ია აბულაშვილი
14.11.2019

 "ვასაძის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების მომტანი არ არის. "ქართულ ოცნებას" ის ბევრს ვერაფერს წაართმევს, "ნაციონალური მოძრაობის" ტიპის პარტიებს კი ხმებს წაართმევს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს.

"ვასაძის შემოსვლა ქართულ პოლიტიკაში არსებითი ცვლილებების მომტანი არ არის. "ქართულ ოცნებას" ის ბევრს ვერაფერს წაართმევს. რაც შეეხება ამ პოლიტიკურ პარტიასთან მის შესაძლო ალიანსს, რადგან ბიძინა ივანიშვილი არ ებუტება, ურთიერთობა მოხერხდება.

"იმ განცხადებების ფონზე კი, რაც მის მიმართ "ნაციონალური მოძრაობის" ტიპის პატიებიდან ისმის, რომ "ოცნებას" ვასაძესთან ერთად მომავალ არჩევნებში წერტილი უნდა დაესვას. ეს არის მხოლოდ პიარ ფრაზები. ბოკერია ვასაძეს წერტილს ვერ დაუსვამს, არჩევნებში წერტილს სვამს საზოგადოება.

"ვასაძის შემტევი აგრესია საზოგადოებას თუ არ მოსწონს, იგივე განწყობა ექნება ამ პარტიების ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებებსაც. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ ხმები წაართვას.

"რაც შეეხება "პატრიოტთა ალიანსს", ვასაძეს იგივე მხარდამჭერები ეყოლება და შესაბამისად შედეგიც, რაც "პატრიოტთა ალიანსს" აქვს. ვასაძე ქართულ პოლიტიკაში შემოვა ეროვნული და რელიგიური ღირებულებების დაცვით"- განაცხადა "რეზონანსთან" რამაზ საყვარელიძემ.

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×