სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    14.10.2017

    არაზ ასლანლი, აბილხან ისაევი

    აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობა არ არის მხოლოდ გეოგრაფიულ სიახლოვესთან დაკავშირებული. თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს არის ორი ქვეყნის "საერთო ბედი". ორივე სახელმწიფო წლების განმავლობაში ერთი და იმავე მუქარის, ოკუპაციის ქვეშ იყო მოქცეული, ორივე სახელმწიფო ერთი და იმავე იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. ისინი ახლო წარსულში ერთი და იმავე პოლიტიკურ-იდეოლოგიური სისტემის ნაწილი იყვნენ.

    როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასთან ერთად აქვთ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, ორივე ქვეყანას სურს, ითანამშრომლოს და წვლილი შეიტანოს რეგიონული და საერთაშორისო სიმშვიდისთვის ბრძოლაში.

    აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისათვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. მათი მონაწილეობით განხორციელებული პროექტები ემსახურება არა მარტო ამ ორი ქვეყნის ინტერესს, არამედ გლობალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ განხორციელებულ სატრანსპორტო პროექტებს აქვთ გლობალური მნიშვნელობა, როგორც შორეული აღმოსავლეთისა და ევროპის ყველაზე დასავლური წერტილების დამაკავშირებელ ტრანსნაციონალურ პროექტებს.

    ორ სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა 1992 წლის 18 ნოემბერს. ამის შემდეგ კი, 1993 წლის 3 თებერვალს, ქვეყნებს შორის არსებული სხვადასხვა მიმართულების მარეგულირებელი 18 ხელშეკრულება და შეთანხმება გაფორმდა. მათ შორის იყო: აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულება; აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება. 1995 წლის თებერვალში ბაქოში - საქართველოს საელჩო, 1996 წლის მარტში კი თბილისში აზერბაიჯანის საელჩო გაიხსნა. ამის შემდეგ ბათუმში გაიხსნა აზერბაიჯანის საკონსულო.

    ზოგადად, 1996 წლის 8 მარტს თბილისში გაფორმდა "აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და უსაფრთხოების შესახებ" ხელშეკრულება. ასევე, 2004 წლის 4 მარტს აზერბაიჯანისა და საქართველოს საერთო დეკლარაცია, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ერთობლივი შეთანხმება ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს ქმნის და უზრუნველყოფს სტრატეგიულ თანამშრომლობას. სულ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა 104 დოკუმენტს.

    საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მთავრობათაშორისი კომისია შეიქმნა, რომლის სხდომები 2004 წლის 11 ივნისს - თბილისში, 2005 წლის 18 ივლისს - განჯაში, 2006 წლის 16 აგვისტოს - ბათუმში, 2007 წლის 27 სექტემბერს - ბაქოში, 2008 წლის 4 დეკემბერს - თბილისში, 2010 წლის 23 ივლისს - ბაქოში, 2011 წლის 20 დეკემბერს კი თბილისში გაიმართა.

    საგარეო საქმეთა მინისტრებისა და სახელმწიფო მეთაურების შეხვედრებთან ერთად, რეგულარულად ტარდება აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ბიზნეს ფორუმი. მეოთხე შეხვედრა ბათუმში 2015 წლის 6 მარტს გაიმართა და ეს უკანასკნელი 2017 წლის 17 თებერვალს სტამბულში გაიმართა.

    საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ტაპ-ისა და ტანაპ-ის პროექტები.

    ქვემოთ ცხრილში მოცემულია აზერბაიჯანი-საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა. მონაცემებში 2012 წლამდე - ზრდა, ხოლო 2013 წლის შემდეგ გარკვეული ვარდნაა ასახული. ამის ერთ-ერთი მიზეზი გლობალურ ეკონომიკაში მომხდარი კრიზისი და მათი რეგიონული გავლენაა, აგრეთვე ნავთობის ფასის ვარდნით გამოწვეული გავლენა აზერბაიჯანის ეკონომიკაზე.

    აზერბაიჯანში ფუნქციობს 150-ზე მეტი ქართული კომპანია და დაახლოებით 300 აზერბაიჯანული კომპანიაა საქართველოში. მათ მიერ საქართველოში 7700-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა. საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით აზერბაიჯანს უკავია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. ასევე აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანი სოციალური პროექტების მხარდამჭერია საქართველოში.

    როგორც ჩანს, ორი ქვეყნის ურთიერთობა საკმაოდ მრავალმხრივია, მას ახასიათებს სტრატეგიულობა და დადებითი დინამიკა. ამ დინამიკაში განსაკუთრებულ როლს თამაშობს სახელმწიფოთა შორის ეკონომიკური ურთიერთობა. ქვეყნები სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებში (კერძოდ, ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე) მხარს უჭერენ ერთმანეთს. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობა სასარგებლოა არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ შორეული აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე (პირობითად, პეკინიდან ლონდონამდე) მთელი რიგი ქვეყნებისთვის.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2017 by Resonance ltd. . All rights reserved
    Site Meter