ია აბულაშვილი
05.03.2020

"რას სთავაზობს ხელისუფლება რეალურად ოპოზიციას? კარები ჩავკეტოთ და ფანჯრიდან გადავიდეთო, ეს არის ვირეშმაკობა და ამიტომ, არ ვიცი, მოხდება თუ არა შეთანხმება"- ასე ეხმაურება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის სააარჩევნო სისტემასთან დაკავშირებთი ჩიხში შესულ მოლაპრაკების პროცესს.

მმართველი გუნდი უახლოეს დღეებში საკონსტიტუციო პაკეტს წარადგენს, რომელშიც ე.წ. 40%-იანი პრინციპი იქნება გათვალისწინებული, რომლის მიხედვითაც პარტია, რომელიც ნებსიმიერი კონფიგურაციით მოიპოვებს 40%-ზე ნაკლებს, ვერ შეძლებს დააკომპლექტოს მთავრობა, ანუ მიიღოს 75 მანდატზე მეტი.

ხელისუფლება ოპოზიციას თავაზობს ასევე ორ ვარიანტს 100/50 და 100/40, ასევე ბარიერი თავად ოპოზიციამ დაასახელოს, ოპოზიციისთვის ორივე შეთავაზება მიუღებლია, რადგან მათი აზრით, ხელისუფლების ეს შეთავაზება პროპორციულთან მიახლოებული არ არის. რაც შეეხება ბარიერს, ოპოზიციის დაშლის მცდელობად აფასებს.

"ამბობენ, ხელისუფლება ყველაფერს სთავაზობს და ოპოზიცია არ თანხმდებაო; რა შესთავაზა რეალურად ხელისუფლებამ ოპოზიციას? კარები ჩავკეტოთ და ფანჯრიდან გადავიდეთო - ეს არის ვირეშმაკობა.

"რადგან, ყველა შემთხვევაში 110/40-ზე, ჩამკეტი 40% დამატებით პირობებს საჭიროებს და ყოველთვის რჩება ხვრელები. შეიძლება "ოცნებას" მისი საარჩევნო ბუღალტრები ეუბნებიან, რომ 110/40-ზე არის მათი გადამრჩენი, მაგრამ შეიძლება სწორედ ეს ფორმულა აღმოჩნდეს მათთვის ხაფანგი.

"კი ბატონო, პროექტი შეიტანონ პარლამენტში და დააყენონ კენჭისყრაზე, ვნახოთ რამდენი დაუჭერს მხარს? ხელისუფლებას შეუძლია ხელების გადაგრეხვის პრინციპით მოიგოს არჩევნები, მაგრამ არჩევნებზე აღარ არის საუბარი, არჩევნების შემდგომი პროცესია მაღალი რისკის მატარებელი.

"ამიტომ, როგორ განვითარდება მოვლენები, არჩევნების შედეგების შემდეგ, პროგნოზის გაკეთება რთულია"- განაცხადა "რეზონანსთან" გია ხუხაშვილმა.

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
ჩაწერა სახელი
mედეა   (07.03.2020)
ჭორლეონე, საიდან მოგაქვს ასეთი უ ხ ა მ ს ო ბ ა,შე ფრიად განათლებულო და ხალხის უ ვ ი ც ო ბ ი თ გაგიჟებულო? ვისაც რა უნდა ის მოეწონოს, შენი საკითხავი არის ეს? საიდან დაასკვენი ჩვენი მოქალაქეებისგან შევარდნაძის ეპოქის ფეტიშად გამოცხადების სწრაფვა? კარგი, რა-- ნუ ლანძღავ თანამოქალაქეებს, ხომ იცი, რომ "ხალხი ბ რ ძ ე ნ ი ა!" რა საშინელი მ ო დ ა დამკვიდრდა--უხამსი სიტყვების ფრქვევა. "ცემა გმართებს გ ა მ ზ რ დ ე ლ ი ს ა, რა ყრმა ნახო ავად ზრდილი" რუსთაველის დროსაც ხმარობდნენ ალბათ სლენგ!

ჭორლეონე   (06.03.2020)
ხალხის უვიცობა მაგიჟებს. შევარდნაძის დროს მისტირიან ეს დედამოტყნულები და იქით ექაჩებიან ქვეყანას. მეტის ღირსები ვართ. ტრაკში უნდა კაუჭედო ბევრს ნავთიანი კერასინკა.

სრულიად საქართველო   (06.03.2020)
ოცნება ოპოზიციაშია 1 ოქტომბრიდან ეს ფაქტია.. არც ამერიკად ა არც ევროპა მე 3 ვადით არ მიცემს ხელისუფლებას, რადგან ეს უკვე განუკითხავი დიქტატურა იქნება და ამერიკას მილიარდები ქვს საქართველოში ჩადებული, ამერიკა რომ არა სული ამოგვძვრებოდა შიმშილით

მედეა   (05.03.2020)
2003 წელი უნდათ გაიმეორონ, მერე რომ 2008 წლის მსგავსი მ ო ა ყ ო ლ ო ნ, არ ისვენებს მ ტ ე რ ი !


Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×