სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    08.12.2010

    |. უფლებრივ მიმართებას ერთის მხრივ საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, მეორეს მხრივ ქართველ ერს, საქართველოს მოქალაქეებს მთლიანად და საქართველოს საზოგადოებრიობას შორის, სხვა მრავალ ნაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, შემდეგი სამი ძირითადი ფაქტორიც განსაზღვრავს.

    წერილი
    06.12.2010

      ორიოდე დღის წინ ჩემს საყვარელ გაზეთ "რეზონანსში" წავიკითხე, რომ თურმე ხელისუფლებას შევკვრივარ და ქართული ჟურნალისტიკის დაქცევა-განადგურება განმიზრახავს, ეს სიტყვასიტყვით არ ეწერა, მაგრამ საერთო აზრი ასეთი იყო.

    წერილი
    06.12.2010

    ჯუმბერ ხაბურზანია
    საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის სამმართველოს ყოფილი უფროსი
       
      საგანგებო ვითარებისგან მოსახლეობის დაცვაზე მზრუნველობას გააჩნია დიდი ისტორიული ტრადიციები და მას ბევრი საერთო აქვს უსაფრთხოების პრობლემების გადაჭრის თვალსაზრისით ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

    წერილი
    04.12.2010

      რედაქციისაგან: პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა კვირაზე მეტია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა და შესაბამისი დოკუმენტაციაც წარადგინა. არჩევნები 27 დეკემბერს გაიმართება. ვითვალისწინებთ რა საზოგადოების უდიდეს ინტერესს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, როგორც ქართველთა ტრადიციული საგანმანათლებლო კერის მიმართ, საზოგადოებას ვთავაზობთ ქალბატონი მარიამ ცაცანაშვილის კონცეფციას და ასევე ვთავაზობთ სხვა კანდიდატებს, ჩვენი ფურცლებიდან გააცნონ საკუთარი ხედვები საზოგადოებას.

    წერილი
    23.11.2010

      ამ ძვირფასი წერილის დაწერის იდეა, ტელეკომპანია "კავკასია"-მ მომაწოდა. არ გეგონოთ დავით აქუბარდიას "სპეცნაზი" შეუყვარდა, "ჯვარი სწერია," უბრალოდ მისი გადაცემის პირდაპირ ეთერში ინფორმაცია მოვიდა, რომ თბილისში, გლდანის ერთ-ერთ სკოლაში თურმე დირექტორს ბავშვებისთვის საშინაო დავალებად თავისუფალი თემა მიუცია "მე მიყვარს ჩემი პოლიცია." აშკარაა, ამ მამულიშვილურ საქმეში განათლების სამინისტროს ხელი რომ ურევია და ალბათ ეს ესტაფეტა, გლდანიდან სხვა სკოლებშიც გადაინაცვლებს.

    წერილი
    19.11.2010

      არქიტექტურის ისტორიკოსი მაია მანია

    რუსთაველის პროსპექტისა და რუსთაველის შესახვევის გადაკვეთაზე აღმართული კონსტრუქტივისტული სტილით ნაგები ყოფილი "ზარია ვოსტოკას" რედაქციის შენობა რუსთაველის პროსპექტის ერთიან მხატვრულ მთლიანობაში ერთი-ერთი გამორჩეული ძეგლია.

    წერილი
    15.11.2010

    ამ ორაზროვანმა და ოდიოზურმა სათაურმა ქართველი ხალხის მეხსიერებაში შარავანდედით მოსილი ერთი ისტორიული ეპიზოდი შეიძლება ამოატივტივოს და გულანთებული მამულიშვილების, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით ბახტრიონის ციხის ასაღებად მიმავალი და წეროვნის მინდორზე დაბანაკებული "ქსნელ შევარდენთა" რაზმების ასოციაცია გამოიწვიოს. შესაძლოა, ეს ასოცირებული გმირული ეპოპეა რეალურად წეროვნის ველთანაც იყოს დაკავშირებული, რომლის აუცილებლად გავლის შემდეგ ლომგულმა ქსნელმა ვაჟკაცებმა, კახთა სასიქადულო გმირთან-ბიძინა ჩოლოყაშვილთან და აჯანყებულ კახელებთან ერთად, ბახტრიონის ციხე რომ აიღეს და მტერზე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებამ საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ერთ-ერთი ნათელი ფურცელი ჩაწერა ქართველთა ერთიანობის აუცილებლობის თვალსაზრისით, რაც, სამწუხაროდ, იშვიათი მოვლენაა საქართველოს მიერ გადატანილი აურაცხელი ომების ისტორიაში. და მაინც...

    მიმართვა
    10.11.2010

    ბატონო ბიძინა!
    მოგმართავთ, როგორც დიდ ქართველ მეცენატს, ქველმოქმედს, რომელსაც ჩვენი მამულისათვის, ქართველი ხალხი არისათვის იმდენი სიკეთე გაქვთ გაკეთებული, რომ თქვენზე ლეგენდები დადის, თქვენი სახელი ოქროს ასოებით შევიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

    წერილი
    08.11.2010

    ეროვნებით აფხაზი დარიკო შაპკოვსკაია სოხუმიდან ერთი წლის წინ იმ მოტივით ჩამოვიდა, რომ მას სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა. ოპერაციის შემდეგ კი მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო თბილისში და საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეობის თხოვნით მიმართა.

    ღია წერილი
    06.11.2010

      გთხოვთ დახმარებას, რადგან 50 მლნ დოლარის მიზნობრივი ინვესტიციით, რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილი პროექტების განსახორციელებლად არის განკუთვნილი, 2 წლის განმავლობაში არავინ დაინტერესებულა. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღეს საქართველოში ნამდვილი ეკონომიკური სასწაული გვექნებოდა. არადა, აღნიშნული პროექტები 30 წელია მსოფლიოში კარგად შესწავლილი, გამოცდილი და დანერგილია. მათი განხორციელება უმოკლეს დროში, 1-3 წელში საქართველოს, თავისი მაღალგანვითარებული ეკონომიკით მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გვერდით დააყენებს და გადაწყვეტს ყველა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემას ქვეყანაში.

    ირაკლი კაკაბაძე
    25.10.2010

    პენ კლუბის აღმასრულებელი საბჭოს წევრებს დაუკავშირდნენ ჯერ "რეალ-ტივის" და შემდგომ უკვე "ლიტერატურული გაზეთის" თანამშრომლები, რომლებიც თითქოს არკვევდნენ, ვინ შეადგინა ჩვენ მიერ ტოკიოს კონფერენციაზე გაგზავნილი წერილი.

    ნოდარ ნათაძე
    23.10.2010

      საქართველოს ეროვნულ პარტიათა ალიანსის სახელით:
    მამუკა გიორგაძე, ნოდარ ნათაძე


    1. ერთ-ერთი პროვოკაცია, რომელსაც რუსეთი საქართველოში გეგმავს, ცნობილია: ესაა "თრუსოელი", სინამდვილეში კი ვლადიკავკაზსა და მის მიდამოებში შეკრებილი ოსების გარკვეული ნაწილით ანტისახელმწიფოებრივი აქციის მოწყობა დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგში), და ამ აქციის "დაცვის" მომიზეზებით რუსების მიერ ჯერ ყაზბეგის რაიონის, შემდეგ კი მთელი აღმოსავლეთ საქართველოს კავკასიონის დაკავება. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ მოხევეებს ლარსში გამშვები პუნქტის ფუნქციობა არ უნდათ. სააკაშვილის მიერ ჩრდილო კავკასიელების მოპატიჟება საქართველოში ამ პროვოკაციას მწვანე შუქს უნთებს.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter