სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    06.08.2019

     ცნობილი გახდა, რომ 7 აგვისტოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მორიგ კანდიდატს, უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეს, ნუგზარ სხირტლაძეს გაესაუბრება. მართალია პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მის შესახებ მაქვს გარკვეული ინფორმაცია, რომელიც, იმედი მაქვს, იუს წევრებსაც დააინტერესებთ. 

    რამდენიმე კითხვა მოსამართლე სხირტლაძის მიერ იუს ვებგვერდზე ატვირთული ავტობიოგრაფიის გაცნობის შემდეგ გამიჩნდა. ფაქტია, გარდა იმისა, რომ იმ უნივერსიტეტის დასახელებაა არასწორად მითითებული, რომელიც კანდიდატმა დაამთავრა, არ არის აღნიშნული, თუ სად მუშაობდა უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვამდე და უშუალოდ დიპლომის აღების შემდეგ. ამასთან, დამაინტერესა, თუ რა დამსახურებისთვის გადაიყვანეს 1998 წლის „რევოლუციური რეფორმისას“ მოსამართლედ პირველად და თანაც პირდაპირ საოლქო სასამართლოში გამწესებული ბატონი ნუგზარი, ერთი წლის შემდეგ უზენაეს სასამართლოში?

    მიუხედავად იმისა, რომ აკადემიური ხარისხი არ აქვს, რატომ დათანხმდა შესულიყო თსუ იურიდიული ფაკულტეტის 8 კაციანი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში და 2008 წლის 11 აგვისტოს (ფაქტობრივად, ომის დროს), კონკურსში მონაწილე სამართლის დოქტორების სამეცნიერო კონცეფციების, ფაქტობრივად, „ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის“ საფუძველზე „ჩაერეცხა“ სააკაშვილისთვის არასასურველი პროფესორები ცოდნის ტაძრიდან?

    ბატონმა ნუგზარმა უზენაეს სასამართლოში ერთ-ერთი საქმის „ზეპირი განხილვის გარეშე“ (ასე აქვს მითითებული) განხილვისას (#3ბს-1309-1252/კ-09), მართალია აღიარა, რომ „სდექ ხაზი მკრთალად მოჩანდა”, როგორც ჩანს, საპატრულო პოლიციისა და ქვედა ინსტანციის მოსამართლეების ინტერესებში დაასკვნა: „მძღოლისთვის მაინც შესამჩნევი იყოო”... შეიძლება, მას მართვის მოწმობაც აქვს და მანქანასაც დიდი ხანია ატარებს, მაგრამ ფაქტია, რომ არამარტო „სდექ ხაზის” თაობაზეა გაურკვევლობაში ... როგორც მის მიერ ხელმოწერილი განჩინებიდან ჩანს, სავალ ნაწილზე დატანილ „საგზაო მონიშვნასაც”, აშკარად ვერ ანსხვავებს ბოძებზე დამონტაჟებული „საგზაო ნიშნებისგან”. 

    სხვა საქმეში ბატონ ნუგზარს იმაშიც გაუჭირდა გარკვევა, რომ „უარი განაცხადა ალკოტესტში ჩაბერვაზე” და „თავი აარიდა სიმთვრალეზე შემოწმებას”, სავსებით შესაძლებელია, არ იყოს ერთიდაიგივე და სრულიად ფხიზელი მძღოლი, რომელმაც სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში კანონმდებლობით დადგენილი წესით გაირა ექსპერტიზა, სამართალდამრღვევად მიიიჩნია. 

    როგორც ჩანს, მოსამართლემ არ იცის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში შესულ საჩივრებს „ზეპირი მოსმენის გარეშე” უნდა იხილავდეს თუ „ზეპირი განხილვის გარეშე”. თუ იცის, მაშინ იქნებ ამისხნას, როგორ ახერხებს სამი მოსამართლე საჩივრების განხილვას და გადაწყვეტილებების მიღებას „ზეპირი განხილვის გარეშე”?! მართლა, თუ არაფერს იხილავენ და ერთ-ერთი მათგანი დანარჩენების ნაცვლად წერს, რასაც მოისურვებს, მაშინ ყველაფერი გასაგებია... ცხადია, მის მიერ ხელმოწერილი განჩინებების გაცნობისთანავე დავასკვენი, რომ მიუკერძოებლობისა და კომპეტენტურობის ხარისხით არ შეესაბემება ევროსტანდარტებს. 

    ბუნებრივია, მოსამართლეობის კანდიდატის პიროვნულ და პროფესიულ თვისებებს იუს წევრები შეაფასებენ, მაგრამ თავი ვალდებულად ჩავთვალე ჩემი საფუძვლიანი ეჭვი საზოგადოებისთვისაც გამეზიარებინა.

    ავთანდილ კახნიაშვილი

    სამართლის დოქტორი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×