სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    28.05.2019

    9 ივნისს ყაზახეთში ჩატარდება რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რადგან ქვეყნის მეთაური განსაზღვრავს ქვეყნის განვითარების ვექტორს, უსახავს მთავრობას ამოცანებს, ირჩევს შიდა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. პირველად, თითქმის ოცდაათი წლის განმავლობაში, ყაზახეთი აირჩევს ახალ პრეზიდენტს.

    მომავალი არჩევნები იქნება ყველაზე კონკურენტული დამოუკიდებელი ყაზახეთის ისტორიაში. ამჯერად პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს შვიდი კანდიდატი. მომავალი არჩევნების გამორჩეული თვისებაა საარჩევნო პროცესის კონკურენტუნარიანობა და სამართლიანობა. ეს ხდება დემოკრატიული ინსტიტუტების აქტიური განვითარების წყალობით, რაც უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიანობას და გახსნილობას.

    ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა პირობა დადო, რომ უზრუნველყოფს გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას, რაც დააკმაყოფილებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს. ამას ადასტურებს საპრეზიდენტო კანდიდატად ამირჟან კოსანოვის წარდგენა, რომელიც დაახლოებით ორი ათეული წლის განმავლობაში ხელისუფლების ოპოზიციაშია.

    ყაზახეთი ყოველთვის ღია იყო დამკვირვებლებისთვის და მათი კონსტრუქციული შენიშვნებისთვის. ამჯერად არჩევნებზე ომისავებს 1000-ზე მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი 10 საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდან, რომლებიც არჩევნებზე იმუშავებენ. ყაზახეთის მთავრობის მოწვევით, არჩევნებს დააკვირდებიან წარმომადგენლები ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისიდან (ODIHR), დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან და მრავალი სხვა ორგანიზაციიდან. მათი მისიები უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბითაა განლაგებული.

    ყაზახეთის მთავრობა მხარს უჭერს საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, იღებს მკვეთრ ზომებს ყაზახეთში საინვესტიციო კლიმატის გასაუმჯობესებლად. დინამიურად ვითარდება ყაზახურ-ქართული ურთიერთობა, რომელიც ეფუძნება ორი ქვეყნის ხალხთა მრავალსაუკუნოვან მეგობრობას. ყაზახეთსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 70-ზე მეტი დოკუმენტს.

    სულ ახლახანს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ყაზახეთში, სადაც გამართა შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან და პარლამენტის სენატის თავმჯდომარე დარიგა ნაზარბაევასთან, პრემიერ-მინისტრ ასკარ მამინთან, ასევე, მან მონაწილეობა მიიღო ასტანის მეათე ეკონომიკურ ფორუმში.

    შეხვედრებზე განხილულ იქნა სავაჭრო- ეკონომიკურ, საინვესტიციო, სატრანზიტო-სატრანსპორტო, სოფლის მეურნეობის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ტურისტულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, ასევე, ხელი მოეწერა რიგ ორმხრივ შეთანხმებებს. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის ვიზიტამდე გაიმართა სამთავრობათაშორისო კომისიის მე-10 სხდომა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით.

    საქართველოში ყაზახეთის საელჩოში შექმნილია ყაზახეთის რესპუბლიკის საარჩევნო საუბნო კომისია და 9 ივნისს ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას.

    არჩევნების შედეგები ოფიციალურად გამოცხადდება 16 ივნისამდე, რის შემდეგაც კიდევ უფრო აქტიურად დაიწყება ყაზახეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო ურთიერთობების განვითარება.

    ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბაურჟან მუხამაჯენოვი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×