ია აბულაშვილი
11.05.2020

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თავად ოპოზიციას უნდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩაშალოს, რადგან პერპექტივა არა აქვთ. ამ პანდემიის ფონზე იმდენი პლიუსი დაიწერა ხელისუფლებამ, რომ თითიდან გამოწოვილ მიზეზებს ეძებენ. მაშინ, მოუწევთ ძველი წესით არჩევნების ჩატარება, ასე არ ატარებდნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ?"- ასე ეხმაურება აკადემიკოსი თემურ ნანეიშვილი ჩიხში შესულ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სრულად უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება, რაც ახალ საარჩევნო მოდელზე 120/30-ზე გადასვლის გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც გულისხმობს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკება ჩაიშლება.

"ოპოზიციის განცხადებით, დასავლელი შუამავლების დახმარებით გამართულ მოლაპარაკებაზე შეთანხმდნენ, რომ პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს ოპოზიციის ლიდერებიო.

"ძალიან კარგი სვლაა ხელისუფლების მხრიდან, რომ მოითხოვენ იმ ელჩებმა, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ, დაადასტურონ, იყო თუ არა შეთანხმება ამ საკითხზე, მაშინ სადაო აღარაფერი იქნება და მთელი მსოფლიო გაიგებს სიმართლეს.

"ძალიან ცუდია, თუ ახალ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩაიშლება, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიციას თავად უნდა რომ ჩაშალოს საკონსტიტუციო ცვლილებები.

"კაცმა 48 მილიონი მოიპარა და პოლიტპატიმარია? თითიდან გამოწოვილ მიზეზებს ეძებენ. პერეპექტივა აღარ აქვთ, ამ პანდემიის ფონზე ხელისუფლებამ იმდენი პლიუსი დაიწერა. თურმე სახელმწიფოც გვქონია და არც უნიათო მთავრობა გვყავს. "თუ ჩაშლიან მოუწევთ ძველი წესით არჩევნების ჩატარება, ასე არ ატარებდნენ არჩევნებს, როცა ხელისუთლებაში იყვნენ"- აცხადებს "რეზონანსთან" თემურ ნანეიშვილი.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×