სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი
    24.07.2013

    მიმართვა

    იძულებული ვართ შეგაწუხოთ, რადგან სამშენებლო დარგთან დაკავშირებულ და თვითმცლელი ავტომანქანების საქმიანობით დაკავებულ ადამიანებს გასული წლის ოქტომბრის შემდეგ სამუშაო არ გვაქვს. შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან ამ თემაზე დღემდე ვერ მივიღეთ რაიმე დამაიმედებელი პასუხი. ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და მდგრადი განვითარების სამინისტროების, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები მოქალაქეებს არ ხვდებიან და ამ თემაზე ჩვენს განცხადებას არ ღებულობენ, ხოლო სამუშაოს დაწყების თაობაზე დაბალი რანგის მოხელეების ყოველდღიურ დაპირებებში 2013 წლის ნახევარი გავიდა, მაგრამ მათი დაანონსებული პროექტების დაწყების პერსპექტივა არ ჩანს.

    ჩვენ მივესალმებით და მხარს ვუჭერთ იმ დადებით ცვლილებებს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქვეყანაში. იმედი გვქონდა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

    მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ გაქვს საბანკო სესხები და მის დაფარვას ვერ ვახერხებთ, ხოლო ბანკები ქონების წართმევით გვემუქრება ან გვართმევენ კაბალურ პირობებში.

    გვაქვს თხოვნა, მთავრობამ და პარლამენტმა საბანკო დაწესებულებებთან მიაღწიოთ შეთანხმებას მასზედ, რომ იმ პირებს, ვისაც შექმნილი პირობების გამო გაუჭირდა სესხების დაფარვა, გაუგრძელონ გადახდის ვადა და ნუ დაარიცხავენ ჯარიმებს და საურავებს.

    ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩვენთვის ბოძებული სამუშაო დავკარგეთ და ახალი ვერ მივიღეთ. ასეთ პირობებში, როცა ადამიანები კარგავენ სამუშაოს და ყოველდღიურად ღატაკდებიან, ვინ უნდა დაეხმაროს მათ, თუ არა მთავრობა და ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი.

    უამრავ მძღოლს წინა მთავრობის მოღვაწეობიდან გადასახდელად გადმოყვა ავტომობილის აწონვისას გამოწერილი არანორმალური ჯარიმა 1 ლარი 1 კილოგრამის გადამეტებაზე. ეს იმ დროს, როცა სასწორი ხშირად არ იყო სწორი, მაგრამ მომქმედი კანონით მისი გასაჩივრება იმდენად რთულია, რომ შეუძლებელია დადებითი შედეგის მიღწევა.

    გთხოვთ გამოსცეთ ამნისტია და გაგვათავისუფლოთ წინა მთავრობის მიერ ხშირად იძულებით გამოწერილი უაზრო ჯარიმების გადახდისაგან. ამასთან, შემოიღოთ კანონი, რომ იწონებოდეს მანქანის საერთო წონა და არა ღერძზე მოსული წონა, რადგან მძიმეწონიან თვითმცლელ მანქანაზე ვერ ხერხდება ტვირთის ისე განაწილება, რომ არ მოხდეს 100-200 კილოგრამის გადამეტება რომელიმე ღერძზე.

    შესაბამის სამსახურს სასწორი დააქვს ავტომანქანის საბარგულით, რაც ქმნის მისი დაზიანების შესაძლებლობას და ვარგისიანობის ეჭვის საფუძველს. სასწორი უნდა იყოს დაფიქსირებული ერთ ადგილზე დაშემოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ.

    გთხოვთ გაითვალისწინოთ აღნიშნული, შეიტანოთ ცვლილება კანონში სასწორზე აწონილი ტვირთის რაოდენობის გასაჩივრების გამარტივების მიზნით.

    ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ეს წერილი თქვენამდე მოაღწევს და იმის იმედიც გვაქვს, რომ უყურადღებოდ არ დაგვტოვებთ. ამ წერილის უკან ჩვენ გარდა უამრავი ადამიანი დგას იმ იმედით, რომ ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას მოახდენს ჩვენს თხოვნაზე.

    ალექსანდრე ნინუა, მიმართვას ხელს 100-ზე მეტი ადამიანი აწერს

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×