სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ნოდარ ნათაძე
    13.07.2013

    ბატონებო, თქვენს მოვალეობად მიმაჩნია, ცალ-ცალკე და ერთობლივად, რომ გადადგათ რეალური ქმედითი ნაბიჯები რუსეთის მცოცავი აგრესიის აღსაკვეთად. საამისო საშუალებები საქართველოს აქვს.

    სახელდობრ: 1.განუცხადოთ მიღებული პროცედურის სრული დაცვით გაეროს, რომ რუსეთი აწარმოებს გამოუცხადებელ ომს საქართველოს წინააღმდეგ, და ითხოვოთ შველა. 2.ან მთლიანად საქართველოში, ან მავთულხლართების მიმდგომ ზონაში გამოაცხადოთ სამხედრო მდგომარეობა; დააწესოთ არსებული მავთულხლართების ზონის მუდმივი მონიტორინგი და გათოფოთ ეს ზონა რეზერვისტების და სამოქალაქო თავდაცვის ძალებით (რომლებიც, თქვენდა სამარცხვინოდ, აქამდე არ შეგიქმნიათ). 3.განაცხადოთ ოფიციალურად, რომ ყველა ფორმიანი ან შეიარაღებული პირი, რომელიც გამოვა მავთულხლართების აქეთ, იქნება დაკავებული, ხოლო წინააღმდეგობის შემთხვევაში განადგურებული. 4.შემოიღოთ მავთულხლართების მიმდგომი ზონის პატრულირება მთელ საქართველოში შეკრებილი მოხალისეების მიერ, რომელთაც ებრძანებათ: შემოსულს მოსთხოვონ დანებება, ხოლო უარის შემთხვევაში ცეცხლი გაუხსნან. ეს ბრძანება გაცხადდეს საერთაშორისო მეგობრობის წინაშე.

    ორსავე შემთხვევაში - მოსულის განადგურების შემთხვევაშიც და მოსულის მიერ მოპატრულის განადგურებისაშიც - ეს იქნება ინციდენტი, რომელიც რუსულ მცოცავ აგრესიას მოუხსნის "უსისხლობის" და "უმნიშვნელოობის" სტატუსს. მოქმედების ეს სქემა ძალაში უნდა დარჩეს მანამდე, სანამ არ მოხდება საერთაშორისო შეთანხმების გაფორმება რუსული მცოცავი აგრესიის აღკვეთაზე.

    თქვენ ვალდებულნი ბრძანდებით, გესმოდეთ, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიულ მოქმედებას ყველა შემთხვევაში განახორციელებს იმ მასშტაბით და იმ ფორმებით, რომელთა საშუალებასაც მისცემს გარემოებები, და არა იმ მასშტაბით, რასაც მისი საქართველოსადმი უფრო მტრული ან ნაკლებ მტრული განწყობილება განსაზღვრავს. რუსეთის მოგერიების გზა საქართველოსთვის დღეს მხოლოდ შავი ზღვისა და კავკასიის რეგიონში მისი იმპერიული ზრახვების დამარცხებაა. (რაც, უნდა ხვდებოდეთ, გარდუვალია)

    5.თქვენ ვალდებულნი ხართ, მსოფლიოს წარუდგინოთ სრული მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია საქართველოში "ოსეთის" შექმნის რუსული იდეოლოგიის ისტორიული და სამართლებრივი აბსურდულობის შესახებ, აგრეთვე იმის შესახებ, რომ აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე ქართველი მოსახლეობა ავტოხთონურია, და იმ იურიდიული გარემოებების შესახებ, რომელთა ძალითაც აფხაზეთში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის რეალური განხორციელება საქართველოს უპირობო უფლებაა.

    6.ამ პრაქტიკული ნაბიჯების პარალელურად, თქვენ ვალდებულნი ბრძანდებით, დაუყოვნებლივ და დემონსტრატიულად დაიწყოთ რუსეთის იმპერიის ხელიდან ჩრდილო კავკასიის ერების განთავისუფლების წმინდა საქმის ლობირება (თითქმის ყველა მათგანი ჩვენი სისხლით და ენით მონათესავეა, ხოლო კულტურით მონათესავე - ყველა მათგანი). ხელთ გაქვთ შეუვალი არგუმენტი: არანაირი საფუძველი ჩრდილოეთ კავკასიის სამხრეთი ზონის ფლობისა და განკარგვისა შიშველი და არაფრით არ არგუმენტირებული ძალადობის გარდა რუსეთს არც ისტორიულად და არც სამართლებრივად არ მოეპოვება არც ხელშეკრულების, არც სახალხო კენჭისყრის, არც თუნდაც ერთი სოფლის თავკაცთა თანხმობის სახით.

    ამ კურსის კონტექსტში, რომლითაც დღეს მსოფლიო პოლიტიკა ვითარდება, ვალდებულნი ბრძანდებით, განუმარტოთ მსოფლიო საზოგადოებრიობას, რომ არანაირი ანალოგია, ერთის მხრივ, ქართულ-აფხაზურსა და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს, ხოლო მეორეს მხრივ, რუსულ-კავკასიურ ურთიერთობებს შორის არ არსებობს: ისტორიაში არ არის თარიღი, როცა აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს ნაწილი გახდა (ეს მიწა-წყალი მუდამ საქართველოს ნაწილი იყო და არის), მაგრამ არის თარიღი, როცა დღევანდელი აფხაზების წინაპრები და ოსების წინაპრები საქართველოში შემოსახლდნენ (ეს არის ყქ|-ყქ|| - ძირითადად ყქ|| საუკუნეები აფხაზებისათვის და ყქ||-ყყ საუკუნეები - ძირითადად 1860-იანი, 1980-იანამდე - წლები და საბჭოთა წლები ოსებისათვის).

    საპირისპიროდ ამისა, ისტორიამ არ იცის თარიღი, როცა ჩრდილო კავკასიის ხალხები თავის დღევანდელ ტერიტორიაზე გაჩნდნენ (ასეთი თარიღი არ არსებობს: ეს ხალხები აქ ავტოხთონურნი არიან, ისევე როგორც ქართველები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე), მაგრამ არის თარიღი, როცა ეს ტერიტორიები რუსეთში შევიდა ცეცხლითა და მახვილით დაპყრობის შედეგად (ეს არის ყქ|||-ყ|ყ საუკუნეები, ძირითადად ყ|ყ).

    ამ ნაბიჯთა არგადადგმა საქართველოს ნებისმიერი ხელისუფლების მიერ დღევანდელ პირობებში სხვაგვარად ვერ შეფასდება, თუ არა როგორც სახელმწიფო ღალატი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×