სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    მოსაზრება
    26.09.2013

    გენადი მესხია დოქტორი

    საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის აკადემიკოსი

    მეცნიერება კაპიტალდაბანდებათა ყველაზე მომგებიანი დარგია. მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტურობა 4-ჯერ უფრო დიდია სხვა სფეროებში გაწეულ კაპიტალდაბანდებებთან შედარებით. (მაგალითად, თანამედროვე დონის ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გაღებული 1 ლარის უკუგება 3 ლარს შეადგენს).

    ენერგეტიკა აწარმოებს განსაკუთრებულ პროდუქტს, რომელიც არ შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ფინანსურად. მას სოციალური ფუნქციებიც აქვს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს გარემოზე. სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსი რთული და სპეციფიკური დარგია, რომელიც ითხოვს მეცნიერულ და ინოვაციურ მიდგომას.

    საკუთარმა და საერთაშორისო გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ელექტროენერგეტიკის სექტორის აღმშენებლობა მომხმარებლის უფლებების და გარემოს დაცვის და ა.შ. გათვალისწინებით უნდა მოხდეს. ეჭვგარეშეა, რომ ელექტროენერგეტიკის დარგის მეცნიერების პროგრესულ მიღწევებს უნდა ეფუძნდებოდეს.

    ინსტიტუტის დაფუძნების მოტივაციაა:

    - საქართველოში არსებული ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებული ჰიდრორესურსების პოტენციალის დადგენა-დაზუსტება, ენერგეტიკული რესურსების ეფექტური ათვისება, პრიორიტეტული ამოცანების დადგენით და ოპერატიული გადაწყვეტით;

    - საქართველოში წარმოებულ პროდუქციაში ენერგოტევადობის შემცირება;

    - ელექტროენერგეტიკაში საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზის დამუშავება-სრულყოფა-დანერგვა;

    - საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა; ენერგოობიექტების ენერგოეფექტურობის გაზრდა; ენერგოდაზოგვის პრიორიტეტული მიმართულებების დადგენა; ენერგოდაზოგვის სოციალური და ეკოლოგიური პროგრამების დამუშავება;

    - ენერგოობიექტების გარემოზე გავლენის შესწავლა-შეფასება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება;

    - ელექტროენერგეტიკის სექტორის კადრების კვალიფიკაციის ამაღლება;

    - მსოფლიო ენერგეტიკაში არსებული მიღწევების შესწავლა და საქართველოში მათი რეალიზაციის ხელშეწყობა.

    ინსტიტუტის პრიორიტეტებიდან უნდა გამოვყოთ:

    - ენერგეტიკული სექტორის სწრაფი ტემპებით განვითარება ქვეყნის, ინვესტორის, მოსახლეობის, მომხმარებლის და გარემოს დაცვის ინტერესების შეჯერებით;

    - ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი პროგრესული რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა, ევროკავშირის ბაზრის პრინციპებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით;

    - ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განხორცილების დაჩქარების ხელშეწყობა;

    - განახლებადი ელექტროენერგიის წყაროების ათვისების დაჩქარების ხელშეწყობა;

    - ენერგეტიკის განვითარების მეცნიერულად დასაბუთებული პრინციპების საფუძველზე ენერგოსექტორის პროგრესული მოდელის დამუშავება;

    - ელექტროენერგიის წარმოების დადგენა დინამიკაში ეტაპობრივად, კერძოდ 2015, 2020, 2025, 2030 წწ და 2040 წწ აღნიშნულ პერიოდებისთვის ელექტროენერგიის ბალანსში ჰიდროენერგეტიკის, თბოენერგეტიკის, ენერგოდაზოგვის და ენერგოეფექტურობის, არატრადიციული ენერგიის წყაროების წილობრივი შემადგენლობის დადგენა მეცნიერულად დასაბუთებული კრიტერიუმების საფუძველზე უნდა მოხდეს. ეს უკანასკნელი ითვალისწინებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, გარემოს დაცვას, ენერგობაზრის მოთხოვნის, ინვესტორის და მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურ შეჯერებას.

    ინსტიტუტის კონტინგენტი და ხარჯები საწყის ეტაპზე შეადგენს: თანამშრომლების რაოდენობა - 37 კაცი; ინსტიტუტის წლიური ხარჯი - 1,07 მლნ ლარი. ინსტიტუტის დაფუძნებასთან დაკავშირებულ პირველადი ღონისძიებების ნუსხა კი ასეთია:

    - ინსტიტუტის დამფუძნებელი სამუშაო ჯგუფის შექმნა;

    - სამუშაო ჯგუფის ფინანსური და მატერიალური უზრუნველყოფა;

    - ინსტიტუტის წესდების დამუშავება და სასამართლოში რეგისტრაცია;

    - ინსტიტუტის საშტატო ერთეულების და მათი სახელფასო ფონდის დადგენა;

    - საკონკურსო პირობების მომზადება (ინსტიტუტში კადრების შერჩევა წარმოებს კონკურსის ჩატარების გზით), კონკურსის კომისიის წევრების შერჩევა, კონკურსის ჩატარების დებულების დამუშავება, კონკურსის გამოცხადება და ჩატარება;

    - ინსტიტუტის ფუნქციობისათვის შენობის (ფართის) მოძიება, ინვენტარის, ტექნიკის და ა.შ ნუსხის დადგენა და შეძენა, ინსტიტუტის ყველა სახის წლიური ხარჯების დაზუსტება და სხვა საკითხების მოგვარება.

    ინსტიტუტის სამართლებრივი ფორმა - სახელმწიფო საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. ინსტიტუტის დამფუძნებლები - სახელმწიფო და ფიზიკური პირები. ინსტიტუტის დაფინანსება ხორციელდება: საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (დასაწყისში) ელექტროენერგიის ტარიფში მოძიებული რეზერვიდან, სახელშეკრულებო სამუშაოებიდან მიღებული სახსრებით და სხვა წყაროებიდან.

    ინსტიტუტის ამოცანები და თემატიკა (საქმიანობა) უდავოდ შთამბეჭდავია. პირველ რიგში, შესასრულებელი ამოცანებიდან უნდა გამოვყოთ:

    - საქართველოს ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების ხელშეწყობა;

    - ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა, ძირითადად, იაფფასიანი, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის წყაროების ათვისების გზით;

    - ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემისა და განაწილების პროცესების გაიაფება და მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესება;

    - ენერგოქსელში ტექნიკური და კომერციული დანაკარგების შემცირება;

    - საქართველოში წარმოებული პროდუქციის ენერგოტევადობის შემცირების ხელშეწყობა;

    - ელექტროენერგიის მომხმარებლების უფლებების და ინტერესების დაცვის ხელშეწყობა;

    - გარემოს დაცვის ხელშეწყობა;

    - მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა;

    - ელექტროენერგიის ექსპორტისა და რეექსპორტის გაზრდის ხელშეწყობა;

    - ელქტროენერგეტიკის სექტორში ენერგოუსაფრთხოების გაუმჯობესების ხელშეწყობა;

    ინსტიტუტის თემატიკის (საქმიანობის) ნუსხა ცხადყოფს თუ რაოდენ დიდია საქართველოში "საქართველოს ელექტროენერგეტიკის სამეცნიერო-საპროექტო-კვლევითი ინსტიტუტის" დაფუძნების აუცილებლობა. მათ შორის ძირითადია:

    - საქართველოს ენერგორესურსების ტექნიკურად და ეკონომიკურად დასაბუთებული პოტენციალის დადგენა;

    - ქვეყნის პოტენციური ელექტროსადგურების (დიდი ჰესები, საშუალო ჰესები, მცირე ჰესები, თბოელექტროსადგურები) წერტილების პასპორტიზაცია;

    - ელექტროსადგურების რუკის დამუშავება;

    - პოტენციური ელექტროსადგურების შეფასება ტექნიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური, დემოგრაფიული და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით;

    - პესპექტიული და პოტენციურ წერტილებზე ასაშენებელი ელექტროსადგურების ბიზნეს- გეგმის დამუშავება და მათი სისტემატიზაცია მეცნიერულად დასაბუთებული კრიტერიუმების საფუძველზე;

    - ადგილობრივ და უცხოურ ენერგოკომპანიებთან და სამეცნიერო-საკვლევ ცენტრებთან აქტიური თანამშრომლობა;

    - საქართველოს ენერგეტიკის განვითარების და ერთიანი სახელმწიფო პროგრამის დამუშავებაში აქტიური მონაწილეობა;

    - საკანონმდებლო ბაზის, მათ შორის, სტანდარტებისა და ნორმატიული დოკუმენტების დამუშავება;

    - საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში არსებული მდგომარეობის შესწავლა-ანალიზი (ელექტროსადგურების, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების და ქვესადგურების ექსპერტიზა);

    - საზღვარგარეთის ქვეყნებში ენერგეტიკის სექტორში დაგროვილი გამოცდილების გაცნობა-შესწავლა და დანერგვა ქვეყანაში;

    - სამეცნიერო-საკვლევი სამუშაოების განხორციელება;

    - ჰიდროენერგეტიკული კომპლექსების პროექტირება;

    - არსებული და მშენებარე ჰესების გავლენის (ნატანი, დატბორვა, შეტბორვა) შესწავლა;

    - გარემოზე და მოსახლეობაზე (სავარგულები, ტყეები, ფაუნა, ფლორა, სოციალური სფერო და ა.შ);

    - არატრადიციული და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების დაჩქარების ხელშეწყობა;

    - ელექტროენერგეტიკის სექტორში სამომხმარებლო ტარიფების პოლიტიკისა და მათი დადგენის მეთოდოლოგიის დამუშავება რიგი ფაქტორების გათვალისწინებით (ტარიფის მოქმედების პერიოდი; ელექტროენერგეტიკული რესურსების ნაირსახეობა; ელექტროენერგიის პოტენციალი; ელექტროენერგიის ღირებულება დინამიკაში; ენერგოუსაფრთხოების განმსაზღვრელი ფაქტორები; საბაზრო რეგულირებისა და პიკის საათებში მომუშავე ელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ოპტიმალური ბალანსი; ელექტროენერგიაზე მოთხოვნილება ეკონიმიკისა და შიდა მეურნეობების კატეგორიების გათვალისწინებით და მოსახლეობის ცხოვრების დონის განმსაზღვრელი ფაქტორების, მათ შორის, საარსებო მინიმუმის, საშუალო წლიური შემოსავლის და სხვა; ეკონომიკის, მათ შორის ენერგეტიკის სექტორში, ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა; ენერგოდაზოგვისა და ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარებით მიღებული ეფექტი; სხვადასხვა რისკ-ფაქტორები: ენერგობლოკადა, მსხვილი ავარიული გათიშვები, ტექნიკური და კომერციული კარგვები, ფორსმაჟორული სიტუაციები და სხვა) დინამიკაში სისტემურ და მეცნიერულად დასაბუთებულ მიდგომას მოითხოვს;

    - საქართველოს არატრადიციული ენერგიის წყაროების პოტენციალის შესწავლა, შეფასება, პასპორტიზაცია და სისტემატიზაცია;

    - ელექტროენერგეტიკის სექტორში ინოვაციური ტექნოლოგიების ათვისების ხელშეწყობა;

    - ელექტროენერგეტიკის სექტორში "ენერგოდაზოგვის სამსახურის" და "ელექტროენერგეტიკის სექტორის მონიტორინგის სამსახურის" დაფუძნებისა და მათი ფუნქციობის ხელშეწყობა;

    - ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების, დანადგარების და ახალი ენერგოდამზოგი პროდუქციებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;

    - ელექტროენერგიის ეფექტური გამოყენების მიზნით ენერგოტევადი დანადგარებისათვის სტანდარტებისა და ეტიკეტების შექმნის და დანერგვის პროგრამების და მექანიზმების დამუშავება;

    - ენერგოდაზოგვის პროგრამების დამუშავება, მათი რეალიზაციის კოორდინაცია და მონიტორინგი;

    - ენერგოდაზოგვის საქმიანობის მართვის ერთიანი სისტემის ფორმირების ხელშეწყობა; ენერგეტიკული რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების (პროგრამების, მექანიზმების) დანერგვის ხელშემწყობი რეკომენდაციების, მათ შორის, ეკონომიკური სტიმულირებისა და წახალისების დამუშავება;

    - ეკონომიკის დარგებში და საყოფაცხოვრებო სექტორში ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების, დანადგარების და ახალი ენერგოდამზოგი პროდუქციების დანერგვის დაჩქარების მიზნით სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა;

    - ენერგოდაზოგვის, სოციალური და გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით, ენერგომატარებლებზე (ბენზინი, ბუნებრივი გაზი, დიზელის საწვავი, ელექტროენერგია) ოპტიმალური დანამატების დადგენა და მათი გამოყენების მიზნით საკანონმდებლო ბაზის დამუშავებაში მონაწილეობა;

    - ელექტროენერგეტიკის სექტორში საგანმანათლებლო, კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების და გადამზადების კურსების დაფუძნების ხელშეწყობა, ენერგოაუდიტორების და სხვათა ტრენინგების მოწყობა; სამეცნიერო-ტექნიკური ჟურნალის გამოცემის ხელშეწყობა; ენერგეტიკაში სარეკლამო და საინფორმაციო საქმიანობის განხორციელება; საერთაშორისო კონფერენციების და სიმპოზიუმების ჩატარება;

    - ენერგეტიკის პროფილის უნივერსიტეტებთან (სტუდენტებთან, მაგისტრანტებთან, დოქტორანტებთან), სამამულო და უცხოურ ორგანიზაციებთან აქტიური თანამშრომლობა;

    - ინსტიტუტის სამეცნიერო-საკვლევი და ექსპერიმენტული ბაზის მოწყობა და ყოველწლიური მოდერნიზაცია;

    საქართველოს ძველი მთავრობის მიერ ენერგეტიკის მეცნიერების ნანგრევებზე ახალი თანამედროვე ელექტროენერგეტიკის ცენტრის დაფუძნება მთავრობის ნების და ძალისხმევის გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია. აქ გამოჩდება თუ რაოდენ პროგრესულია საქართველოს ახალი მთავრობის და საქართველოს პარლამენტის წევრების მხარდაჭერა გამოყენებითი მეცნიერების განვითარებისადმი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×