სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი
    26.06.2013

    ქალბატონო თეა,

    5 წლის წინათ (|.ქ||.2008), ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი მუშაობის შედეგად, ჩვენმა დასმა აღადგინა გასულ საუკუნეში მივიწყებული სახალხო დღესასწაული "მარაბდობა" (თეთრიწყაროს რ-ნის სოფ. მარაბდაში), თანაც ისეთი წარმატებით, რომ აღტაცებას ვერ მალავდა პერიოდული პრესა. კარგად წამოწყებულმა საქმემ ფრთა შეგვასხა და შემდგომ, ყოველი წლის 1 ივლისს ინტელიგენციისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის მხარდაჭერით, მუდამ ვიკრიბებით მარაბდის ველზე იმ ისტორიული ბრძოლის მოსაგონრად, რომელმაც შვა ლეგენდარული ცხრა ძმა ხერხეულიძე და 10 000 გმირი ქართველი, სამშობლოს წინაშე გაწეული თავდადებისათვის რომ წმინდანებად შერაცხა დედაეკლესიამ.

    მიუხედავად ასეთი წარმატებული დასაწყისისა, მთელი ამ ბოლო 6 წლის განმავლობაში ვერ იქნა და ვერ მოგვარდა უშუალოდ "9 ცხრა ძმა ხერხეულიძის მემორიალის" ტერიტორიის მოწესრიგება და კეთილმოწყობა. მემორიალი, რომელიც სიმბოლოა 10 000 ქართველი წმინდანის გმირობისა, კვლავაც ისეთ დღეშია, რომ არაფრით არც ჩვენ გვეკადრება და არც ჩვენს ღირსეულ წინაპრებს. მთელი უბედურება, ისიცაა, რომ გვეუხერხულება ყველაფერი ეს გადავიღოთ და მკითხველს თუ მაყურებელს ვაჩვენოთ და, ამდენად, რა მორალზე, რა იდეალებზე უნდა ველაპარაკოთ ახალგაზრდობასა თუ სტუმარ-ტურისტებს, როცა ასე, უფალმა გვაპატიოს, იავარქმნილია მთელი მემორიალი.

    აქედან გამომდინარე, ჩვენი დასი პრინციპულად აყენებს საკითხს - მოდით, ნურავის, ნურც ერთ უწყებას ნუ განვსჯით დღემდე გამოჩენილი, მსუბუქად რომ ვთქვათ, გულგრილობისათვის და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტოთ: რაკი მთელი ამ 6 წლის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, "9 ძმა ხერხეულიძის მემორიალს" არ გამოუჩნდა რეალური პატრონი (ვერც დედაქალაქისა და ვერც თეთრიწყაროს რაიონული საჯარო რეესტრის მიხედვით), ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის სრულიად საქართველოს ჩოხოსან რაინდთა დასი მზადაა, თავის თავზე აიღოს ეს უაღრესად საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობა. ცხადია, საკითხი უნდა გადაწყდეს ოფიციალურ დონეზე - ყველაფერი მთავრობასა და პატრიარქს ხომ არ უნდა მოვთხოვოთ, თანამედროვე გაზარმაცებულმა საზოგადოებამაც ხომ უნდა იტვირთოს თავისი ხვედრი წილი ქვეყნის სულიერი აღმშენებლობის უკეთილშობილეს საქმეში?!

    ქალბატონო თეა, იმდენად დიდი იმედი გვაქვს თქვენი გულისხმიერებისა, რომ თავს უფლებას ვაძლევთ და წინასწარვე გიხდით მადლობას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×