირველესად, მაინც "კავკასიური სახლის" ირგვლივ დატრიალებული ამბები. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციას ართმევენ შენობას, რათა იქ სმირნოვების მუზეუმი გაიხსნას. ცოტა ძნელი გასაგებია, თუ რა აუცილებელია სმირნოვების მუზეუმის გახსნა, რას შესძენს ის ასე სასიკეთოს ჩვენს საზოგადოებრივ-კულტურულ ყოფას, მაშინ როდესაც საქართველოს სამოქალაქო ცხოვრებისათვის დიდად მნიშვნელოვანი მუზეუმები ზოგი დასაარსებელია და ზოგიც მისახედი გვაქვს, მაგრამ დაე, დავყაბულდეთ ამ მოსაზრებასაც და გადაწყვეტილებასაც.

    წერილი
    31.07.2010

      საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებამ, რომლის თანახმადაც "კავკასიური სახლის" ბაზაზე იქმნება და მისი უფლებამონაცვლე ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სმირნოვების მუზეუმი", საზოგადოების დიდი მღელვარება გამოიწვია. გვირეკავენ და გვწერენ "კავკასიური სახლის" მეგობრები, მისი მნიშვნელობის მცოდნენი და მისი მოღვაწეობის დამფასებელნი ყოველი მხრიდან, ჩრდილო თუ სამხრეთ კავკასიიდან და უცხოეთიდან, გვიცხადებენ თანადგომას და მზადყოფნას დახმარების გაწევისათვის, თუმცა ჩვენ ამ ფაქტის თაობაზე ჯერ არავითარი კომენტარი არ გაგვიკეთებია და არც ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და დონორი ორგანიზაციებისათვის შეგვიტყობინებია არაფერი. ამას მოვლენების განვითარების მიხედვით გავაკეთებთ.

    წერილი
    31.07.2010

      რედაქციისგან: ეს მიმართვა საფრანგეთის საელჩოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. ბატონი ერიკ ფურნე ყურადღებას ამახვილებს იმ პრობლემბზე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებს და აგრეთვე იმ საკითხების გადაჭრის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელსაც ევროკავშირი საქართველოს მთავრობისაგან ითხოვს. გაზეთი "რეზონანსი" უცვლელად გთავაზობთ საფრანგეთის ელჩის მიმართვას.

    განცხადება
    29.07.2010

      სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის წევრების მიმართ უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში, მიმდინარეობს დევნა მათ მიერ მხოლოდ და მხოლოდ გამოხატვის თავისუფლების განხორციელების გამო. მოძრაობის 8 წევრი უკვე ორი თვეა, პატიმრობაში იმყოფება, ხოლო ლიდერის, მალხაზ გულაშვილისა და მისი არასრულწლოვანი ვაჟის, დავითის მიმართ ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოიყენა მუხლი, რომლითაც დღემდე საქართველოს არც ერთი მოქალაქე საკუთარ სამშობლოში არ გაუსამართლებიათ.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved