სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს
    წერილი
    13.09.2013

    თქვენ კარგად იცნობთ სვანეთს, მის ისტორიას, ენას, ეთნოგრაფიასა და ხუროთმოძღვრებას, პოლიფონიასა და ქორეოგრაფიას, სვანურ სამართალსა და სხვა უნიკალურ დამახასიათებელ ნიშნებს, რაც სვანეთს საქართველოს სხვა კუთხეებისაგან განასხვავებს, მაგრამ ამავე დროს ამდიდრებს და ავსებს ზოგად ქართულ კულტურას. ყოველივე ეს დღეს საფრთხის წინაშე დგას.

    მოგეხსენებათ, კვლავაც გრძელდება ხუდონჰესის მშენებლობის განახლების მცდელობა, რომელიც თითქმის 40 წელია ერთგვარ დამოკლეს მახვილივით კიდია ზემო სვანეთის თავზე. აღნიშნული ჰესის მშენებლობა, რომელიც 1986 წელს დაიწყო, 1989 წელს შეჩერდა სულმნათი მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, ზურაბ ჟვანიასა და სხვა ღირსეულ მამულიშვილთა თაოსნობით, როგორც ყოვლად გაუმართლებელი და დამაქცევარი ჩვენი ქვეყნისა.

    ჩვენ გარშემო მრავლადაა დიადი საბჭოეთის მიერ განხორციელებული, ყოვლად გაუაზრებელი გრანდიოზული პროექტები, რომელთაც ხალხს დაპირებული სიკეთის ნაცვლად მხოლოდ ბოროტება და ნგრევა მოუტანა. სამწუხაროდ, ამავე კატეგორიას მიეკუთვნება ხუდონჰესიც, რომელიც არამხოლოდ ხაიშის თემს აღგვის პირისაგან მიწისა, არამედ ეჭვქვეშ აყენებს ზემო სვანეთის მომავალსაც.

    წინა ხელისუფლებამ 2010 წელს ისე გააფორმა მემორანდუმი ხუდონჰესის ინვესტორ კომპანია "ტრანსელექტრიკა ჯიოჯიასთან", რომ მოსახლეობის აზრი არ გაითვალისწინა. ჩვენ მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილება გაგვაცნეს. სამწუხაროდ, იგივე მდგომარეობაა დღესაც. არ ჩატარებულა ფართომასშტაბიანი შეხვედრა რაიონის მოსახლეობასთან. ხაიშელების აზრი კი საერთოდ იგნორირებულია.

    "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში სამართლიანადაა მითითებული წინა ხელისუფლების შეცდომა. კერძოდ ის, რომ მოსახლეობა დაშორებული იყო ხელისუფლებას. აქვე ეწერა, რომ უნდა აიკრძალოს დიდი ჰესები და ატომური ელექტროსადგურები.

    ხუდონის აშენების შემთხვევაში იძულებით უნდა გაასახლონ 1200 ადამიანი, რაც მესტიის რაიონის მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტია. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 25-30 წლის განმავლობაში ზემო სვანეთის მოსახლეობამ 25000-დან 12000-მდე იკლო. რელოკაციას უნდა დაექვემდებაროს 850-ზე მეტი სასაფლაო და რაც ყველაზე სავალალო და სამწუხაროა, წყლით დაიფარება ხაიშის წმინდა გიორგის სახელობის მოქმედი ტაძარი.

    ბატონო პრემიერო და თქვენო უწმიდესობავ, მოგმართავთ თხოვნით ხაიშისა და ზემო სვანეთის დანარჩენი 16 თემის მოსახლეობა, ნუ გადავწყვეტთ სვანეთის მომავალს ასე ხელაღებით!

    აღნიშნული მოსახლეობის სახელით გოჩა თორია და ზური ნიჟარაზე

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (12)
    ჩაწერა სახელი
    Eto gelovani   (13.09.2013)
    არავითარ შემთხვევაში, მთავრობა არ უნდა წავიდეს მოსახლეობის სურვილის წინააღმდეგ;არ უნდა აშენდეს ხუდონჰესი,ეს იქნება სრულიად სვანეთის დაკარგვა,რასაც არ დაუშვებს სვანეთის თავმოყვარე მოსახლეობა...

    maka niguriani   (13.09.2013)
    aravitar shemtxvevashi ar unda ashendes es ikneba udidesi katastropa sruliad sakartvelostvis shven amas ar daushvebt

    svani   (13.09.2013)
    არ უნდა აშენდეს!!!!!!!!!

    natka   (13.09.2013)
    არ უნდა აშენდეს !!!!!!!!!!

    თამარი   (13.09.2013)
    ძირს ხუდონგესი

    ზვიადი   (13.09.2013)
    არავითარი ხუდონჰასის მშენებლობა!

    ბადრი   (13.09.2013)
    რასაც ხალხი იტყვის,ის უნდა გაკეთდეს.ხუდონჰესი სვანეთს ჩაძირავს!

    ნინო   (13.09.2013)
    ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    ბეჟანი   (13.09.2013)
    ამ საკითხის დასარეგულირებლად მთელი სამეგრელო სვანების გვერდით დადგება.ეს არ არის მხოლოდ სვანების პრობლემა.ეს მთელი საქართველოს პრობლემაა და ისევე უნდა ვიბრძოლოთ,როგორც ეროვნული მოძრაობის დროს ვიბრძოლეთ და გავიმარჯვეთ!!!

    ზური   (13.09.2013)
    დიდი მადლობა რეზონანსს თანადგომისათვის.ეს გაზეთი ნამდვილად იმსახურებს პატივისცემას.

    გოჩა თორია   (13.09.2013)
    ჩვენ დავიფიცეთ წმინდა გიორგის ხატის წინაშე,რომ ამ საქმეს შევეწირებით.ჩვენ არ დავუშვებთ სვანეთის დანგრევის დაწყებას!!!!

    მაიზერი   (13.09.2013)
    დიდი მადლობა რეზონანსს ამ წერილის გამოქვეყნებისათვის.ეს გაზეთი ყოველთვის გამოირჩეოდა სიმართლი დაცვით და იმიტო ჰყავს ყველაზე მეტი მკითხველი.სვანეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ხუდონჰესის მშენებლობის გაგრძელების წინააღმდეგია და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×