სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    12.04.2010

    კონსტანტინე ჟღენტი

      ძალიან მომეწონა "რეზონანსის" ერთ-ერთ წინა ნომერში ბატონი პაატა ზაქარეიშვილის ნათქვამი იმის თაობაზე, რომ "ჩრდილოეთ კავკასიას სჭირდება არა სისხლი და იარაღი, არამედ განვითარება". სრულად ვეთანხმები მის იმ მოსაზრებასაც, რომ "დუგინი შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი.... და მას რუსეთი სჭირდება, როგორც მილიტარისტული სახელმწიფო", რომ "რამდენადაც ხშირად მოუსმენს რუსეთის ხელისუფლება დუგინის მოსაზრებებს, მით უფრო ცუდი იქნება მათთვის". მაგრამ გავბედავ და ვიტყვი, რომ ეს ყველაფერი მოვლენების მხოლოდ ჩვენ (ბატონი პაატასი და ჩემიც) მიერ დანახული და სასურველი აღქმაა, რასაც, სამწუხაროდ, ამჟამინდელ და საკმაოდ ხანგრძლივ მომავალ რეალობასთან ძალიან მცირე კავშირი აქვს.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    06.04.2010

      ეს წერილი არის პასუხი ბატონ სოზარ სუბარის წერილზე ("გამარჯვების ფორმულა - თანხმობა, დათმობა და რაციონალიზმი", "რეზონანსი", 31.03.2010.). რა თქმა უნდა, დადებითი, რამდენადაც სრულად ვეთანხმები მის სულისკვეთებას იმდენად, რამდენადაც ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანისათვის გასაგებია ის საფრთხეები, რომელიც საქართველოს და მის მოსახლეობას ემუქრება სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რასაც "ყველა ხედავს - შინაურიც და გარეულიც, მტერიც და მოყვარეც" (წინამდებარე სტატიაში ბრჭყალებში მოთავსებული ყველა წინადადება, ეკუთვნის ბატონ სოზარ სუბარს, თუ სხვა დამატებითი წყარო მითითებული არ არის), მაგრამ სულისკვეთებიდან სისრულემდე "გამარჯვების ფორმულას" მხოლოდ ნახევარი ნაბიჯი, ან შეიძლება მეოთხედი (ან უფრო ზუსტი რომ ვიყო, შესანიშნავი ქართული ფილმის "შერეკილების" კინოგმირს ერთაოზ ბრეგაძეს დავესეხები და ვიტყვი - მათემატიკური სიმბოლო, "ჭიაყელასავით რომ დაიკლაკნება", აკლია, რომელზეც მინდა ქვემოთ გესაუბროთ.

    წერილი
    03.04.2010

    კონსტანტინე ჟღენტი
       
      საერთოდ, როდესაც ადამიანს იმგვარ ტყუილს ეუბნები, როგორის მოსმენაც მას სურს, ასე ვთქვათ, "საყოფაცხოვრებო დონეზე" ცუდი სრულიადაც არ არის. პირიქით, როდესაც ამას კარგი ადამიანისათვის სიამოვნების მინიჭების ან დაძაბულობის მოსახსნელად იყენებ, ეს შეიძლება კარგი კომუნიკაბელობის, კორექტულობის და ზოგჯერ კარგი მეგობრობის მაჩვენებელიც კია.

    წერილი
    03.04.2010

    ევა გოცირიძე
    საერთაშორისო სამართლის დოქტორი
      
      დღეს ერთი ფილოსოფიურ-სამართლებრივი საკითხი ამომიტივტივდა თავში - აგებენ თუ არა დანაშაულისათვის პასუხს მონები, თუ ისინი თავიანთი ბატონის დავალებას ასრულებენ? თუმცა, "იმედის" მოდელირებული "ქრონიკის" ავტორებისათვის დიდი პატივი იქნებოდა, ეს საკითხი მართლა ფილოსოფიურ რილში რომ განგვეხილა. ფილოსოფიას ასეთ შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ. დღეს საქართველოში ნებაყოფლობითი მონობის ისეთი სტანდარტებია ჩამკვიდრებული, რომ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაც კი ვეღარაფერს გვშველის. ჟურნალისტური მონობა ჟურნალისტური თავისუფლების სახელით! რა შეიძლება იყოს ამაზე სამარცხვინო და გულის ამრევი?! თუმცა, ემოციებს გვერდზე გადავდებ. ახლა ამის დრო არ არის. ახლა სამართლის ამოქმედების დროა. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას.

    წერილი
    03.04.2010

      "ჩვენ გვიყვარდა ჩვენი მამული, ჩვენი მიწა-წყალი, უმისოდ ჩვენი თავი ვერც კი წარმოგვედგინა, და ამ სიყვარულმა, ამ მიკერებამ მიწაზედ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, შეჰქმნა თვით ჩვენი ისტორიაც. ჩვენი ძალ-ღონე, ჩვენის ცხოვრების და ვინაობის ბურჯი, ჩვენი მკვიდრი და უტყუარი შემნახველი, ჩვენი სიკეთე და სიმდიდრე მიწა და გუთანია." ილია ჭავჭავაძე

    წერილი
    01.04.2010

      13 მარტს ტელეკომპანია იმედზე გასულმა იმიტირებულმა ომმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სანამ საქართველოს მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა მართავს, ქვეყანა უსაფრთხოდ ვერ იქნება. ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახა საერთაშორისო საზოგადოებამაც. შესაბამისად, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა რომ აუცილებელია ქვეყნის გადარჩენისთვის, ამას ყველა ხედავს - შინაურიც და გარეულიც, მტერიც და მოყვარეც. განსხვავება მხოლოდ იმაშია, ვის უნდა ეს ცვლილება (ანუ ქვეყნის გადარჩენა) და ვის - არა, ან ვის როგორ წარმოუდგენია ამის გაკეთება.

    წერილი
    27.03.2010

    ნიკოლოზ ლელუაშვილი,
      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

    კაპიტალისტურმა ქვეყნებმა უმძაფრეს კონკურენციაში მიაღწიეს განვითარების დღევანდელ დონეს.

    წერილი
    27.03.2010

    ნიკოლოზ ლელუაშვილი,
      საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

    კაპიტალისტურმა ქვეყნებმა უმძაფრეს კონკურენციაში მიაღწიეს განვითარების დღევანდელ დონეს.

    ალექსანდრე შალაბერიძე
    25.03.2010

      კარის მლიქვნელებს და ხელის ბიჭებს რა გამოლევს ქვეყანაზე, განსაკუთრებით იქ, სადაც გაქანებული ავტორიტარიზმია და ერთი კაცის ნებაზეა (ტირანიაზეა) აგებული მთელი ქვეყანა. ის, რომ "ისტორიული წარმოსახვა ჯერ არასოდეს გაფრენილა ასე შორს, ოცნებაშიც კი..." (ნიცშე, "ისტორიის სარგებლობა და მავნებლობა") შესაძლებელი გახდა სააკაშვილის თავში გაჩენილი ავადმყოფური ფანტაზიის წყალობით, რომელიც "ქართული ოცნების რეკვიემის" წარმოდგენით გავიდა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

    წერილი
    24.03.2010

      ძვირფასო რედაქციავ, მადლიერებას გამოვხატავთ გაზეთ "რეზონანსის" 10 მარტის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაზე სათაურით, "კონიაკის დასახლებას პრობლემებზე პასუხი მალე ექნება - ამბობს გამგებელი", სადაც ვრცლად არის მიმოხილული გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ანუ ყოფილი კონიაკის ქარხნის, ასევე ყოფილი მებაღეობის დასახლებაში არსებული მდგომარეობა.

    თამაზ აქუბარდია
    23.03.2010

      საბანკო სფეროს მიმართ ამერიკის სამთავრობო პოლიტიკა რომ ძირეულად შეიცვალა, უკვე არავისთვის აღარ წარმოადგენს საიდუმლოს.

    ექსპერტთა კლუბი
    12.12.2009

    საქართველოს უშიშროების ორგანოებში მთელი მისი არსებობის მანძილზე საქმიანობის წარმოება მიმდინარეობდა ცენტრალიზებულად, იმართებოდა ქ. მოსკოვიდან. გამონაკლისს არც უწყების არქივის საქმის წარმოება წარმოადგენდა. საარქივო ქვედანაყოფის თანამშრომლები შეირჩეოდნენ, ინიშნებოდნენ, საჭიროების შემთხვევაში გადაადგილდებოდნენ კიდევაც და თავისუფლდებოდნენ სამსახურიდან უშიშროების ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიერ, მაგრამ მათი ყოველდღიური საქმიანობა წარიმართებოდა საკავშირო სუკ-ში შემუშავებული და დამტკიცებული ბრძანებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.


    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter