სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    წერილი
    15.07.2013

    ეროვნული უნივერსიტეტის იდეა - ეს არის გასული ორი საუკუნის საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი უმთავრესი მამოძრავებელი ფაქტორი; ამ იდეას დაუკავშირდა ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის, იატორიული დიდების დაბრუნების, ევროპულ ცივილიზაციასთან უშუალოდ დაკავშირების საუკუნოვანი იმედი. ამიტომაც დიდი ივანე ჯავახიშვილისა და მის ბრწყინვალე თანამოსაგრეთა მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება თავისი მნიშვნელობით თითქმის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას გაუთანაბრდა.

    ქართველი ხალხისა და, მით უფრო, ჩვენი სამეცნიერო საზოგადოების მიერ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აღიქმება როგორც ჩვეულებრივი, რიგითი უმაღლესი სასწავლებელი; თავისი დროისათვის ის ერთადერთი განასახიერებდა, ერთი მხრივ, უწყვეტ კავშირს ძველ ქართულ სამწიგნობრო ტრადიციებთან, ხოლო მეორე მხრივ - ფიქრსა და ოცნებას საქართველოს ღირსეულ მომავალზე; ამიტომაც უნივერსიტეტის ბედთან, მის მიმართ უკანასკნელ წლებში განხორციელებულ გაუგონარ "სარეფორმო" პოლიტიკასთან მთელი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ემოციები იყო დაკავშირებული.

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია - პირდაპირი მემკვიდრე როგორც გელათისა და იყალთოს ძველი ქართული აკადემიებისა, ასევე - არანაკლებ - ეროვნული უნივერსიტეტისა, უშუალო გამგრძელებელი და განმავითარებელი იმ სამეცნიერო სკოლებისა, რომელთაც დედაუნივერსიტეტის წიაღში ჩაეყარა საუძველი, შეუძლებელია გულგრილი იყოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენების მიმართ, ვინაიდან უნივერსიტეტის ბედთან უშუალოდ არის დაკავშირებული მეცნიერებათა აკადემიისა და აკადემიური მეცნიერების მომავალი და პირიქით - მეცნიერების განვითარების გარეშე სრულფასოვანი საუნივერსიტეტო განათლების შენარჩუნება სრულიად შეუძლებელია. ჩვენ უკვე თვალნათლივ ვხედავთ იმ შედეგებს, რაც მოიტანა პირდაპირმა პოლიტიკურმა ჩარევებმა უნივერსიტეტების სტრუქტურული რეორგანიზაციის, მმართველობისა და აკადემიური პერსონალის დაკომპლექტების საქმეში. ისიც ნათელია, რომ ყოველგვარი არჩევნების ჩატარება ამ პირობებში მხოლოდ გააღრმავებს უკვე შორსწასულ კრიზისს.

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია თავის მოვალეობად მიიჩნევს, ღიად და აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებას - მიმართულს, საზოგადოდ, საუნივერსიტეტო ცხოვრების გაჯანსაღებისაკენ, მისი საბოლოო გათავისუფლებისაკენ ყოველგვარი გარე ჩარევისაგან. მიგვაჩნია, რომ უხეშად დარღვეული სამართლიანობის აღსადგენად, ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების მისაღწევად საჭიროა, ხელისუფლებამ გამოიჩინოს პრინციპულობა შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნათა გასატარებლად; კერძოდ, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, უნივერსიტეტს მიენიჭოს (სინამდვილეში - აღუდგეს) საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი და გარდამავალ პერიოდში დაინიშნოს უნივერსიტეტის დროებითი მმართველი, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი საფუძვლების მომზადებას უნივერსიტეტის გადასვლისათვის დემოკრატიულ მართვის პრინციპებზე (ამავე დროს, იმ პირობით, რომ აღნიშნულ "მმართველს" შემდგომ არ ექნება უფლება, საკუთარი კანდიდატურა დააყენოს რექტორის ვაკანსიის დასაკავებლად).

    საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიური საბჭო

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×