სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ელზა პაპოშვილი
    31.10.2019

     თეოლოგი ლადო ნარსია „რეზონანსთან" ინტერვიუში ამბობს, რომ მეუფე პეტრე მიმართ წმინდა სინოდის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არასამართლიანია. მისი აზრით, ვიღაც ელოდებოდა, რომ მეუფეს ეს ინფორმაცია ასე ხმამაღლა და საჯაროდ ეთქვა. მისი აზრით, ეს არის საპატრიარქოში არსებული რეჟიმის რღვევა, რომელიც ეკლესიის განწმენდას და გაჯანსაღებას ემსახურება.

    „რეზონანსი": პირველ რიგში ელოდით თუ არა წმინდა სინოდის სხდომაზე მოვლენების ასე განვითარებას და რას ნიშნავს მეუფეს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება?

    ლადო ნარსია: რა თქმა უნდა, რომ სინოდის სხდომაზე მოვლენები სრულიად სხვაგვარად განვითარდა. მეუფე პეტრეს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება არასამართლიანი და ნაჩქარევია. რაც შეეხება იმ სასჯელს, რაც მას დააკისრეს, აუცილებელია, რომ პირდაპირ წმინდა ეკლესიური ტერმინოლოგიით გაიშიფროს. აქ საუბარი განკვეთაზე არ არის. ვინაიდან მეუფე პეტრემ და სხვა ეპისკოპოსებმაც თქვეს, რომ აქ საუბარია განყენებაზეა, ეს იმას გულისხმობს, რომ მეუფე პეტრეს დროებით სამღვდელმთავრო ფუნქციები შეუჩერდა.

    ის ეპისკოპოსისი და მიტროპოლიტის პატივში ისევ რჩება, მაგრამ მას უფლება ეზღუდება, რათა გარკვეული ტიპის სამღვდელმთავრო ფუნქციები განახორციელოს. მის განსაკვეთად კიდევ ერთი ახალი სინოდის სხდომა უნდა დაინიშნოს. მისი განკვეთა კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მეუფე წარდგენილ ბრალს პატრიარქის მიმართ ვერ დაამტკიცებს.

    თუ ის თავის ნათქვამს არგუმენტებით და მტკიცებულებებით დაადასტურებს, მაშინ სინოდმა მას მღვდელმთავრის შეჩერებული სტატუსი უნდა დაუბრუნოს. თუ კი ნამდვილად არსებობს ფაქტები, რომელიც მეუფეს გააჩნია, მაშინ ეს სააშკარაოზე უნდა გამოვიდეს.

    „რ": მეუფე პეტრეს რაიმე ახალი არ უთქვამს და მან პატრიარქზე მსგავსი განცხადება, რომ ის მისი მწყემსი კეთილი აღარ არის, არაერთხელ განუცხადებია. რატომ დასაჯეს ის ახლა?

    ლ.ნ: სავარაუდოდ, ალბათ სინოდის სხვა დანარჩენმა წევრებმა ჩათვალეს, რომ მეუფეს უფლება უნდა შეეზღუდათ და ამას მისი განცხადებების გამო იმსახურებდა. მართალია, ადრეც თქვა მსგავსი რამ, მაგრამ მის მერე სინოდის სხდომა ერთხელ ჩატარდა. მას ერთი გაფრთხილება უკვე ჰქონდა, სწორედ ამიტომაც უკვე მისი დასჯა გადაწყდა.

    მეუფეს სჯის ის სისტემა, რომელიც არსებობს და არსებობდა. არ მაქვს არანაირი სააბუთი, რომ მეუფე პეტრეს ბრალდება გავიმეორო, მაგრამ ის, რომ ეკლესიაში მამათმავლობა არსებობდაა და არსებობს, ხოლო ამის დამალვა ხდება, ახალი არ არის. რა თქმა უნდა, სისტემას საკუთარი თავის წინააღმდეგ მოქმედებები არ აწყობს. ამ სისტემის წინააღმდეგ ერთადერთმა მეუფე პეტრემ გაილაშქრა, რომელსაც როგორც სჯიან ვხედავთ.

    „რ": ელით თუ არა, რომ მეუფე პეტრეს მსგავსად სხვა მეუფეებმა ხმა ამოიღონ. მაგალითად მისი ეპარქიიდან მწვავე განცხადებები სასულიერო პირებისგან უკვე გაკეთდა. ასევე მეუფე გრიგოლი ამ გადაწყვეტილებას კრიტიკულად შეხვდა...

    ლ. ნ; ვნახოთ, დრო სჭირდება ახლა ყველას, რომ ასეთი სკანდალური ინფორმაციის შემდეგ ეს ტრამვები გადავიტანოთ, გავიაზროთ და მოვიფიქროთ რა უნდა ვქნათ. პროცესი მგონია, რომ მაინც დაიხვეწება და კონკრეტული ეპისკოპოსების განცხადებებს მოვისმენთ. მიმაჩნია, რომ სინოდის ეს გადაწყვეტილება ნაჩქარევია, რამაც ამხელა სკანდალი გამოიწვია. მეტსაც გეტყვით, მგონია, რომ ვიღაც მეუფე პეტრეს განცხადებას ელოდებოდა. იქ ყველა წევრმა, რაც მეუფემ თქვა, ეს იცოდა. მას ახალი არაფერი უთქვამს.

    „რ": ვინ ელოდა მეუფისგან ამ ინფორმაციის გაჟღერებას. არის საუბარი, რომ დეკანოზ მამალაძის წერილში ზუსტად ამაზეა ლაპარაკი. იცით ამის შესახებ რამე?

    ლ.ნ: არ ვიცი, წერილში ზუსტად რა წერია, თუმცა, საუბარია, რომ მსგავსი რაღაც არის. მეუფე პეტრეს ახალი არაფერი უთქვამს, რაც იქ მყოფმა უკლებლივ ყველა მღვდელმთავარმა არ იცოდა. შეიძლება ეს ხელისუფლების ინტერესი იყო, რომ მეუფეს ეს ეთქვა, ვერ გეტყვით. თუმცა ასეთი ეჭვი ჩნდება, რომ ვიღაც ამ ინფორმაციის გაჟღერებას ელოდა.

    „რ": თქვენ როგორ ფიქრობთ, მეუფეს განცახდება ეკლესიას რა ფორმით დააზიანებს. ვიცით, რომ ამ თემას საზოგადოება საკმაოდ მძიმედ მიიღებს?

    ლ.ნ: იმის გამო, რომ ვინმეს პოლიტიკური კონიუქტურიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ მეუფეს განცხადება ხალხს ააღელვებს, ასეთი არგუმენტი მიუღებელია. ხალხის აღელვების გამო, ამხელა ამბავზე არ უნდა ვისაუბროთ? ეკლესიას ამაზე დიდი ამბები გადაუტანია. ეს უნდა იყოს ეკლესიის განწმენდის და გაძლიერების პროცესი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×