სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    13.09.2013

    აღმაშფოთებელი, სავალალო, შემაძრწუნებელი, კატასტროფული!... ასეთია მეცნიერთა და სპეციალისტთა შეფასება გურიაში შექმნილი მდგომარეობის გამო.

    მძიმე და საგანგაშო პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებას არ სცალია. გარემოს დაცვის სამინისტროს არ აინტერესებს. მხარის გუბერნატორები მოდიან და მიდიან. მათი მთავარი საქმიანობა "მაამებლობა" გახდა. კიდევ ის, არჩევნების შედეგები ხელისუფლებისათვის სასურველი იყოს.

    ხალხის უკიდურესი გასაჭირი არავის ახსოვს. მოსახლეობის პრობლემა ისევ და ისევ გადაუჭრელ და მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

    ვინც გულთან მიიტანა ხალხის სატკივარი და მოგვარება სცადა, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

    ავტოკატასტროფაში დაიღუპა ოზურგეთის ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერი ვახო ხურციძე. ასევე ტრაგიკულად დაიღუპა გურიის მხარის გუბერნატორი ჟანი კალანდაძე.

    ავტოკატასტროფაში დაიღუპა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ეროვნული ონკოლოგიური ცენტრის განყოფილების ხელმძღვანელი ციცო ხარაიშვილი.

    გულის უკმარისობით გარდაიცვალა სოფელ მერიის საკრებულოს ახალგაზრდა მდივანი ნინო ვასაძე.

    მათ ხელთ არსებული მასალები, რომელიც არსებულ პრობლემასთან იყო დაკავშირებული, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

    წარმოუდგენლად შეიძლება ჩაითვალოს ის, რაც სინამდვილეში ხდებოდა წლების მანძილზე, მაგრამ სამწუხაროდ, საგანგაშო მდგომარეობა კვლავ უცვლელია.

    სამხედრო ბაზა მერიაში

    ოზურგეთში, სოფელ მერიაში, წლების წინ ყოფილ საბჭოთა კავშირში თავისი უნიკალურობით ცნობილი სამხედრო ბაზა იყო, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს.

    საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სამხედრო ნაწილში არეულობა დაიწყო და 1992 წლის ბოლოს სამხედროებმა დატოვეს სოფელ მერიის ტერიტორია. წაიღეს ყველაფერი, რისი წაღებაც შეძლეს. ბაზა კი თავისი ასეულობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონებით საქართველოში დარჩა. დარჩა, მაგრამ ვინ დატოვა?! დაიწყო სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ქონების ძარცვა. წლების მანძილზე განუკითხავად ნიავდებოდა სახელმწიფო ქონება. დაუდევრობამ 1992 წლის დასასრულს ბომბების საწყობის აფეთქება გამოიწვია და რამდენიმე კილომეტრის რადიუსში არც ერთ შენობას მინა არ შერჩა. დღეს ვერავინ მიაგნებს, თუ სად იყო 300 ჰა-ზე განლაგებული სამხედრო დანიშნულების შენობები. სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახებისათვის აგებული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევებიღა არის შემორჩენილი. აქ კლუბიც იყო, ბავშვთა ბაღიც, სამედიცინო ამბულატორიის შენობაც. ნაომარს, დაბომბილს და გადამწვარს ჰგავს ყველაფერი. ყველაფერი შიშველი ხელებით (მხოლოდ ტექნიკური იარაღის გამოყენებით) იქნა იავარქმნილი.

    იმავე ტერიტორიაზე იყო სამხედრო დანიშნულების აეროდრომი, სრულყოფილად გამართული მთელი თავისი აღჭურვილობით. აეროდრომი გასული საუკუნის 30-იან წლებში აშენდა და სსრკ-ს სამხედრო ძლიერების ზრდასთან ერთად მძლავრდებოდა და ფართოვდებოდა. აქ 1947 წლიდან მომზადდა საფრენი ბილიკი და 1951 წლიდან უკვე სხვადასხვა მოდიფიკაციის რეაქტიული თვითმფრინავები ახდენდნენ სასწავლო თუ სხვა ხასიათის ფრენას. სწორედ ასეთი დანიშნულების აეროდრომს, უმეთვალყურეოდ (უფრო უპასუხისმგებლოდ) მიტოვებულს, შეგნებულად და მიზანმიმართულად ანადგურებდნენ წლების განმავლობაში.

    როცა საქართველოში "პრივატიზაციის ხანა" დადგა, 1999 წლის ნოემბერში დაფუძნდა შპს "მერიის საეროდრომო კომპლექსი". მასთან ერთად ქონების განმკარგველი გახდა ქონების მართვის ოზურგეთის სამმართველო.

    არავინ ამბობს, რა მიზნით, ან რა მიზეზით შეიქმნა აღნიშნული ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობა წლების მანძილზე თავს იმართლებდა თბილისიდან უცნობი ავტორის მიერ გამოგზანილი წერილით, რომლის შინაარსი ასეთია - ქონება გინდ გაყიდეთ, გინდ შეინარჩუნეთ, ან კიდევ, რაც გინდათ, ის უყავითო. ამასვე ამოწმებს ქონების მართვის სამმართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა.

    განუკითხაობის დროს, 1999 წლის 4 ნოემბერს დაფუძნებულმა ორგანიზაციამ ნოემბრის თვიდანვე დაიწყო აეროდრომის ნგრევა და ასაფრენი ზონიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან დაგებული ძვირადღირებული ფილების აღება და გაყიდვა. მერიიდან ფილები უმისამართოდ მიედინებოდა, შემდეგ აჭარასა და სამეგრელოში აღმოჩნდა. ბათუმის შესასვლელში მრავალკილომეტრიანი გზის მონაკვეთი და ფოთის პორტის სანაპირო ზოლი მერიიდან გატანილი ფილებით არის დაგებული. სახელმწიფო ქონება კერძო პირების (ან მტაცებლების) მიერ თუ როგორ, ან რატომ იქნა ასე უპასუხისმგებლოდ გატანილი, ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა და არც არავისთვის მოუთხოვიათ პასუხი.

    2003 წელს შეიქმნა შპს "რამე-რუმე", რომელმაც ახალი ძალისხმევით გააგრძელა წინამორბედის დაწყებული საქმიანობა, "რამე-რუმეს" დამფუნებლებს, შპს "მერიის სააეროდრომო კომპლექსის" ხელმძღვანელობამ დიდსულოვნად გადასცა დარჩენილი ქონება, რომელიც ახალმა პატრონმა ნაწილ-ნაწილ დაანგრია, შემდეგ კი ჯართად და მეორადი მოხმარების სამშენებლო მასალად გაყიდა.

    მერიაში არსებული ორი შპს-ს ქონება მათ საკუთრებაში მას შემდეგ გადავიდა, როცა ქონების მართვის სამმართველოს ხელმძღვანელობამ აუქციონზე გაყიდა სახელმწიფოს საკუთრება. გაყიდვის შემდეგ კი მყიდველთან ერთად კვლავ ქონების თანამფლობელი გახდა. ბევრი და მრავალფეროვანი პატრონის ხელში ძვირადღირებული ქონება ჩამოფასდა და თეთრებად გაიყიდა. ხელიდან ხელში გადასული და მრავალჯერ გაყიდული ფილები კერძო პირებმა გაზრდილი ფასით გაყიდეს. ბიუჯეტში კი იმ დროს არც ერთი თეთრი არ შესულა.

    განუკითხაობის დროს ძარცვის შედეგად მიყენებული ზარალი არავის დაუთვლია, მაგრამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა აეროდრომის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დატოვებული რეაქტიული საწვავის გაჟონვის საფრთხემ. თვითმფრინავებისა და ბალისტიკური რაკეტების რეაქტიული საწვავის ორი კომპონენტი მელანჟი და სამინი, ექვს 80-ტონიან და ოთხ 120-ტონიან კასრებში იყო განთავსებული. ამ კომპონენტების ქიმიური თვისებებიდან გამომდინარე (მათი ერთმანეთთან რეაქციაში შესვლისას), რეალურად არსებობდა ზემძლავრი აფეთქების საფრთხე. ამ საშიშროების თავიდან ასაცილებლად, ბაზის არსებობის დროს საწვავის ადგილსამყოფელს დღედაღამ იცავდა საგანგებო, გაძლიერებული სამხედრო რაზმი. ბაზის გაუქმების შემდეგ გაძარცვულ და უპატრონოდ მიტოვებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობა ჯართის მოპოვების მიზნით, შპს-ების ნარჩენების შეგროვებას შეუდგა და "მიწაში დამარხულ განძს" მიაგნო. რამდენიმე კასრს დიდი წვალების შემდეგ ხუფი მოხადეს და...

    რეაქტიული საწვავი

    მაღალი ტოქსიკური და რადიაქტიული თვისებების მქონე საწვავი ჰაერს შეერია და გარემოს მოწამვლა დაიწყო. არცოდნის გამო, იმ დროს წლების მანძილზე უშუქოდ დარჩენილი მოსახლეობა საწვავს ლამპაშიც კი იყენებდა და როცა მანამდე უცნობი ტკივილები იგრძნეს, თვითონვე აწარმოეს დაკვირვება გარემოზე. მდგომარეობა თანდათან გართულდა. მოსახლეობის თხოვნით სოფლის ხელმძღვანელობამ თავდაცვის სამინისტროს მიმართა, რათა მალე დაწყებულიყო ყოფილი სამხედრო აეროდრომის კომპლექსური შესწავლა. შედეგი კი?! - განსაკუთრებული აქტიურობისათვის სამსახურიდან გაათავისუფლეს სოფელ მერიის საკრებულოს მდივანი.

    ანასეულის ბუნებათსარგებლობის ინსტიტუტის ეკოლოგიისა და ქიმიის კათედრების მიერ იმ დროს მოწყობილი ეკოლოგიური ექსპედიციის შედეგების მონაცემებით, ამ ნივთიერების ქიმიური შედგენილობიდან ცნობილია მხოლოდ ის, რომ შეიცავენ აზოტოვან ნაერთებს. ქიმიური მუტაგენების კატალოგიდან (ავტორი - რუსი მეცნიერი დუბინინი) ირკვევა, რომ სარაკეტო საწვავი წარმოადგენს მძიმე მუტაგენურ და ტოქსიკურ ნივთიერებას, რომელიც იწვევს ცოცხალ ორგანიზმებში როგორც ფუნქციონალურ, ასევე მემკვიდრულ ცვალებადობას, რაც აისახება სხვადასხვა პათოლოგიებით, როგორც ორგანოს, ასევე ქსოვილისა და უჯრედის დონეზე. საწვავი საშიშროებას წარმოადგენს არტეზიული წყლების, მდინარეებისა და ნიადაგისათვის. არსებობს აზრი მელანჟისა და სამინის უტილიზაციის, განეიტრალების და სასუქად გამოყენების შესახებ, მაგრამ სპეციალისტები ამის წინააღმდეგი არიან, რადგან ამ შემთხვევაშიც საწვავი ინარჩუნებს მაღალ რადიაქტიულობას.

    ასეთი დასკვნის შემდეგ მოსახლეობა კიდევ უფრო აქტიურად მოითხოვდა მომწამვლელი ნივთიერების სოფლის ტერიტორიიდან გატანას. მაგრამ მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება გაჭიანურდა. თუმცა 1998 წლის გაზაფხულზე მიღებული იყო გადაწყვეტილება და საწვავ სითხეებთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება დაევალა თბილისის ფიზიკა-ქიმიის სამეცნიერო ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფს, პროფესორ ავთანდილ დოლიძის ხელმძღვანელობით. ცენტრის ანგარიშზე 200 ათასი ლარი გადაირიცხა. მიუხედავათ ამისა, მომწამვლელი ნივთიერება ისევ სოფლის ტერიტორიაზე რჩებოდა და კვლავ იწამლებოდა ადამიანები და გარემო.

    დღემდე გაუსაძლის პირობებში მყოფი მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი მტკიცებით, ნიადაგში დიდი რაოდენობით საწვავია გაჟონილი. ხელისუფლება აცხადებს, რომ სარაკეტო სითხეები უკვე აღარ არსებობს, მაგრამ ავადობის ზრდა და სახეცვლილი ბუნება საწინააღმდეგოს ადასტურებს. კვლავ ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი.

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხში გურამ ბერძენიშვილი ამტკიცებს, რომ, მართალია, ყველა ერთდროულად არ გატანილა, მაგრამ 2002 წლიდან ეტაპობრივად დაიწყო ნივთიერებათა განეიტრალება. ჯერ 80 ტონა სამინი გაიტანეს. რაც დარჩა, იმით არაორგანული ქიმიის ინსტიტუტმა ადგილზე შექმნა აზოტოვანი სასუქი. (თუმცა როგორც აღვნიშნეთ, სპეციალისტები ადრევე ამტკიცებდნენ, რომ არ შეიძლება ამ ნივთიერებისაგან სასუქის წარმოება, რადგან განეიტრალების შემთხვევაშიც შეინარჩუნებდა იგი მაღალ რადიაქტიურობას, მითუმეტეს ადგილზე.)

    ბერძენიშვილის ინფორმაციით, 2004 წლამდე ისევ მერიაში იყო 480 ტონა მელანჟი, რომელიც შემდეგ თბილისში გაიტანეს.(?!)

    გარემოს შესწავლა ჯერ არავის უცდია, მაგრამ ხალხი რომ იწამლება, მარტო ამ ნივთიერების ბრალი არ არის, ეს იმ საკვები პროდუქტების ბრალიცაა, ჩვენს ქვეყანაში უკონტროლოდ რომ არის შემოტანილი. რაც შეეხება საკითხის შესწავლას, ეს ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაში არ შედის, ეს საერთო პრობლემაა და კარგი იქნება, თუ მასზე არასამთავრობო ორგანიზაციები იმუშავებენ, აცხადებს გურამ ბერძენიშვილი.

    ნინო მეგრელაძე, მერიის ამბულატორიის ექიმი კი ამბობს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამბულატორიას მომართავს სასუნთქი გზების ინფექციებით, გულსისხლძარღვთა დაავადებებით, არტერიული წნევებით, ბავშვებში გახშირდა რესპირატიული სასუნთქი გზების ინფექციები, ასთმური სინდრომები, რაც განსაკუთრებით თავს იჩენს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ზაფხულში აქტიურდება კუჭნაწლავისა და ალერგიული დაავადებები, გახშირდა რაქიტი იმ ბავშვებში, რომლებიც ძროხის რძით იკვებებიან.

    თავად საქონელი მოწამლული ნივთიერებებით იკვებება და მისი რძე რომ მავნებელი იქნება, ეს ბერძენიშვილმაც აღნიშნა.

    სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ინტოქსიკაციური მოწამვლა უამრავ დაავადებას იწვევს, რაც მძიმე შედეგით მთავრდება. ეს საშიშროება სოფელ მერიის ფარგლებს კარგა ხანია გასცდა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობაც გაურბის მოსალოდნელ საფრთხეს. გაიზარდა მიგრაცია. ბევრი სახლ-კარია მიტოვებული. ბევრ ჭიშკარს ადევს ბოქლომი.

    ოზურგეთის პოლიკლინიკურ-ამბულატორიული გაერთიანების ყოფილი დირექტორი მანანა კოპლატაძე გულისტკივილს ვერ ფარავს დაავადებათა ტემპის ზრდის გამო.

    ონკოლოგი ნინო ქევანიშვილი კი ამბობს: სამწუხაროა, რომ ონკოლოგიური დაავადებები პროგრესირებადი გახდა. ყოველწლიურად ასობით იზრდება დაავადებულთა რიცხვი. სუფთა ონკოლოგიური დაავადებით ყოველთვიურად იღუპება მრავალი ადამიანი. ზუსტი მონაცემების დასახელება ძნელია. ყველაზე მეტად შემაძრწუნებელია ის, რომ ტემპი სწრაფად იზრდება და ახალგაზრდავდება. თუ 2003 წლისთვის წელიწადში განწირული იყო 50 ავადმყოფი, ახლა უკვე 90-ზე მეტია. თანდათან იზრდება ავთვისებიანი ფორმები. სამწუხაროდ, გარდა დანიშნული ნარკოტიკისა, სხვა ვერაფრით ვეხმარებით მძიმე ავადმყოფებს. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის სამინისტრო გაითვალისწინებს მათ გაუსაძლის მდგომარეობას და მოგვეცემა შესაძლებლობა, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების მიწოდებასთან ერთად, მძიმე ფორმით დაავადებულებს ადგილზე ჩაუტარდეს ქიმიო-თერაპიული პროცედურა, რადგან ბევრ მათგანს არა აქვს თბილისში სამკურნალოდ წასვლის საშუალება. ჩვენ კი ადგილზე მომსახურეობა ამ კუთხით არ შეგვიძლია.

    ირინა საჯაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: ონკოლოგიურ ავადმყოფთა სამკურნალოდ ბიუჯეტში ყოველწლიურად არის გამოყოფილი გარკვეული თანხა, რომელიც გათვალისწინებულია გადაუდებელი ოპერაციების ჩასატარებლად და ოპერაციის შემდგომი მკურნალობისათვის. ხორციელდება გადარიცხვა მომართვისა და დიაგნოზის დადასტურების საფუძველზე, მაგრამ, სამწუხაროდ, მთხოვნელთა რიცხვი იმდენად დიდია, რომ ყველას დაკმაყოფილებას ვერ ვახერხებთ, რადგან გამოყოფილი თანხა ყოველთვის საკმარისი არ არის.

    ვიდრე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი საკმარის თანხას გამოყოფს ავადმყოფთა დასახმარებლად, ონკოლოგიის ნაციონალურ ცენტრში კატასტროფულად იზრდება ოზურგეთიდან და ზოგადად, დასავლეთ საქართველოდან ჩამოსულ ავადმყოფთა რიცხვი.

    სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ონკოლოგიური დაავადებები უფრო მეტად იქ იჩენს თავს, სადაც ადრე საბჭოთა სამხედრო ბაზები იყო და დღეს უმეთვალყურეოდაა მიტოვებული. ეს აზრი დაგვიდასტურა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ონკოლოგმა, აწ გარდაცვლილმა ციცო ხარაიშვილმა.

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი მაია ქუტიძე გულისტკივილით აღნიშნავს: დღეს სტატისტიკა არ წარმოებს და არავინ იცის, თუ რა რაოდენობის ონკოლოგიური ავადმყოფია ოზურგეთში. საავადმყოფოების გაერთიანების და ავერსი-ფარმას მიერ სამედიცინო ცენტრის შექმნის შემდეგ ჩვენ არავინ გვაწვდის არანაირ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით.ისიც ვიცი, რომ არც იქ წარმოებს სტატისტიკური აღრიცხვა.

    განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ უკვე იავარქმნილი ტერიტორია საყანე ფართობებად გამოუყვეს მოსახლეობას. იმ ტერიტორიაზე მოყვანილი სიმინდი თუ რა სახის ზიანს მიაყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, კომენტარი სპეციალისტებისთვის მიგვინდია. ერთი კია ნიშანდობლივი. როცა მობიბინე ყანას ზემოდან გადახედავ (სოფელი მერია მთა-გორიანია), აშკარად შესამჩნევია, თუ როგორ გასდევს ოქროსფერი ზოლი მწვანე მიდამოს. ეს ის მონაკვეთია, რომლის ნიადაგიც საწამლავით არის გაჟღენთილი.

    დადასტურებული ფაქტია - ინტოქსიკაციური მოწამვლის ფონზე იმრავლა ანომალიებმა, ნაადრევად შეწყვეტილმა ორსულობამ. უფრო ხშირად კი უნაყოფობამ როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში. გახშირდა და გაახალგაზრდავდა სიკვდილიანობა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლების ყველა საფეხურზე თავს არიდებენ ამ თემაზე საუბარს.

    მოწამლულია ჰაერი! მოწამლულია წყალი! მოწამლულია ნიადაგი! დაუცველია გარემო! დაუცველია ხალხი და მუდმივად ჩასაფრებულია სიკვდილის საფრთხე! არსებული საგანგაშო მდგომარეობა სასწრაფო და გადაუდებელ რეაგირებას მოითხოვს!

    გოჩა ჭანიშვილი ჟურნალისტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (29)
    ჩაწერა სახელი
    ვატო   (03.06.2016)
    მიაქციოს ამ სოფელს ყურადგება ხელისუფლებამ!!! ხალხი გაუსაძლის მდგომარეობაშია, როდემდე უნდა იყვნენ ესე, როდემდე...მადლობა სტატიის ავტორს ესეთი პირდაპირი და ამომწურავი სტატიის გამოქვეყნებისათვის... სოფელში არ არის გაზი, არ არის წყალი, არ არის სამუშაო ადგილები, ახალგაზრდებისგან (და არამარტო ახალგაზრდებისაგან) ფაქტიურად ნელ-ნელა იცლება...ზოგი სად გარბის ზოგი სად ლუკმა პურის საშოვნელად... (აღარ მაქ საუბარი იმაზე თუ რამდენ მილიონიანი ქონება გაფლანგა და გაყიდა მავანმა და მავანმა ამაქვეყნის ,,კეთილომოსურნეებმა” სამხედრო ქალაქის განადგურებით !!!)

    nana   (16.06.2014)
    iqneb mixedot am dalozvil sopels wyali da gasi mainz miawodet gachirvebul xalxs nu dazlit bars mtashi agaravin cherdeba da dqondet zarieli saqartvelo qartvelebis gareshe

    კახა   (22.05.2014)
    ამ სიმართლის გადმოცემისთვის...გურულებმა "დავკარგეთ" შესანიშნავი ჟურნალისტი

    კახა   (22.05.2014)
    ამ სიმართლის გადმოცემისთვის...გურულებმა "დავკარგეთ" შესანიშნავი ჟურნალისტი

    ლიკა   (13.10.2013)
    კარგია რომ გაგახსენდათ ჩვენი ლამაზი გურია.

    მერაბი   (13.10.2013)
    ღმერთმა უშველოს ამ გაჭირვებულ ხალხს!აბა სხვა მომხედავი მაინც არავინაა.

    თორნიკე   (13.10.2013)
    რა დღეშია ეს საცოდავი ხალხი!ამდენი წელია თუ ასეთ მდგომარეობაში არიან. რა ძალა აძლებინებთ და თუ ფიქრობენ რა ელოდებათ მომავალში?!

    ლაშა   (13.10.2013)
    ერთი თვის წინ წავიკითხე ეს წერილი და მოსვენება მაქვს დაკარგული.ნეტა გურულები როგორ გრძნობენ თავს?

    natela liparteliani   (03.10.2013)
    Madloba gocha am tavdadebistvis.ar dagaviwydes martlis mtqmeli zxeni shekazmuli unda iyos.giqeb am gambedaobas.ufali iyos sheni shemwe!mjera gamoigebs nayofs sheni vrzeli werili.gmertma gvimravlos tqvennairi mamulishvilebi.udides pativs gzem.

    შორენა   (02.10.2013)
    ეს რა უბედურებაა? ამ გაუსაძლის პირობებში კიდევ ეკოგენოციდი გვინდოდა?ყვემ უნდა აიმაღლოს ხმა! დროა ხალხის საკეთილდღეოდ გადაწყდეს ეს მეტად მნიშვნელოვანი პრობლემა.

    ნუგზარი   (02.10.2013)
    დიდი ხანია რაც ეს პრობლემა არსებობს,კარგია რომ ვიღაცას მაინც შესტკივა გული უპატრონოდ მიტოვებულ გურიაზე. ნეტევ ოდესმე თუ მიხედავს ამ გაუბედურებულ ხალხს?

    ნუგზარი   (02.10.2013)
    დიდი ხანია რაც ეს პრობლემა არსებობს,კარგია რომ ვიღაცას მაინც შესტკივა გული უპატრონოდ მიტოვებულ გურიაზე. ნეტევ ოდესმე თუ მიხედავს ამ გაუბედურებულ ხალხს?

    ნუგზარი   (02.10.2013)
    დიდი ხანია რაც ეს პრობლემა არსებობს,კარგია რომ ვიღაცას მაინც შესტკივა გული უპატრონოდ მიტოვებულ გურიაზე. ნეტევ ოდესმე თუ მიხედავს ამ გაუბედურებულ ხალხს?

    maiko   (02.10.2013)
    ეს არა მარტო გურიის არამედ მთელი ქვეყნის პრობლემა და სატკივარია.არჩევნებმა არ უნდა გადაფაროს ამ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების საკითხი. ხალხი მართლაც უმზიმეს მდგომარეობაშია და დროზე უნდა შველა.

    ელისაბედ   (28.09.2013)
    ბატონო გოჩა! როგორც იქნა სიმართლე ითქვა, საგანგაშო ზარების ხმა გაისმის გურიაში. მე მჯერა ქართველები თქვენს გვერდით დადგებიან, ის ქართველები ვისაც მართლა უძგერს გული სამშობლოს სიყვარულით. მაშ ასე! ერთად დავდგეთ ქართველებო ჩვენი გურიის გადასარჩენად. დიდი ნოდარ დუმბაძისა არ იყვეს; ,,სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია".

    თამილა დარჩია   (27.09.2013)
    ”არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ ამ ქვეყანაში” უთქვამთ გურიაზე. ჰოდა, დავიცვათ მისი წყალი, მისი ჰაერი, მისი ნიადაგი, რათა გაგრძელდეს გურულების კრიმანჭული სამარადჟამოდ. გვერდით ამოვუდქეთ არაჩვეულებრივ ადამიანს, ნიჭიერ ჟურნალისტს გოჩა ჭანიშვილს. მადლობა ვუთხრათ გულთან ასე ახლოს მიტანილი სატკივარის გამოხატვისთვის. ერთად შემოვკრათ განგაშის ზარი!

    marika   (27.09.2013)
    batono gocha minda dzalian didi madloba gadagixadot am werilistvis.tqven titoeuli gurulis satqmeli tqvit da gaandet parto sazogadoebas.minda gisurvot dzalian didi warmateba da vtli,rom tqveni es nabiji namdvilad dasafasebelia.

    maguli   (27.09.2013)
    GAIXARET, TU KIDEV VINMES AXSOVDA GURIA DA GURULEBIS SATKIVARI AGAR MEGONA. HVENI SAHVELI ARSAIDAN AR HANS. MASHIN PATARA GOGO VIYAVI SAMSHOBIAROSHI VMUSHAOBDI. DEFEQTIANI AXALSHOBILEBI IBADEBODA. DGEMDE QE VART ASE UYURADGEBOD. NETAV ODESME GVESHVELEBA?

    maguli   (27.09.2013)
    GAIXARET, TU KIDEV VINMES AXSOVDA GURIA DA GURULEBIS SATKIVARI AGAR MEGONA. HVENI SAHVELI ARSAIDAN AR HANS. MASHIN PATARA GOGO VIYAVI SAMSHOBIAROSHI VMUSHAOBDI. DEFEQTIANI AXALSHOBILEBI IBADEBODA. DGEMDE QE VART ASE UYURADGEBOD. NETAV ODESME GVESHVELEBA?

    ხათუნა   (27.09.2013)
    ჩვენი საშველი არაა!

    nineli kalandaZe   (26.09.2013)
    goCa, didi madloba am gulisxmieri werilisaTvis. Sen yvela ozugeTelis saTq,meli Tqvi da tkivili gaiziae . imedi maqvs gamogexmaurebian da uyuradRebod ar datoveben am mniSvnelovan faqts.

    nineli kalandaZe   (26.09.2013)
    goCa, didi madloba am gulisxmieri werilisaTvis. Sen yvela ozugeTelis saTq,meli Tqvi da tkivili gaiziae . imedi maqvs gamogexmaurebian da uyuradRebod ar datoveben am mniSvnelovan faqts.

    manana   (26.09.2013)
    batono gocha gmertma gishvelos am udidesi problemis gamoashkaravebistvis.

    lali   (26.09.2013)
    werilshi moyvanili faqtebi ase zustad ara, magram zogadad titqmis mtelma ozurgetma icis.imedia am cerilis gamoqveynebis shemdeg ukvalod dakarguli milionebis dasabruneblad tu ara adamianebis janmrtelobis mdgomareobis gamosasworeblad mainc gaketdeba maqsimalurad yvelaferi.და ეს ერთი ჟურნალისტის მთელ შემოქმედებად ღირს.

    თეონა   (26.09.2013)
    ბატონო გოჩა,მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა.ვიმედოვნებ,რომ გურიაში(და არა მარტო) მრავლად გამოჩნდებიან ტქვენისთანა ადამიანები,რომლებიც გულთან ახლოს მიიტანენ ჩვენი ლამაზი კუთხის სატკივარს და ეცდებიან ამ პრობლემის მოგვარებას.

    ზაზა   (26.09.2013)
    პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია,მთელი გურია ფეხზე უნდა დადგეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სანამ ჯერ კიდევ არის დრო...!!!

    ბაჩო   (26.09.2013)
    აღმაშფოთებელია, ეკოგენოციდია. ყველა იმ ჩათლახის ოჯახი უნდა აცხოვრო ამ პირობებში ვისაც ევალება და არაფერს აკეთებს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

    nutsa   (26.09.2013)
    მადლობა ავტორს ძალიან საინტერესო და მტკივნეული თემის საჯარო განხილვისთვის, მაგრამ მხოლოდ ერთი ჟურნალისტის ძალისხმევა და თავდადება ვერ უშველის ამ საქმეს, საჭიროა საზოგადოების რეაქცია და მკაფიო პოზიცია!

    madona   (25.09.2013)
    komentari (o) zemot moyvanil werilze nishnavs imas,rom guria namdvilad sikvdilis zona yofila. vimedovneb rom am werilis wakitxvis shemdeg yvela sagonebelshia chavardnili rit vushvelot gurias da komentaristvis ar scaliat. me wakitxulit shedzrwunebuli var.


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×