სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    სიმონ კილაძე
    23.10.2010

      წინა პუბლიკაციებში (9 და 16 ოქტომბერი) განხილულ-გაანალიზებული იყო საქართველოს საზღვრების მდგომარეობა აზერბაიჯანთან, სომხეთთან და რუსეთთან. ამჯერად გთავაზობთ საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებული საკითხების განხილვას.

    წერილი
    16.10.2010

    საზოგადოებაში ჯერ ისევ ნიჰილიზმი და აპათიაა. ყოველ შემთხვევაში, მის საპროტესტო ნაწილში. ამ ფონზე რეალურად ოპოზიციური ძალები თავიანთი ამჟამინდელი საქმიანობით მოსახლეობაში იმედის ნაპერწკალსაც კი ვერ აღვივებენ. ეს, თავის მხრივ, ოპოზიციაში არსებული მრავალფეროვანი პრობლემებითაა განპირობებული. ოღონდ ამ შემთხვევაში ვგულისხმობთ არა ხელისუფლების მიერ შექმნილ პრობლემებს, არამედ იმას, რომ ოპოზიცია როგორღაც ვერ იაზრებს თავის შეცდომებს და აქედან გამომდინარე, ვერ ხედავს თავისი პოლიტიკური საქმიანობისა თუ საიმიჯო სისუსტეებს. შესაბამისად, არც მათ გამოსწორებაზე ზრუნავს.

    წერილი
    13.10.2010

      რამდენიმე ხნის წინ "რია ნოვოსტი"-ში ჩატარდა ქართველი ოპოზიციისა და უფლებადამცველების მრგვალი მაგიდა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს რუსმა უფლებადამცველებმაც: ლუდმილა ალექსეევამ, ვალენტინ გეფტერმა, სერგეი კოვალიოვმა, ალექსეი სიმონოვმა, ერნესტ ჩორნიმ.

    ღია წერილი
    11.10.2010

    რედაქციისაგან: ღია წერილში მოყვანილი უდავოდ მტკივნეული თემების გამო გადავწყვიტეთ, უცვლელად შემოგთავაზოთ წერილი, თუმცა რედაქცია საკუთარ თავზე ვერ აიღებს მტყუან-მართლის გარჩევას. ამიტომაც მივმართავთ განათლების სამინისტროს და შესაბამის სამსახურებს, გაერკვნენ საკითხის არსში, ჩვენ კი გავაშუქებთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ასევე მზად ვართ, მოვუსმინოთ კონფლიქტის ყველა მხარეს.

    წერილი
    05.10.2010

      როგორც 1957 წლიდან წევრი, თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საშეფო კომისიისა, რომელიც კურირებდა ქართულ სკოლებს საინგილოში (აზერბაიჯანის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონები) და რომელიც ჩუმად გაუქმდა (მისი დოკუმენტაციის "გაქრობის" ფორმით) ამ რამდენიმე წლის წინ მისი უკანასკნელი თავმჯდომარის აკად. ნ. ამაღლობელის გარდაცვალებისთანავე, თავს მოვალედ ვრაცხ საზოგადოებას ვაცნობო შემდეგი:

    წერილი
    04.10.2010

      საყოველთაო აზრით, და ამასვე გვეუბნებიან ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრები, აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შესაძლებელი გახდება იმ შემთხვევაში, თუ საქართველო იქნება დემოკრატიული, წარმატებული და მდიდარი სახელმწიფო. ამ აზრში არის გარკვეული სიმართლე. ამასვე აჩვენებს მსოფლიო პრაქტიკა - ღარიბი და მოუწყობელი სახელმწიფოებიდან მოსახლეობა გარბის, რომ მდიდარ და მოწყობილ სახელმწიფოებს შეაფაროს თავი.

    წერილი
    27.09.2010

    1992 წლის 14 აგვისტოს და 2008 წლის 8 აგვისტოს ცნობილმა მოვლენებმა ერთნაირად დამანგრეველი დარტყმები მიაყენეს საქართველოს სახელმწიფოებრიობას. ეს ორი ტრაგიკული მოვლენა, მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით და ავანტურისტულ-პროვოკაციული ხასიათით, ტყუპისცალივით ჰგავს ერთმანეთს. მათ შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ პირველ შემთხვევაში, საქართველომ ერთ წლის მანძილზე დაკარგა აფხაზეთი, მეორე შემთხვევაში კი, ორ დღეში შიდა ქართლის დიდი ნაწილი, კოდორი და ყველასათვის მოულოდნელად, ქართული მიწის მშვენება და ქსნის ერისთავთა საუფლო-ახალგორი. ესაა ისტორიული სინამდვილე და მას თვალი უნდა გავუსწოროთ.

    მიმართვა
    24.09.2010

      მიგვაჩნია, რომ დადგა დრო, რათა საქართველოს პატრიოტული სულისკვეთებისა და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებმა და ორგანიზაციებმა შეაერთონ თავიანთი ძალისხმევა საქართველოს გადასარჩენად.

    წერილი
    22.09.2010

    მართვის ტვირთის მექანიკური გადატანა პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე ნამდვილად არ შეიძლება განხილული იქნეს ქვეყნის დემოკრატიზაციად კონსტიტუციური რეფორმის გზით. შესაბამისად, გაჭირდება კონსტიტუციის არსებითად ახალი ტექსტის განხილვა და გათავისება ქვეყნის დემოკრატიზაციის ნორმატიულ ინსტრუმენტად.

    წერილი
    20.09.2010

    თავდაპირველი და კლასიკური (მონისტური) პარლამენტარიზმის უმთავრესი ნაკლის - სამთავრობო არასტაბილურობის შედეგებმა მთელი რიგი ქვეყნები აიძულა ახალი ძალისხმევით დაფიქრებულიყვნენ ამ პრობლემის გადაჭრაზე. მისი "მალამო" არაერთ ქვეყანაში აღმოჩნდა ყყ საუკუნის კონსტიტუციონალიზმის ერთგვარი მონაპოვარი - უნდობლობის კონსტრუქციული ვოტუმი. ეს პროცედურა სწორედაც რომ მიგნებული იქნა როგორც სამთავრობო არასტაბილურობის საწინააღმდეგო მექანიზმი. ის ნამდვილად ეფექტურად იცავს მთავრობას ყოველდღიური რყევებისაგან.

    წერილი
    09.09.2010

      დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველ მოსწავლეთა ნაკრებმა ინფორმატიკის მსოფლიო ოლიმპიადაზე პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. აქამდე ოქროს მედალი კიდევ ერთ ქართველ მოსწავლეს, გიორგი დათუაშვილს ჰქონდა მოპოვებული 1990 წელს ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, რაც არანაკლებ საამაყოა.

    ღია წერილი
    13.08.2010

      ღია წერილი საქართველოს 
      პრეზიდენტს
       
      ბატონ მიხეილ სააკაშვილს
      ღრმად პატივცემულო ბატონო პრეზიდენტო!
       

      ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ თქვენი განკარგულების გამო, რომელიც ითვალისწინებს თბილისში "კავკასიური სახლის" შენობის "სმირნოვების მუზეუმისთვის" გადაცემას, რაც, ფაქტობრივად, მისი მუშაობის შეწყვეტას ნიშნავს. სამწუხაროდ, პოსტსაბჭოურ სივრცეში კვლავ დამკვიდრდა კულტურული ინსტიტუციების დაშინება-შევიწროების სავალალო ტრადიცია, რაც სათავეს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან იღებს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter