სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    07.12.2017

    საქართველოსა და უკრაინისათვის ქფზ-ის მინიჭებას აშშ, პოლონეთი, ლიტვა და რუმინეთი უჭერდნენ მხარს

    მიმდინარე წლის 1-ლი ნოემბრის ნომერში გაზეთ "კჭუსჭზწთზწდშეფ"-ში იენდჟეი ბიელეცკისა და გერმანელი ისტორიკოსის, ყოფილი გენერლის, კლაუს ვიტმანის ძალიან საინტერესო საუბარი გამოქვეყნდა. თუმცა გენერლის ერთ-ერთი გამონათქვამი ძალიან არაზუსტი იყო და შესწორებას საჭიროებს.

    ვიტმანმა აღნიშნა, რომ 2008 წლის 2-4 აპრილის ბუქარესტის სამიტზე "ჯორჯ ბუშის ზეწოლით საქართველომ და უკრაინამ ნატო-ში გაწევრიანების პირობა მიიღეს. ეს პუტინისათვის პროვოკაცია იყო, რამაც საქართველოში რუსული აგრესია განაპირობა 2008 წლის აგვისტოში".

    სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარად იყო. ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინისათვის ქფზ-ის მინიჭებას (ქუქიუკთრშზ ფსეშწტ ზდფტ - გაწევრიანების სამოქმედო გეგმა) აშშ, პოლონეთი, ლიტვა და რუმინეთი უჭერდნენ აქტიურად მხარს, რაც პირდაპირ შეესაბამება სუვერენული სახელმწიფოს უფლებას, თავად განსაზღვროს რომელ ალიანსში სურს გაწევრიანება.

    საფრანგეთი და გერმანია აღნიშნულ პროექტს შეეწინააღმდეგნენ. მათი არგუმენტი საქართველოს ტერიტორიული პრობლემები იყო, რასაც შესაძლებელია, ნატო სამხედრო კონფლიქტში ჩაეთრია (1991-1992 წლებში "სამხრეთ ოსეთში" განვითარებულმა მოვლენებმა და 1992-1994 წლების შეიარაღებულმა დაპირისპირებამ აფხაზეთში, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ იყო მხარდაჭერილი, გაყინული კონფლიქტების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი, სადაც ე.წ. რუსი მშვიდობისმყოფელები იყვნენ განლაგებული).

    გერმანიის ფედერალური რესპუბლიკისა და საფრანგეთის გავლენით, საქართველოსა და უკრაინისათვის ქფზ-ის მინიჭება გადაიდო. ამავდროულად, ბუქარესტში საჯაროდ გაჟღერდა, რომ აღნიშნულ საკითხს ნატო-ს მომდევნო სამიტზე, 2008 წლის დეკემბერში დაუბრუნდებოდნენ. იმ მომენტიდან საქართველოსადმი რუსეთის აგრესია გარდაუვალი გახდა.

    ამგვარად, გერმანელებმა და ფრანგებმა "კრემლს" პოლიტიკური სიგნალი გაუგზავნეს, რომელიც რუსეთში კულტურული კოდის შესაბამისად, შემდეგნაირად აღიქვეს: "ჩვენ, გერმანელებსა და ფრანგებს, გვსურს თანამშრომლობა რუსეთთან და იმდენად ვაფასებთ მას, რომ უფრო მაღლა ვაყენებთ, ვიდრე ნატო-ს ერთობას. არ ჩავიდენთ არაფერს, რაც სასწორზე დააყენებს ჩვენს კავშირებს მოსკოვთან".

    არგუმენტად საქართველოს დაურეგულირებელ სტატუსს ვიშველიებთ და თბილისის სწრაფვას ნატო-სკენ, დეკემბრამდე ვწევთ. თქვენ, რუსებს გეძლევათ დრო, რათა ჩვენი არგუმენტი ქმედებებით დაადასტუროთ. დაე, მთელი მსოფლიო დარწმუნდეს, რომ საქართველოს ტერიტორიული პრობლემა პოტენციური ომია. იმოქმედეთ და საქმე საბოლოოდ დაიხურება. საქართველოს მაგალითიდან გამომიდარე, ქფზ-ის მინიჭების საკითხი უკრაინისთვისაც გადაწყდება.

    ასე და ამგვარად, რუსული აგრესია არა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერამ (საქართველოსა და უკრაინისათვის ქფზ-ის მინიჭების საქმეში), არამედ გერმანიისა და საფრანგეთის ვეტომ განაპირობა.

    პარიზმა და ბერლინმა ნატო-ს სოლიდარობის პრინციპის იგნორით, პირველად ალიანსის არსებობის მანძილზე, შექმნეს სიტუაცია, როდესაც გაერთიანების ჰეგემონი - ამერიკის შეერთებული შტატები - უძლური აღმოჩნდა, ბოლომდე დაეცვა თავისი დეკლარირებული პოზიცია, ხოლო მოსკოვმა პოლიტიკური სისუსტის სიგნალი მიიღო ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციიდან.

    გადაავადეს ქფზ-ის მინიჭების საკითხი იმ დროისათვის, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში აქტიური წინასაარჩევნო კამპანია იქნებოდა (ასეთ დრო კი ძალიან რთულია რისკიანი გადაწყვეტილებების მიღება).

    გერმანია განსაკუთრებულ როლს თამაშობდა ამ ყველაფერში. თუკი მივიღებთ გერმანულ არგუმენტს იმის თაობაზე, რომ საქართველოს არ უნდა მიენიჭოს ქფზ ტერიტორიული პრობლემების გამო, მაშინ 1955 წელს ოფიციალური ბონისთვისაც უარი უნდა ეთქვათ, რადგან იმ დროს გერმანია ორ ნაწილად იყო გაყოფილი.

    როგორ შეიძლებოდა, ეს შესაძლებელი ყოფილიყო მაშინ, როდესაც ქვეყნის სამი მეხუთედი საბჭოელების მიერ იყო ოკუპირებული, ხოლო "მექანიკური ბომბი" უკუთვლის რეჟიმში მოქმედებდა დასავლეთ ბერლინში. თავისუფალი სამყაროს ექსკლავები "საბჭოთა ზღვაში", რაც ნატო-ს საბჭოთა კავშირთან ომში ჩართვის საფრთხეს უქმნიდა.

    თუმცა იმ დროს ევროპამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკან არ დაიხიეს და გერმანიის თავისუფლების სადარაჯოზე დადგნენ - ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც წარსულიდან გამომდინარე, გარკვეულწილად გასაგები იყო მოსკოვის რისხვა გერმანიისადმი. ქვეყნისადმი, რომელსაც, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ჰქონდა ევროპელი ხალხისგან თანაგრძნობის, მორალური სოლიდარობისა და სხვისი შვილების სიცოცხლის ფასად, საკუთარი ახალგაზრდობის დაცვის მოთხოვნის უფლება.

    პროფესორი ფშემისლავ ჟურავსკი ველ გრაიევსკი (პოლონელი პოლიტოლოგი და რექტორი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter